რატომ გასუქდა ჩემი შვილი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გასუქდა ჩემი შვილი?

რატომ არ უნდა ვაჭამოთ პატარას ღვეზელი, ტკბილეული, ნამცხვარი?

ეს პროდუქტები უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, შაქრისა და ცხიმისგან მზადდება, ამიტომ ძალიან კალორიულია და ბავშვს სწრაფად ანაყრებს, მაგრამ ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, უჯრედისსა და ცილებს ფაქტობრივად არ შეიცავს. ასეთ საკვებს არასრულფასოვანს უწოდებენ. იშვიათად ნამცხვრით ყელის ჩაკოკლოზინებაც შეიძლება, მაგრამ თუ ბავშვს რეგულარულად აჭმევთ ტკბილეულს, იცოდეთ, რომ მას აუცილებელ ნივთიერებებს აკლებთ. ყველა სიკეთესთან ერთად, ტკბილეული კბილის მინანქარსაც აზიანებს. თუ ბავშვი სიამოვნებით ჭამს ხილიან უშაქრო ფაფას, შაქარს ნუღარ დაუმატებთ. ჟელე, მურაბა, დაკონსერვებული ხილი ბევრ შაქარს შეიცავს, ამიტომ ბავშვს ხშირად არ აჭამოთ. კანფეტები, ტკბილი გაზიანი წყალი და ნაყინიც არასრულფასოვანი საკვებია, თანაც მათ ჭამიდან ჭამამდე არსებულ შუალედში მიირთმევენ, რაც განსაკუთრებით მავნებელია.

 

როგორ გადავარჩინოთ ბავშვი გასუქებას?

უმეტესობა ალბათ დიეტას შემოგვთავაზებს, მაგრამ მისი დაცვა ხომ მოზრდილებსაც უჭირთ! არც ბავშვს ეყოფა ნებისყოფა, ბოლომდე დაემორჩილოს დიეტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. ამასთანავე, პატარა ბუთხუზა საცდურს რომ მოარიდოს, მთელი ოჯახი იძულებული იქნება, თავადაც დიეტურ საკვებზე გადავიდეს. თანაც ტკბილეულის მოყვარულ ბავშვს ვერაფრით აუკრძალავ ნუგბარის ჭამას. ის ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტს გამოიყენებს და მაინც მიაღწევს საწადელს. ასე რომ, სხვაგვარი ტაქტიკაა საჭირო. უმჯობესია:

  • შინ არავითარი საკონდიტრო ნაწარმი არ გააჩეროთ;
  • საყვარელი ტკბილეული ბავშვს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესთავაზოთ;
  • ჭამიდან ჭამამდე ხილით გაუმასპინძლდით.
  • რაც მთავარია, დიეტის აუცილებლობის შესახებ ბავშვს ექიმი უნდა ესაუბროს, დიეტაც მანვე უნდა დაუნიშნოს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ექიმმა პატარა პაციენტს გამუდმებით უნდა ადევნოს თვალყური. გახდომა ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ამიტომ ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს ბავშვის წონა, იკითხოს, რა ჩივილები აქვს, ხომ არ გრძნობს სისუსტეს, ადვილად დაღლას. რა მსუქანიც უნდა იყოს ბავშვი, კვირაში 500 გრამზე მეტის დაკლება არ შეიძლება. დაიმახსოვრეთ, საქმე მოზარდ ორგანიზმთან გვაქვს, მას კი ზრდა-განვითარებისთვის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები სჭირდება. რაციონიდან მათი ამოღება მოზარდ ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ბავშვს დიეტის დაცვაში ოჯახის ყოველმა წევრმა უნდა შეუწყოს ხელი. ნურასოდეს გაეხუმრებით და მით უმეტეს ნუ დასცინებთ ზედმეტი წონის გამო. თუ ექიმთან მისვლა ვერ მოახერხეთ, თავად დაუწესეთ შეზღუდვები, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვმა ყოველდღე უნდა მიიღოს:

  • რძე ან მისი ნაწარმი (მაწონი, ხაჭო, ყველი);
  • ფრინველის, თევზის ან საქონლის მჭლე ხორცი;
  • მოხარშული კვერცხი;
  • მწვანე და ყვითელი ბოსტნეული;
  • ხილი.

გაყინული ხილი და კენკრა უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე დაკონსერვებული (კომპოტი). საჭიროა, ვიცოდეთ მათი სწორად შენახვის წესი:

  • ხილი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ, რომ წყლის წვეთები არ შეჰყვეს.
  • აიღეთ ცელოფნის პარკი, გახსენით, შეუშვით მასში ჰაერი, შემდეგ კი მასში რომელიმე ერთი სახეობის ხილი ან კენკრა მოათავსეთ. ერთად შენახული სხვადასხვა ხილი და კენკრა ერთმანეთს აფუჭებს.
  • პაკეტს თავი კარგად მოუკარით და საყინულეში შედეთ.
  • გაყინული ხილი უნდა გალღვეს ოთახის ტემპერატურაზე, მის გასალღობად ცხელი წყლის გამოყენება არ შეიძლება.
  • გამლღვალ ხილს გადაავლეთ ცივი გამდინარე წყალი და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით.
  • ხილი ხელახლა არ გაყინოთ - რასაც გაალღობთ, მთლიანად გამოიყენეთ.

ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია ფაფა, პური, კარტოფილი. მართალია, ეს პროდუქტი წონის მატებას უწყობს ხელს, მაგრამ ზომიერად შეზღუდული ოდენობით მაინც უნდა შედიოდეს ბავშვის დიეტურ მენიუში. დაბოლოს, არამც და არამც არ შეიძლება, წონის დასაკლებად ბავშვს დაალევინოთ გასახდომი ჩაი თუ ტაბლეტები.