ბავშვის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

ბავშვის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები

ბავშვის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები
ძუძუთი კვება ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის საფუძველია. მაგრამ ზოგჯერ დედას რძე არ აქვს. თუ ეს მშობიარობის შემდეგ პირველ დღეებში ხდება, საგანგაშო არაფერია. მშობიარობიდან მე-3-4 დღეს ერთვება ლაქტაციის პროცესი: მკერდი სივდება, ივსება რძით და შესაძლოა მცირედ მტკივნეულიც იყოს. ზოგჯერ ტემპერატურაც იმატებს. თუმცა ეს დროებითი მოვლენაა და რამდენიმე დღეში ყველაფერი ნორმალიზდება. ძალიან ხშირად დედას რძე ან არ აქვს, ან არასაკმარისად აქვს.

ძუძუთი კვების დროს დედამ ყურადღება საკუთარ თავსაც უნდა დაუთმოს, მოუაროს ძუძუს, რადგანაც ზოგჯერ ძუძუს თავებზე აღინიშნება ნახეთქები, რაც შეიძლება გართულდეს და
თანაც ძალიან მტკივნეულია. ინფექციის შეჭრის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ანთება და აბსცესი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ძუძუს ჰიგიენის დაცვა: ჭამის მერე აუცილებელია ძუძუს თავების გაწმენდა სტერილური დოლბანდის ტამპონით ან სუფთა ხელსახოცით. თეთრეული, რომელსაც ატარებს მეძუძური, აუცილებლად ბამბისა უნდა
იყოს. ბავშვის კვების პროცესი არ უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი, რათა დანაყრების შემდეგ ბავშვმა ღრძილებით არ დააზიანოს ძუძუს თავები, რის გამოც შეიძლება ნახეთქები გაჩნდეს.

ზოგჯერ ბავშვი ვერ კიდებს პირს ძუძუს, რადგანაც დედას პატარა და ბრტყელი ძუძუს თავები აქვს, ამიტომ კვებისას საჭირო ხდება რძის ხელოვნურად გამოწველა და ბავშვის გამოკვება ბოთლიდან საწოვარას საშუალებით. დროთა განმავლობაში შესაძლებელია ძუძუსთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ბავშვმა აღარ მოისურვოს ძუძუთი ჭამაზე ძალის დახარჯვა. თუ ამას დავუშვებთ, შესაძლოა მოგიწიოთ ლაქტაციის პროცესის შეწყვეტა და ბავშვის გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე. უფრო მეტიც, ძუძუთი კვების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს რძის შეგუბება სარძევე ჯირკვალში და მისი ანთება.

აუცილებელია სწორად შესრულდეს ძუძუთი კვების ტექნიკა: ახალშობილმა სრულად უნდა მოჰკიდოს პირი არა მარტო დვრილს, არამდე დვრილის ირგვლივ რგოლს. ჭამის შემდეგ ბავშვი უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად და ამობოყინების შემდეგ წამოვაწვინოთ. აუცილებელია დავიცვათ ჭამის რეჟიმი. პატარა დაბადებისთანავე უნდა დაუწვინონ დედას მკერდზე. ეს აუცილებელი ბუნებრივი აცრაა ახალშობილისთვის, ამასთან, მას ერთვება წოვის რეფლექსი და ამყარებს კავშირს დედასთან. ძუძუთი კვების პირველივე დღეებში ბავშვი უნდა იკვებოს წოლისას. ახალშობილის პირი უნდა იყოს მკერდის დონეზე. ახალშობილის ერთი კვება გრძელდება 15 წუთიდან 30 წუთამდე. ბავშვი შეიძლება ამ დროის მანძილზე არ წოვდეს ძუძუს. ის ისვენებს კიდეც. ამიტომ არ უნდა გამოვართვათ ძუძუ პირიდან. როდესაც დანაყრდება, თავისით გაუშვებს ძუძუს. თუმცა მთელი დღე არ უნდა იყოს ძუძუზე ჩამოკიდებული. დედასაც სჭირდება დასვენება.

დედამ დამჯდარმაც შეიძლება აჭამოს ბავშვს. ის მოხერხებულად უნდა მოთავსდეს სავარძელში, არსებობს კვებისათვის განკუთვნილი სპეციალური ბალიშები, რომელთა საშუალებით დედაც და ბავშვიც კომფორტულად მოთავსდებიან, რადგანაც ძუძუთი კვება ხანგრძლივ დროს მოითხოვს. ბავშვი თავსდება სახით დედისაკენ, ახალშობილის თავი მოთავსებულია დედის ხელზე. მეორე ხელით კი დედა მას ძუძუს პირში სრულად ჩადებაში ეხმარება.

თუ ადრე ექიმები ახალშობილების მკაცრად განსაზღვრულ საათობრივ კვებას მოითხოვდნენ, ახალი მიდგომით, ახალშობილი სულ დედასთან უნდა იყოს. ძუძუ იმდენჯერ უნდა მიეცეს ახალშობილს, რამდენჯერაც მოითხოვს, განსაკუთრებით პირველ დღეებში. პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია დიდხანს წოვა და სწრაფად იღლება. ხშირი წოვება ზრდის ლაქტაციას.

პატარა გრძნობს დედის სუნს, მის სითბოს, გემოს და ეს ეხმარება ახალ გარემოსთან ადაპტაციაში. ამასთან, დედის მკერდზე დაწვენა პირველი აცრაა, დედის მიკრობები გადაეცემა ბავშვს, იმუნიტეტს კი პირველი რძიდან – ხსენიდან იღებს.

ხსენის გამომუშავება იწყება ჯერ კიდევ მშობიარობის პერიოდიდან. ეს სარძევე ჯირკვლის სპეციალური სეკრეტია, რომლის გამომუშავებაც ხდება ჰორმონ ოქსიტოცინის მოქმედებით. ხსენს გააჩნია სქელი კონსისტენცია და მოყვითალო ფერი. ეს სეკრეტი გამომუშავდება პირველი 3 დღის განმავლობაში. ხსენის შემადგენლობა თითოეულ ქალს განსხვავებული აქვს.

ხსენს გააჩნია მაღალი ენერგეტიკული ღირებულება, დამცავი იმუნური ფაქტორები, ის ეხმარება ახალშობილის უმწიფარ ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან დაცვაში.

თანამედროვე მიდგომით, ბავშვს უნდა ვაჭამოთ მოთხოვნისთანავე. თითოეულ ბავშვს თავისი რიტმი აქვს. ზოგმა შეიძლება 2 საათი გაძლოს, ზოგი კი ყოველ ნახევარ საათში ითხოვდეს ძუძუს. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვი ჭამს იმდენს, რამდენიც შეუძლია.

თუ ბავშვს მშვიდად სძინავს, ე.ი. ის გამაძღარია. როდესაც მოშივდება, იღვიძებს, იწყებს პირით ძუძუს ძებნას და ტირილს. ჩვეულებრივ, დაბადების შემდეგ პირველ დღეებში ბავშვი წონას იკლებს, რაც ბუნებრივი პროცესია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად