ხელოვნური საკვები ნარევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელოვნური საკვები ნარევები

ამ შემთხვევაში დაისმის კითხვა, რომელი ნარევით შევცვალოთ დედის რძე. ნარევის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის ასაკი, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები, თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობა... არცთუ იშვიათად ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ალერგიული რეაქციები და ა.შ. ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე პედიატრი რუსუდან კობახიძე გვესაუბრება.

- რა არის პრობიოტიკები?

- ძუძუთი კვების პერიოდში ჩვილი განსაკუთრებით კარგად არის დაცული, ვინაიდან დედის ორგანიზმიდან მის პაწია ორგანიზმში მზა სახით გადადის საჭირო ნივთიერებები, ფერმენტები, ანტისხეულები. ჩვილი დედისაგან იღებს უმნიშვნელოვანეს დამცავ ნივთიერებებს, მაგალითად, რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალ კულტურებს, რომლებიც მისი ნაზი კუჭ-ნაწლავისთვის არის საჭირო. ეს კულტურები იცავენ კუჭ-ნაწლავს და ხელს უწყობენ მის სიჯანსაღეს. ყოველივე ეს აძლიერებს იმუნურ სისტემას.  ტერმინი "პრობიოტიკი" ბერძნული წარმოშობისაა და "სასიცოცხლოს" ნიშნავს. რძის თანამედროვე, პრობიოტიკების შემცველი ნარევები ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის. საკვებიდან ჩვილის კუჭ-ნაწლავში ცოცხლად აღწევს პრობიოტიკური კულტურები, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის აქტიური დაცვა და არასასურველი ბაქტერიების დათრგუნვა ძალუძს. ბავშვებს, რომლებიც ასეთ ნარევებს იღებენ, გაცილებით იშვიათად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

- რა საჭიროა ჰიპოალერგიული ნარევები?

- ჩვილები, რომელთა ოჯახის წევრები ალერგიულები არიან, 4-6 თვე მაინც უნდა იკვებებოდნენ ძუძუთი. ეს საუკეთესო საშუალებაა ალერგიის თავიდან ასაცილებლად. შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ალერგიული ჩვილებისთვის საუკეთესოა სპეციალური ჰიპოალერგიული საკვები. ალერგიული რეაქციის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს რძის ცილა. წარმოების სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით რძის ცილა იხლიჩება, მიიღება ცილის მცირე ნაწილაკები, რომლებსაც ჩვილის ორგანიზმი შედარებით ნაკლებად აღიქვამს უცხო სხეულებად. ცილის ამგვარი დაქუცმაცება განაპირობებს (ჰიპოალერგიული) ნარევების დამახასიათებელ სუნსა და მომწარო გემოს. მიუხედავად ამისა, ჩვილები ამ საკვებს სიამოვნებით მიირთმევენ და მშვენივრადაც ინელებენ. ჰიპოალერგიული საკვები,  გარდა დაქუცმაცებული ცილის ნაწილაკებისა, შეიცავს რძემჟავა ბაქტერიების კულტურებს, რომლებიც ადამიანის ბუნებრივ ნაწლავურ ფლორას მიეკუთვნებიან და ხელს უწყობენ ორგანიზმის თავდაცვითი უნარის გაძლიერებას.

- როგორი ტემპერატურის წყალში გავხსნათ ფხვნილი?

- საამისოდ ვიყენებთ ანადუღარ წყალს, რომლის ტემპერატურაც დაახლოებით 50 გრადუსის ტოლია. ასეთ ტემპერატურაზე ნარევი ყველაზე უკეთესად იხსნება.

- როგორ დავადგინოთ სათანადო ტემპერატურა?

- რამდენიმე წვეთი ნარევი ხელის ზურგზე დაიწვეთეთ. მისი ტემპერატურა სასიამოვნო უნდა იყოს.

- შეიძლება თუ არა საკვების მიკროტალღურ ღუმელში მომზადება?

- მიკროტალღურ ღუმელში ნარევის შეთბობა საჭირო არ არის. თუ ანადუღარი წყალი წინასწარ მოიმარაგეთ და გაგიცივდათ, ჯერ შეათბეთ და ფხვნილი მერე შეურიეთ. დამწვრობის თავიდან ასაცილებლად ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ და ტემპერატურა ყურადღებით შეამოწმეთ, რადგან ბოთლი შესაძლოა გრილი იყოს, წყალი კი ცხელი.

- შეიძლება თუ არა მომზადებული საკვების თბილად შენახვა?

- რძის მზა ნარევის შენახვა არ შეიძლება. შეგიძლიათ, მთელი დღის სამყოფი წყალი ერთბაშად აადუღოთ და სუფთა თერმოსში ან მინის ქილაში შეინახოთ, კვების დროს კი ერთი ულუფისთვის საჭირო ოდენობისა შეათბოთ.

- რომელი ჰიგიენური წესების დაცვა მოგვეთხოვება?

- ბოთლი და საწოვარა ყოველი კვების შემდეგ კარგად უნდა გავრეცხოთ, - ბოთლი - ჯაგრისითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, ხოლო საწოვარა - მარილით ან სოდით, - კარგად გავავლოთ და სუფთად შევინახოთ. შეგიძლიათ, გარეცხვის ნაცვლად 5 წუთის განმავლობაში ხარშოთ. საწოვარა დროთა განმავლობაში სკდება. ის დაახლოებით სამ თვეში ერთხელ უნდა გამოიცვალოს. ფხვნილის საწყაო პლასტმასის კოვზს ნუ გაასტერილებთ, ნურც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხავთ. აუცილებლობის შემთხვევაში სუფთა წყალში გაავლეთ და კარგად გაამშრალეთ. დაზიანებულ კოვზს ნუღარ გამოიყენებთ.

რძის გახსნილი პაკეტის შიგთავსის შენახვა მაქსიმუმ 3 კვირას შეიძლება გრილ, მშრალ ადგილას და მძაფრსუნიანი ნივთიერებებისა და პროდუქტებისგან მოშორებით.

- უნდა დაცალოს თუ არა ჩვილმა ბოთლი?

- ყველა ჩვილს სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს, გარდა ამისა, ჭამიდან ჭამამდე მადა შესაძლოა შეეცვალოს. პაკეტზე მოცემულია ის საშუალო ოდენობა, რომელსაც შესაბამისი ასაკის ჩვილები სვამენ. ბავშვები თვითონვე არეგულირებენ მისაღებ ოდენობას, ამიტომ ბოთლში ჩარჩენილი საკვები ნუ შეგაშფოთებთ - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბავშვი უკვე დანაყრდა. რა თქმა უნდა, ნარჩენი შემდგომი კვებისთვის არ უნდა გამოიყენოთ.

- შეიძლება თუ არა რძის ნარევის გამოყენება ფაფის მოსამზადებლად?

- რძის ნარევი ზუსტად შეესაბამება ბავშვის კვებით მოთხოვნილებას, ამიტომ ნუ შეურევთ მას სხვა დანამატებს, მაგალითად, ბურღულის ფიფქებს. ეს დანამატები ცვლიან საკვებ ნივთიერებათა თანაფარდობას და შესაძლოა, ჭარბი კვებით განპირობებული პრობლემები გამოიწვიონ. უმჯობესია, ჩვილს ფაფა სპეციალური საბავშვო რძის ფხვნილისაგან მოუმზადოთ. ჩვილისთვის ნარევის შერჩევაში თქვენი პედიატრი დაგეხმარებათ. სასურველია, ნებისმიერი პრობლემა მასთან შეთანხმებით გადაჭრათ.