ჰიპოლაქტაცია - ძუძუთი კვების უკუჩვენება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპოლაქტაცია - ძუძუთი კვების უკუჩვენება

ნაწლავის შიგნითა ზედაპირის ხაოები ეპითელური უჯრედებით არის ამოფენილი. სწორედ აქ გამომუშავდება ლაქტაზა. ნაწლავში მოხვედრილ ლაქტოზას, ქალის რძის შაქარს, ის ბავშვის ორგანიზმისთვის უფრო იოლად მოსანელებელ შაქრებად - გლუკოზად და გალაქტოზად შლის. ამ ფერმენტის დეფიციტის დროს კი ლაქტოზა უცვლელი სახით გადადის მსხვილ ნაწლავში და გრამუარყოფითი ბაქტერიების გამრავლებას ასტიმულირებს. შედეგად წარმოიქმნება დიდი ოდენობით ორგანული მჟავა, რომელიც დუღილის პროცესებს აძლიერებს, ეს კი აირების დაგროვებას და ნაწლავთა მოქმედების გახშირებას იწვევს. განასხვავებენ ჰიპოლაქტაზიის ორ ფორმას - პირველადსა და მეორეულს. პირველი ჰიპოლაქტაზია გენეტიკური დეფექტით არის განპირობებული, თუმცა არ გახლავთ დამოკიდებული სქესზე და გამოვლინდება მაშინ, როცა ბავშვი მშობლებისგან მემკიდრეობით იღებს შეცვლილ გენს. ლაქტოზის პირველადი უკმარისობა ახალშობილს დაბადებისთანავე გამოაჩნდება, უკიდურეს შემთხვევაში, სიცოცხლის პირველსავე დღეებში ან კვირებში იჩენს თავს. მეორეული ჰიპოლაქტაზია შედარებით მსუბუქი ფორმაა, ვითარდება ფერმენტ ლაქტაზის უკმარისობისას და ვლინდება, როცა ბავშვი პირველ დამატებით საკვებს იღებს. მოგეხსენებათ, ლაქტოზას ძროხის რძეც შეიცავს, ამიტომ ჰიპოლაქტაზია პრობლემაა არა მხოლოდ იმ ჩვილებისთვის, ვისაც დედა ძუძუს აწოვებს, არამედ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვისაც.

 

როგორ ვლინდება

ჰიპოლაქტაზიის კლინიკური ნიშნებია:

  • ხშირი, თხიერი, ქაფიანი განავალი მჟავე სუნით;
  • სპაზმური, მოვლითი ტკივილები მუცლის არეში (კოლიკა);
  • მუცლის ყურყური და შებერილობა, რომელიც ჭამიდან 10-20 წუთის შემდეგ იჩენს თავს;
  • ზოგჯერ - წამოქაფება, ღებინება, რის გამოც ბავშვი წონას ვერ იმატებს და ჰიპოტროფია (წონის დეფიციტი) უვითარდება.

 

როგორ დავეხმაროთ პატარას

მკურნალობა უპირატესად დიეტოთერაპიას - ლაქტოზის შემცველი პროდუქტების რაციონიდან მთლიანად ან ნაწილობრივ ამოღებას ითვალისწინებს. საკვები უმთავრესად მცენარეულ (სოიის) რძეზე უნდა იყოს დამზადებული. უკვე იყიდება სპეციალური ნარევები, რომლებიც ლაქტოზას არ შეიცავს (ZL-1100) ან შეიცავს ძალიან ცოტას (ნუტრიიონი), სოიის ნარევები (სასოი, ენფამილ-სოია, იზომილი, ნუტრიიონ-სოია). სამკურნალო ნარევებზე ბავშვის გადაყვანა 2-3 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. იმ პატარებისთვის, რომლებიც ძუძუს წოვენ, საკმარისია სადღეღამისო ულუფის ნახევრის ან მესამედის შეცვლა, ხელოვნურ კვებაზე მყოფებს კი რაციონი მთლიანად ამ ნარევებისგან უნდა შევუდგინოთ. მეორე-მეოთხე დღეს ბავშვი მშვიდდება, აღარ აწუხებს მეტეორიზმი (გაზების დაგროვება), დიარეა, ღებინება, მეხუთე დღიდან კი წონის მატებას იწყებს. რვა თვიდან უკვე შეიძლება ბავშვს ფერმენტირებული მაწონი და ამავე მაწვნისგან შინ მომზადებული მჟავე ხაჭო მივცეთ. გთავაზობთ მჟავე ხაჭოს რეცეპტს: საჭიროა 600 მლ რძე და 30 გ ფერმენტირებული მაწვნის დედა. ადუღებული რძე 25-28 გრადუსამდე გააცივეთ, ჩაასხით შიგ მაწვნის დედა და ვიდრე კარგად არ გაიხსნება, ურიეთ. დადგით ოთახის ტემპერატურაზე (16-18 გრადუსი) და 12-14 საათი დატოვეთ. შედედებული მასა 70 გრადუსამდე გააცხელეთ. ამ ტემპერატურაზე რძე ხაჭოდ იქცევა. რძის დახაჭოება დამთავრებულად ჩაითვლება, როდესაც გამოიყოფა სრულიად გამჭვირვალე შრატი. ხაჭო ცეცხლიდან გადმოიღეთ, გააცივეთ და სტერილურდოლბანდჩაფენილ საცერზე ან საწურზე გადაიტანეთ. კარგად რომ გაიწურება, გადაავლეთ თბილი წყალი, 10-15 წუთით გააჩერეთ და ფაიფურის ან მინის ჭურჭელში გადაიღეთ. შეგიძლიათ, მაცივარში შეინახოთ.

 

რამდენ ხანს გრძელდება სამკურნალო კვება

ჰიპოლაქტაზიის დროს სრული კლინიკურ-ლაბორატორიული რემისიის მისაღწევად 2-3 თვე მაინც არის საჭირო - შესაძლოა, ბავშვს აღარ აწუხებდეს აირების დაგროვება, კოლიკა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემები (განავლის საერთო ანალიზი და სხვა) გამოჯანმრთელებას არ ადასტურებდეს. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ, ბავშვს თანდათანობით, მცირე ულუფებით, ლაქტოზის შემცველი პროდუქტებიც მისცეთ.