უვნებელია თუ არა წამლების მიღება მეძუძურობის პერიოდში - რა შეიძლება და რა არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უვნებელია თუ არა წამლების მიღება მეძუძურობის პერიოდში - რა შეიძლება და რა არა?

მით უმეტეს, ხელოვნურ საკვებ ნარევს არ შეუძლია დედის რძის სრულფასოვანი შეცვლა. ამდენად, მეძუძური დედის ავადმყოფობისა და მკურნალობის პერიოდში ბავშვის ბუნებრივი კვების შენარჩუნება, - რა თქმა უნდა, შეძლებისამებრ, - ძალზე სასურველია.

 

საქმე ის არის, რომ მრავალი მედიკამენტი დედის რძეში გადადის და ბავშვის ორგანიზმზე ახდენს გავლენას. თავს იჩენს პრობლემა - წინააღმდეგობა ერთი მხრივ დედის რძით კვების აშკარა სარგებლობას, ხოლო მეორე მხრივ ბავშვისთვის შესაძლო რისკს შორის. ასეთ დროს უამრავ რჩევას მოისმენთ: ზოგი გირჩევთ, აქცენტი დედის ჯანმრთელობაზე გააკეთოთ, ზოგი - გადადოთ მკურნალობა, ვიდრე ბავშვი ძუძუს თავს არ დაანებებს.

ნებისმიერ შემთხვევაში დაგრჩებათ უკმარისობის განცდა: შეეძლო თუ არა მეძუძურ დედას, მიეღო აუცილებელი პრეპარატი და თან უსაფრთხოდ გაეგრძელებინა ყველაზე ძვირფასი არსების ყველაზე გემრიელი საკვებით გამოზრდა?

***

ბავშვის ორგანიზმში გადასული წამლის კონცენტრაცია და შემდგომ მისი განაწილება დამოკიდებულია დედის რძეში ძუძუთი კვების მომენტისთვის გადასული წამლის ოდენობაზე, ასევე - მედიკამენტის ფარმაკოლოგიურ თვისებებზე. ბავშვის სისხლში მედიკამენტის შემცველობა დამოკიდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მის შეწოვასა და ორგანიზმიდან გამოყოფაზე. გასტროინტენსტინური შეწოვის ინტესიურობა განისაზღვრება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის მომწიფების ხარისხით, მისი პერისტალტიკითა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის PH-ით, რაც ძუძუთა ბავშვის ზრდისა და განვითარების შესაბამისად იცვლება.

 

ბავშვის ორგანიზმიდან წამლის გამოყოფას განაპირობებს ღვიძლისა და თირკმელების კლირენსი. ძუძუთა ბავშვებში ეს პროცესი ბოლომდე ფორმირებული არ არის და ასაკის მატების კვალდაკვალ განიცდის სრულყოფას. აქედან გამომდინარე, ბავშვის ორგანიზმში მრავალი მედიკამენტის ნახევარდაშლის პერიოდი გახანგრძლივებულია, რის გამოც მომატებულია ორგანიზმში მათი დაგროვების ალბათობაც. აკუმულაციის უნარი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვაა.

 

ერთმანეთისგან განსხვავდება თვით მედიკამენტების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებიც და, ამის კვალობაზე, ბავშვის ორგანიზმზე მათი არასასურველი ზემოქმედების უნარიც. ამგვარად, მეძუძური დედისთვის აუცილებელი მკურნალობის დანიშვნისას საჭიროა ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინება, ბავშვის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული სარგებლობისა და რისკის შეფასება.

 

ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტები

ლაქტაციის პერიოდში ქალს ყველაზე ხშირად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები სჭირდება. მათი მიღება ბავშვისთვის არცთუ ისე სარისკოა, ამიტომ მეძუძური ქალებისთვის ამ პრეპარატების დანიშვნა ნებადართულია.

 

აცეტილსალიცის მჟავა (ასპირინი) - ლაქტაციის პერიოდში დანიშვნა შეიძლება, ოღონდ ერთჯერადი დოზის სახით. შეძლებისამებრ, არ უნდა დაინიშნოს ხანგრლივი მკურნალობისთვის. ბავშვში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია, გავლენა მოახდინოს თრომბოციტების ფუნქციაზე და სხვა.

 

იბუპროფენი (იბუპრენი) - შეიძლება დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში.

 

პარაცეტამოლი - შეიძლება დაინიშნოს.

