როცა დედის რძე მავნეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა დედის რძე მავნეა

ქალის რძე შეიცავს ადამიანისთვის სპეციფიკურ, მხოლოდ მისთვის საჭირო ნივთიერებებს. კერძოდ, მასში დიდი რაოდენობით არის იმუნოგლობულინები - სპეციფიკური ცილები, რომელთა მთავარი დანიშნულებაა ორგანიზმში მოხვედრილ ინფექციურ აგენტთან ბრძოლა. დედის რძეში ბევრია სხვადასხვა იმუნური სხეულაკი - ფაქტორი, რომელთა მოქმედების შედეგად ახალშობილი სიცოცხლის პირველი კვირების განმავლობაში დაცულია მრავალი ინფექციური დავადებისგან, მათ შორის - ყბაყურასგან, დიფტერიისგან, წითელასგან. ქალის რძე შეიცავს ბავშვის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ელემენტს, თანაც ისეთი ოდენობითა და ურთიერთშეფარდებით, რომელიც ოპტიმალურია პატარას ორგანიზმისთვის. მაგალითად, კალციუმისა და ფოსფორის მარილების ოდენობა და ურთიერთშეფარდება მაქსიმალურად იცავს ჩვილს რაქიტისგან. ქალის რძეში მაღალია D ვიტამინის აქტივობაც, რის გამოც იგი რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება. დედის რძე ქიმიური შემადგენლობით ყველაზე ახლოს დგას ბავშვის ქსოვილებთან, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს ჩვილ ასაკში გაცილებით იშვიათად უვითარდებათ ალერგიული მდგომარეობები, მოზრდილ ასაკში კი ალერგიული დაავადებები.

რძეში შემავალი იმუნოგლობულინები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები დადებით გავლენას ახდენს იმუნიტეტის ფორმირებაზე, ხელს უწყობს ინფექციისადმი წინააღმდეგობის უნარის გაზრდას, ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას. დედის რძეში შემავალი სხვადასხვა ფაქტორი პატარას ნაწლავების სასარგებლო მიკრორგანიზმებით დასახლებას უზრუნველყოფს, ეს უკანასკნელნი კი დაავადების გამომწვევი მიკრობების გამრავლებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, ძუძუთი კვების პროცესი დადებით გავლენას ახდენს დედის როგორც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე - ხელს უშლის მასტიტის განვითარებას და ამცირებს სარძევე ჯირკვლების, შემდგომ კი საკვერცხეების ონკოლოგიურ დავადებათა განვითარების ალბათობას. სამწუხაროდ, არსებობს მდგომარეობა, როცა საჭიროა არჩევანის გაკეთება დედის ჯანმრთელობასა და ბავშვის ბუნებრივ კვებას შორის. ამ შემთხვევაში საკითხი პირველის სასარგებლოდ წყდება. პედიატრიულ პრაქტიკაში არცთუ იშვიათია ისეთი შემთხვევაც, როდესაც დედის რძეში რომელიმე მიკრობის აღმოჩენისას ბუნებრივი კვების შეწყვეტის საკითხი დაისმის.

 

როგორ შევამოწმოთ დედის რძის სტერილურობა?

საამისოდ უნდა ჩატარდეს რძის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ანალიზისთვის რძეს სტერილურ სინჯარაში იღებენ. რძე ქალმა თავად უნდა გამოიწველოს. გამოწველის წინ კი ხელები და ძუძუსთავები საგულდაგულოდ დაიბანოს საპნით და შეიმშრალოს სტერილური საფენით. სასურველია ძუძუსთავის ირგვლივ კანის სპირტით დამუშავებაც. რძის პირველი ულუფა (დაახლოებით 10 მლ) საანალიზოდ არ გამოიყენება. დასათესად იღებენ მომდევნო 5-10 მლ-ს. გამოსაკვლევად საჭიროა, მასალა ორივე ძუძუსთავიდან იქნეს აღებული ცალ-ცალკე სინჯარაში. ანალიზის საბოლოო პასუხის მისაღებად რამდენიმე დღეა საჭირო, სპეციალურ ნიადაგებზე ბაქტერიების გამოზრდა ამაზე სწრაფად ვერ მოხერხდება. ამ გზით ადგენენ რძეში პათოგენური მიკრობების არსებობა-არარსებობას.

 

რომელი მიკრობები შეიძლება აღმოჩნდეს რძეში?

დედის რძეში შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ბავშვისთვის უვნებელი, ასევე დაავადების გამომწვევი მიროორგანიზმები. უვნებელი ბაქტერიებია ენტეროკოკი, ეპიდერმული სტაფილოკოკი. პათოგენურია ნაწლავის ჩხირი, კლებსიელა, სოკო კანდიდა. მიკრობები დედის რძეში შესაძლოა სარძევე ჯირკვლის კანის მიკრონახეთქებიდანაც მოხვდნენ. პატარას კვების დროს არეოლებისა და ძუძუსთავის კანი მცირე ტრვამტიზაციას ყოველთვის განიცდის. წარმოქმნილი ნახეთქები არც თვალით ჩანს და არც ძლიერ ტკივილს აყენებს ქალს, მაგრამ ბაქტერიები მათი მეშვეობით ადვილად აღწევენ ორგანიზმში.

 

ბაქტერიების აღმოჩენისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს?

პათოგენური მიკროორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევაში ძუძუთი  კვების შეწყვეტა ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი. ექიმი განსაზღვრავს, რა მეტ ზიანს მოუტანს პატარას მოცემულ ვითარებაში - ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა თუ დედის რძეში აღმოჩენილი ბაქტერიები. თუ მასტიტის ნიშნები არ შეიმჩნევა, ექიმი დედას ბუნებრივი კვების გაგრძელებას ურჩევს. ამავე დროს ქალს მკურნალობის სათანადო კურსს უნიშავენ, ბავშვს კი დისბაქტერიოზის საწინააღმდეგო თერაპიას უტარებენ. ანტიბიოტიკები ყოველთვის არ არის საჭირო. უპირატესობას ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებებს, ბაქტერიოფაგებსა და მცენარეულ ანტისეპტიკებს ანიჭებენ. თუ ექიმი მიაჩნია, რომ ასეთი მკურნალობა შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს, დედას ენიშნება ანტიბიოტიკები, რომელთა მიღებაც ლაქტაციის დროს ნებადართულია. თუ ფიქრობთ, რომ პატარას თქვენი რძე სწყენს, ჩააბარეთ რძე სტერილურობის დასადგენად. თუ მასში მიკრობები მართლა აღმოჩნდა, ძუძუს წოვებას თვითნებურად ნუ შეწყვეტთ, ექიმს მიმართეთ - იქნებ ბავშვის ძუძუთი კვება შესაძლებელი აღმოჩნდეს, მისი სიკეთე კი ბევრად აღემატება მავნე მიკრობებით გამოწვეულ ზიანს, მით უმეტს, ამ მიკრობებს სწორი მკურნალობა უმალ გააქრობს.