შარდში მარილების მომატებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდში მარილების მომატებისას

 

ფოსფატურია

ფოსფატურია შარდში ფოსფორმჟავა მარილების გამოყოფაა. ის შეიძლება გამოიწვიოს:

  • D ვიტამინის სიჭარბემ;
  • ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებულმა აქტიურობამ;
  • შაქრიანმა დიაბეტმა;
  • სასუნთქი სისტემის ქრონიკულმა დაავადებებმა.

თუ შარდით დღე-ღამეში 20მგ/კგ-ზე მეტი ფოსფატი გამოიყოფა, დიეტოთერაპია უნდა დაინიშნოს.

სამკურნალო დიეტა გულისხმობს არა ფოსფატებით მდიდარ საკვებზე უარის თქმას, არამედ ისეთის მიღებას, რომელიც კუჭის წვენის გამოყოფას აფერხებს, ასევე - კალციუმის შემცველი პროდუქტის შეზღუდვას. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილოვანი პროდუქტით, განსაკუთრებით - ხორცითა და თევზით, მცენარეული ზეთით. შეზღუდეთ ბოსტნეული, ხილი და კენკრა, კვერცხი, რძე, სოკო, კაკალი, კაკაო, ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი.

 

ოქსალურია

კალციუმისა და მაგნიუმის უკმარისობა და ნატრიუმის სიჭარბე შარდში ოქსალატების - მჟაუნმჟავა მარილების მომატებას იწვევს. საკვები პროდუქტები ოქსალატების შემცველობის მიხედვით ოთხ ჯგუფად იყოფა:

  • 10-დან 1 გ/კგ-მდე მჟაუნმჟავას შეიცავს: კაკაო, შოკოლადი, ჭარხალი, მჟაუნა, ისპანახი, ოხრახუში, ნიახური;
  • 1-დან 0,3 გ/კგ-მდე მჟაუნმჟავას - სტაფილო, მწვანე ლობიო, ხახვი, პომიდორი, ჩაის ნაყენი;
  • 0,3-დან 0,05 გ/კგ-მდე - ახალი თეთრი კომბოსტო, გარგარი, ბანანი, მოცხარი;
  • 0,05 გ/კგ-ზე ნაკლებს - ბადრიჯანი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, ახალი კიტრი, მწვანე სალათა, გოგრა, ბარდა.

ოქსალურია თავს არ იჩენს, ვიდრე საკვებში მჟაუნმჟავას ოდენობა 0,9გ/კგ-ს არ გადააჭარბებს.

დიეტოთერაპიის ფონზე შარდით ოქსალატების გამოყოფა 40%-ით და მეტითაც მცირდება. კარგია, თუ დიეტასთან ერთად დაინიშნება B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით - B1,) დიდი დოზებით, დღეში ორჯერ, ტაბლეტირებული ფორმით.

 

ურიკოპათია

ურიკოპათია დაავადებებისა და სინდრომების ერთობლიობაა, რომელსაც ქსოვილებსა და ბიოლოგიურ სითხეებში შარდმჟავასა და მისი მარილების დაგროვება განაპირობებს. კლინიკურად ვლინდება:

  • თირკმელების შარდმჟავა ინფარქტით;
  • შარდმჟავა დიათეზით;
  • ნეფროპათიებით;
  • ართრალგიებითა (სახსრების ტკივილით) და ართრიტებით;
  • სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით;
  • პოდაგრით (მოზრდილებში).

თუ ბავშვს აქვს დამძიმებული ანამნეზი (ანუ მის უახლოეს ნათესავებს ეს დაავადებები აღენიშნებათ) ან შარდში 1 მგ/მლ ურატები აღმოაჩნდა, აუცილებელია სამკურნალო დიეტის დაცვა. დიეტოთერაპია გულისხმობს რაციონიდან პურინების შემცველი პროდუქტების ამოღებას. მათ მიაკუთვნებენ:

  • ღვიძლს;
  • ტვინს;
  • თირკმელებს;
  • სარდინს, ქაშაყს;
  • ხორცის ბულიონს;
  • კაკაოს, შოკოლადს;
  • პარკოსნებს: ლობიოს, ბარდას. პურინებს თითქმის არ შეიცავს:
  • ბურღულეული, ბრინჯი;
  • ხილი და ბოსტნეული;
  • რძე და რძის ნაწარმი;
  • კვერცხი.

მწვავე პერიოდში სასურველია განტვირთვის დღეების მოწყობა - მხოლოდ ხილის, კარტოფილისა და რძემჟავა პროდუქტების (მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო) მიღება. დიეტოთერაპიასთან ერთად აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობა, შარდმდენების, სითხის უხვად მიღება. ასე რომ, თუ შარდის საერთო ანალიზში მითითებულია, კერძოდ რომელი მარილების სიჭარბე აღენიშნება ბავშვს, ამის მიხედვით შეგიძლიათ, იგი სამკურნალო კვებაზე გადაიყვანოთ, მანამდე, ვიდრე შარდის განმეორებითი ანალიზი მარილების არარსებობას არ დაგიდასტურებთ. სასურველია, დიეტა პედიატრმა შეგირჩიოთ და მანვე ჩაატაროს მონიტორინგი.