ჰიპერაქტიური ბავშვის რაციონი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ჰიპერაქტიური ბავშვის რაციონი

ჰიპერაქტიური ბავშვის რაციონი
ჩემი შვილიშვილი 3 წლისაა, ძალიან ენერგიული და ზედმეტად მოძრავია. ყველა გვეუბნება, ასეთი ბავშვები თანამედროვე ეპოქის შვილები არიან და მათ ჰიპერაქტიურები ჰქვიათო.

ცხოვრების თანამედროვე ტემპმა, ზღვა ინფორმაციამ ცელქი და მოუსვენარი პატარები ჰიპერაქტიურ ბავშვებად აქცია. ისინი ცდილობენ, არ ჩამორჩნენ ცხოვრების ტემპს, შეისრუტონ უამრავი ინფორმაცია, ამიტომაც იბნევიან, გონება ეფანტებათ, უჭირთ დაძინება და ძილშიც კი წრიალებენ. ეს დაავადება არ არის. საჭიროა, ასეთ ბავშვებს ხელი შევუწყოთ, მშვიდად ვესაუბროთ, შევუდგინოთ დღისა და კვების სწორი რეჟიმი. ჰიპერაქტიურად შეიძლება ჩაითვალოს ბავშვი, თუ:გვირჩიეთ, დახარჯული ენერგიის აღსადგენად როგორ გამოვკვებოთ.



.  ბაღის,
სკოლის მასწავლებელი, მომვლელი, ძიძა ამჩნევენ ყურადღების გაფანტვას, იმპულსურობას;
.  ადრეული ასაკიდანვე მოუსვენარია, იოლად ღიზიანდება, უმიზეზოდ ღელავს;
.  აქვს ცუდი მადა;
.  ხშირად ეღვიძება და ჩაძინება უჭირს;
.  ბევრს ტირის, ხშირად - უმნიშვნელო მიზეზის გამო;
.  ნებისმიერ ხმაზე კრთება.

 

ჰიპერაქტიურ ბავშვებს უჭირთ ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაცია, გაკვეთილზე ისე

წამოხტებიან ადგილიდან, თავიანთ რიგს არ ელოდებიან, ბიჭები აგრესიულები არიან - იკბინებიან, ჩქმეტენ თანატოლებს, ბევრს ლაპარაკობენ მეცადინეობის დროს. ზოგჯერ ასეთ ბავშვებს აწუხებთ თავის ტკივილი და თავბრუხვევა, უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება. თუ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს. გარდა ამისა, შეიმუშავეთ მასთან ურთიერთობის განსაკუთრებული სტერეოტიპი: ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი და მკაცრი, დაიცავით ტაქტი და გამოიჩინეთ მოთმინება, სითბო, არ მოაკლოთ სიყვარული და ალერსი. ოჯახის  წევრებმაც შეიცვალეთ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და შეუქმენით პატარას მშვიდი, მყუდრო, თბილი ოჯახური გარემო. თვალი გადაავლეთ ბავშვის ყოველდღიურ რაციონს. თუ მენიუდან შოკოლადსა და კოფეინის (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა), სინთეზური კონსერვანტების, საღებავებისა და არომატიზატორების შემცველ პროდუქტებს (სწრაფი კვება) ამოვიღებთ, ბავშვს ძილი საგრძნობლად გაუუმჯობესდება და შესამჩნევად დამშვიდდება კიდეც. ჰიპერაქტიურ ბავშვებს მეცნიერებმა გლუკოზის ცვლის დარღვევა აღმოუჩინეს. ასეთი პატარების მოზღვავებული ენერგიის წყარო შაქარი, ტკბილეული და ხილის წვენებია. ხშირად ჰიპერაქტიურობის მიზეზი კვებითი ალერგიაა. ალერგენი შესაძლოა აღმოჩნდეს სინთეზური საღებავი, ნატურალური ძროხის რძე ან სხვა პროდუქტი. ჰიპერაქტიურობის მიზეზი შესაძლოა მიკროელემენტ მაგნიუმის დეფიციტი იყოს. მაგნიუმი პატარების მშვიდი ძილისა და გლუკოზის ნორმალური ცვლისთვის არის საჭირო. მის ნაკლებობას იმ პატარების ორგანიზმი განიცდის, ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს. ამ მიკროელემენტის მარაგი მცირდება ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. მაგნიუმით მდიდარია კაკალი, მზესუმზირა, ხილი, წიწიბურა, ჭვავი, შვრია, არაქისი, ბანანი, ისპანახი. ეცადეთ, თქვენი ენერგიული პატარას მენიუ ამ პროდუქტებით გაამდიდროთ. თუ ბავშვს თხილი ან კაკალი უყვარს, ნუ დაუშლით, ოღონდ დაიცავით ზომიერება.  დაუდეგარი პატარას ტვინს გაცილებით მეტი საკვები სჭირდება, ამინომჟავა კი ის ნივთიერებაა, რომელიც ნერვულ სისტემას იცავს. ამ ნივთიერებით მდიდარია კვერცხი, ღვიძლი, თევზი, რძე. ამინომჟავები ცილების საშენი მასალაა. ცილები კი იმ ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ, რომლითაც ცენტრალური ნერვული სისტემა ორგანოებისა და სისტემების მუშაობას აკონტროლებს. ჰიპერაქტიური ბავშვების ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემა გაძლიერებულია, ტვინს კი გაძლიერებული მუშაობისას სრულფასოვანი ცილოვანი საკვები სჭირდება. ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს ხაჭო, ყველი, კვერცხი, ხორცი. ნერვულ სისტემას მშვიდი მუშაობისთვის სჭირდება B ჯგუფის ვიტამინები, რომლებითაც მდიდარია რძის პროდუქტები და ხორცი. ჰიპერაქტიურ ბავშვებს ცუდი მადა აქვთ, ამიტომ ამინომჟავებისა და ვიტამინების ნაკლებობის ასანაზღაურებლად სასურველია მათი კომპლექსი მივცეთ.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად