ჰიპერაქტიურობის მიზეზი შესაძლოა მიკროელემენტ მაგნიუმის დეფიციტი იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპერაქტიური ბავშვის რაციონი

ცხოვრების თანამედროვე ტემპმა, ზღვა ინფორმაციამ ცელქი და მოუსვენარი პატარები ჰიპერაქტიურ ბავშვებად აქცია. ისინი ცდილობენ, არ ჩამორჩნენ ცხოვრების ტემპს, შეისრუტონ უამრავი ინფორმაცია, ამიტომაც იბნევიან, გონება ეფანტებათ, უჭირთ დაძინება და ძილშიც კი წრიალებენ. ეს დაავადება არ არის. საჭიროა, ასეთ ბავშვებს ხელი შევუწყოთ, მშვიდად ვესაუბროთ, შევუდგინოთ დღისა და კვების სწორი რეჟიმი. ჰიპერაქტიურად შეიძლება ჩაითვალოს ბავშვი, თუ:

. ბაღის, სკოლის მასწავლებელი, მომვლელი, ძიძა ამჩნევენ ყურადღების გაფანტვას, იმპულსურობას;

. ადრეული ასაკიდანვე მოუსვენარია, იოლად ღიზიანდება, უმიზეზოდ ღელავს;

. აქვს ცუდი მადა;

. ხშირად ეღვიძება და ჩაძინება უჭირს;

. ბევრს ტირის, ხშირად - უმნიშვნელო მიზეზის გამო;

. ნებისმიერ ხმაზე კრთება.

ჰიპერაქტიურ ბავშვებს უჭირთ ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაცია, გაკვეთილზე ისე წამოხტებიან ადგილიდან, თავიანთ რიგს არ ელოდებიან, ბიჭები აგრესიულები არიან - იკბინებიან, ჩქმეტენ თანატოლებს, ბევრს ლაპარაკობენ მეცადინეობის დროს.

ზოგჯერ ასეთ ბავშვებს აწუხებთ თავის ტკივილი და თავბრუხვევა, უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება.

თუ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს. გარდა ამისა, შეიმუშავეთ მასთან ურთიერთობის განსაკუთრებული სტერეოტიპი:

  • ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი და მკაცრი, დაიცავით ტაქტი და გამოიჩინეთ მოთმინება, სითბო, არ მოაკლოთ სიყვარული და ალერსი.
  • ოჯახის წევრებმაც შეიცვალეთ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და შეუქმენით პატარას მშვიდი, მყუდრო, თბილი ოჯახური გარემო.
  • თვალი გადაავლეთ ბავშვის ყოველდღიურ რაციონს. თუ მენიუდან შოკოლადსა და კოფეინის (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა), სინთეზური კონსერვანტების, საღებავებისა და არომატიზატორების შემცველ პროდუქტებს (სწრაფი კვება) ამოვიღებთ, ბავშვს ძილი საგრძნობლად გაუუმჯობესდება და შესამჩნევად დამშვიდდება კიდეც.

ჰიპერაქტიურ ბავშვებს მეცნიერებმა გლუკოზის ცვლის დარღვევა აღმოუჩინეს. ასეთი პატარების მოზღვავებული ენერგიის წყარო შაქარი, ტკბილეული და ხილის წვენებია.

ხშირად ჰიპერაქტიურობის მიზეზი კვებითი ალერგიაა. ალერგენი შესაძლოა აღმოჩნდეს სინთეზური საღებავი, ნატურალური ძროხის რძე ან სხვა პროდუქტი.

ჰიპერაქტიურობის მიზეზი შესაძლოა მიკროელემენტ მაგნიუმის დეფიციტი იყოს. მაგნიუმი პატარების მშვიდი ძილისა და გლუკოზის ნორმალური ცვლისთვის არის საჭირო. მის ნაკლებობას იმ პატარების ორგანიზმი განიცდის, ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს. ამ მიკროელემენტის მარაგი მცირდება ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. მაგნიუმით მდიდარია კაკალი, მზესუმზირა, ხილი, წიწიბურა, ჭვავი, შვრია, არაქისი, ბანანი, ისპანახი. ეცადეთ, თქვენი ენერგიული პატარას მენიუ ამ პროდუქტებით გაამდიდროთ. თუ ბავშვს თხილი ან კაკალი უყვარს, ნუ დაუშლით, ოღონდ დაიცავით ზომიერება.

დაუდეგარი პატარას ტვინს გაცილებით მეტი საკვები სჭირდება, ამინომჟავა კი ის ნივთიერებაა, რომელიც ნერვულ სისტემას იცავს. ამ ნივთიერებით მდიდარია კვერცხი, ღვიძლი, თევზი, რძე. ამინომჟავები ცილების საშენი მასალაა. ცილები კი იმ ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ, რომლითაც ცენტრალური ნერვული სისტემა ორგანოებისა და სისტემების მუშაობას აკონტროლებს. ჰიპერაქტიური ბავშვების ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემა გაძლიერებულია, ტვინს კი გაძლიერებული მუშაობისას სრულფასოვანი ცილოვანი საკვები სჭირდება. ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს ხაჭო, ყველი, კვერცხი, ხორცი.

ნერვულ სისტემას მშვიდი მუშაობისთვის სჭირდება B ჯგუფის ვიტამინები, რომლებითაც მდიდარია რძის პროდუქტები და ხორცი. ჰიპერაქტიურ ბავშვებს ცუდი მადა აქვთ, ამიტომ ამინომჟავებისა და ვიტამინების ნაკლებობის ასანაზღაურებლად სასურველია მათი კომპლექსი მივცეთ.