გასტროეზოფაგური რეფლუქსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

ზედმეტი მიღების შემთხვევაში პატარას უშუალოდ კვებისას ან მისი დასრულებისთანავე წამოაქაფებს. აეროფაგია ჩვილ ასაკში ნორმალური მოვლენაა. ოთხ თვემდე წამოქაფება პატარების 67%-ს აწუხებს, ოთხიდან შვიდ თვემდე - 21%-ს, ხოლო შვიდი თვიდან ერთ წლამდე - 5%-ს. თუ ბავშვს დღეში 2-3-ჯერ წამოაქაფებს და ამოღებული მასა უმნიშვნელო ოდენობისაა, საშიში არაფერია, თუმცა კვების კორექცია მაინც საჭიროა. ბავშვს ზედმეტი რომ არ ვაჭამოთ, აუცილებელია მისი აწონა ჭამამდე და ჭამის შემდეგ, რათა მიღებული რძის ოდენობა დავადგინოთ. ამაში თქვენი პედიატრი დაგეხმარებათ. თუ დედას საკმარისი რძე არ აქვს, პედიატრი შესაბამის საკვებ ნარევს შეგირჩევთ.

 

საგანგაშო მდგომარეობა

როცა წამოქაფება პირღებინებაში გადადის, ეს უკვე პათოლოგიური მდგომარეობაა - პატარა უკან აბრუნებს მიღებული ულუფის ნახევარს ან მთელ ულუფას. ასეთ დროს საჭიროა მკურნალობა. პათოლოგიური წამოქაფების მიზეზი, რომელსაც ბავშვი წონის უკმარისობამდე და სხვა დაავადებებამდე მიჰყავს, შეიძლება იყოს:

  • პილოროსტენოზი - კუჭის შესასვლელის შევიწროება. ეს პათოლოგია ვლინდება დაბადებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ჩვილს აქვს შეუპოვარი წამოქაფება, იკლებს წონას. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ბავშვთა ქირურგს კვალიფიციური დახმარებისთვის.
  • კუჭ-ნაწლავის ტრ¬აქტის თანდაყოლილი ან¬ომალია. შეუპოვარ წამოქაფებასა და წონის კლებასთან ერთად დამახასიათებელია დამოუკიდებელი დეფეკაციის უქონლობა (ისევე, როგორც ოყნის შემდეგ, საკვები გადაუმუშავებლად გამოიყოფა უკანა ტანიდან). უნ¬და მიმართოთ ქირურგს.
  • ინფექციური დაავადებები - ეს შეიძლება იყოს მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექცია, ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ესა თუ ის დაავადება. ყურადღებას იპყრობს ხშირი წამოქაფება, მოდუნება, მონოტონური ხმით ტირილი, კანის მოყვითალო შეფერილობა, გამონაყარი. საჭიროა ბავშვთა ინფექციონისტის დახმარება.
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ამ დროს წამოქაფება ხშირი და უხვია. თუ დედას ჰქონდა მძიმე ორსულობა, პათოლოგიური მშობიარობა, ხოლო ახალშობილს უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა სამშობიარო სახლში, საჭიროა მკურნალობის პროცესში ბავშვთა ნევროპათოლოგის ჩართვა.

 

ხელოვნური კვების დროს

თუ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილს აქვს პათოლოგიური წამოქაფება, ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად საჭიროა დაინიშნოს სპეციალიზებული სამკურნალო რძე  - ანტირეფლუქსი. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ექიმი  შეაფასებს მის მდგომარეობას და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა. მდგომარეობის საკორექციოდ იყენებენ სპეციალურ ნარევებს, რომლებსაც დამატებული აქვს შემასქელებელი კომპონენტი, მაგალითად, ბრინჯის სახამებელი, რომელიც ნარევის შესქელების ხარჯზე ხელს უშლის კუჭში მოხვედრილი ულუფის ორ ფრაქციად - სითხედ და სისქედ გაყოფას. კუჭში წარმოიქმნება საკვების რბილი, ერთგვაროვანი, სქელი მასა, რომელიც მექანიკურად უშლის ხელს წამოქაფებას. ასეთი ნარევი პატარას შეიძლება ჩვეულებრივთან ერთად მისცეთ. პროპორციასა და ულუფას პედიატრი შეგირჩევთ. შეგიძლიათ, შემასქელებელი ნარევი თვითონვე მოამზადოთ ბრინჯისგან. რაციონში დამატებითი საკვების შეტანასთან ერთად წამოქაფება იშვიათდება. ჯობს, რეფლუქსის დროს პირველი დამატებითი საკვები ფაფა იყოს, თანაც რაც შეიძლება სქელი, რათა შემასქელებელი ნარევის მიცემა აღარ დაგჭირდეთ.

 

სასარგებლო რჩევები მშობლებს

ფიზიოლოგიურია წამოქაფება თუ პათოლოგიური, გირჩევთ:

  • ბავშვს საწოლი ისე მოუწყოთ, რომ თავი ტანთან შედარებით მაღლა ჰქონდეს. ამისთვის ლეიბის ქვეშ ამოუდეთ პატარა ბალიში, რამდენიმეჯერ მოკეცილი პირსახოცი ან საფენი.
  • კვების შემდეგ ჩვილი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, პირით თქვენკენ, ვიდრე კუჭიდან ჰაერს არ ამოუშვებს. ამასთანავე, გირჩევთ, ტანზე მეტისმეტად მჭიდროდ არ მიიკრათ, რათა საკვებით სავსე კუჭმა ზედმეტი ზეწოლა არ განიცადოს.
  • ძილის დროს ბავშვი ხშირად დააწვინეთ გვერდზე. ახალშობილს ასეთი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ზურგს უკან მოკეცილი პირსახოცი ან მუთაქა ამოუდეთ.
  • პატარა ყოველი ჭამის წინ 1-2 წუთით პირქვე დაიწვინეთ მუხლებზე, შემდეგ გადმოაბრუნეთ და ჭიპის ირგვლივ საათის ისრის მიმართულებით ხელისგულით გაუკეთეთ წრიული მასაჟი.