 

ანტიბიოტიკები - ისინი ხშირად ინიშნება ლაქტაციის პერიოდში. ხანმოკლე კურსით მიღება ბავშვზე ტოქსიკური ზემოქმედების რისკს ამცირებს, თუმცა ამ მედიკამენტებმა შესაძლოა შეცვალოს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ფლორა, გამოიწვიოს დიარეა. ამასთანავე, თუ დაისვა სეფსისზე ბავშვის გამოკვლევის საკითხი, დედის მიერ მიღებულმა ანტიბიოტიკებმა შესაძლოა რეალური სურათი წაშალოს.

 

ცეფალოსპორინები - ამ პრეპარატებს ცილებთან დაკავშირების ძლიერი უნარი შესწევს, ამიტომ დედის რძეში ძალიან მცირე ოდენობით გადადის. ამგვარად, ლაქტაციის პერიოდში დედისთვის ამ მედიკამენტების დანიშვნა ბავშვისთვის სერიოზული საფრთხის მომტანი არ არის.

 

ერითრომიცინი (მაკროლიდები) - ეს მედიკამენტი დედის რძეში გადადის. კონცენტრაცია მიღებულ დოზაზეა დამოკიდებული. მეძუძური დედისთვის ერითრომიცინის დანიშვნა ნებადართულია, მაგრამ პირველ კვირებში სიფრთხილეა საჭირო. პრინციპი ასეთია: მეძუძურ დედას ეს პრეპარატი მაშინ შეიძლება დაენიშნოს, როდესაც ბავშვი უკვე იმხელაა, რომ თავად მასაც შეიძლება მიეცეს ერითრომიცინი.

 

პენიცილინი, ამპიცილინი, ამოქსაცილინი - ამ კლასის ყველა პრეპარატი დედის რძეში მცირე ოდენობით გადადის. ისინი ხშირად გამოიყენება ახალშობილებსა და მოზრდილ ბავშვებში სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. მიუხედავად ხშირი გამოყენებისა, ბავშვებში იშვიათად აღირიცხება გვერდითი მოვლენები - დიარეა და გამონაყარი. ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატების დანიშვნა ნებადართულია.

 

ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) - შეძლებისდაგვარად არ უნდა დაენიშნოს მეძუძურ დედას, განსაკუთრებით - თუ ბავშვი ერთ თვეზე ნაკლები ასაკისაა. ბავშვს შესაძლოა დაემართოს ჰემოლიზი და სიყვითლე.

 

კორტიმოსკაზოლი (ბაქტრიმი, ბისეპტოლი) - ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება ნებადართულია, თუ ბავშვი ჯანმრთელია და ერთ თვეზე მეტი ასაკისაა.

 

დოქსაციკლინი - ლაქტაციის პერიოდში ამ ანტიბიოტიკის მიღებისგან ჯობს თავი შევიკავოთ ბავშვის კბილებზე არასასურველი ზემოქმედების გამო.

 

გენტამიცინი - შესაძლებელია დაინიშნოს, მაგრამ საჭიროა დაკვირვება, რათა ბავშვში არ გამოიწვიოს დისპეფსიური მოვლენები, კერძოდ, დიარეა და რძიანა.

 

ციპროფლოქსაცინი - ინფორმაციის სიმცირის გამო მისი მიღებისაგან თავის შეკავება ჯობს.

 

ფუზაფუნგინი (ბიოპაროქსი) - შესაძლებელია მისი შესხურება მეძუძური დედებისთვის საჭიროებისამებრ.

 

მეტრონიდაზოლი - შეძლებისამებრ, უნდა ვერიდოთ. ერთჯერადად 2 გრამის მიღებისას ძუძუს წოვება უნდა შეწყდეს 12 საათით.

 

ნევიგრამონი - ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენებისას ბავშვს შესაძლოა დაემართოს ჰემოლიზი, თუმცა იშვიათად.

 

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, ნისტატინი - გამოყენება ნებადართულია.

 

დაბოლოს, მეძუძური დედის მკურნალობისას ერთი რამ უნდა იქნეს გათვალისწინებული: თუ დედისთვის მოცემული მედიკამენტით მკურნალობა აუცილებელია, მას დაწვრილებით უნდა ავუხსნათ, როგორია ამ პრეპარატთან დაკავშირებული რისკი და მასთან შედარებით - ძუძუთი კვების მარგებლობა, რა გვერდითი მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს წამალმა, ავუწეროთ ნიშნები, რომელთა შემჩნევისთანავე უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და პედიატრს მიმართოს.