ბავშვის კვება

რატომაა ბავშვებისთვის სასარგებლო თხის რძე

რატომაა ბავშვებისთვის სასარგებლო თხის რძე
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობის შენარჩუნება.

მეცნიერებმა შეისწავლეს თხის რძის ბაზაზე შექმნილი ბავშვთა კვების ორი ტიპი. მკვლევრები დაინტერესდნენ ოლიგოსაქარიდებით - პრებიოტიკების ტიპი, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო ბიფიდობაქტერიების ზრდას და იცავს ნაწლავის ჩხირის მსგავსი მავნე პათოგენებისაგან.

სხვათა შორის, ბავშვთა დიარეას შემთხვევათა 30%-ში სწორედ ნაწლავის ჩხირი იწვევს. თავის მხრივ თხის რძის ოლიგოსაქარიდები არ აძლევს ნაწლავის ჩხირს ნაწლავის უჯრედებთან მიერთების საშუალებას.

თხის რძეში აღმოაჩინეს 14 პრებიოტიკური ოლიგოსაქარიდი, დედის რძეში მათგან ხუთი გვხვდება.

ლალი
ჩხიკვაძე