კვება გულის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება გულის დაავადებების დროს

საკვები მასალით ოპტიმალურად ამარაგებს. ამიტომაც ამბობენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს სამკურნალო კვებას კარდიოტროფიული ფუნქცია აკისრია. კარდიოტროფიული დიეტის პრინციპები რაციონი, უწინარეს ყოვლისა, ცილებით უნდა იყოს მდიდარი.

ყურადღება მხოლოდ ცილის საერთო ოდენობას კი არა, მათ ღირებულებასა და ათვისებასაც უნდა მივაქციოთ. ცილის საერთო ოდენობის მეოთხედი ბავშვმა რძისა და მისი ნაწარმის მეშვეობით უნდა მიიღოს. გულის კუნთისთვის ნახშირწყლებთან ერთად ენერგიის წყაროა ცხიმოვანი მჟავებიც, რომლებიც ენერგეტიკული დანახარჯის ნახევარს ანაზღაურებს. გულის კუნთში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების დროს ენერგეტიკული დანახარჯი იზრდება. ამის კვალობაზე, საჭიროა ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების რაციონალური მიღება. მოთხოვნილებას რამდენადმე აკმაყოფილებს ზეითუნის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთი, რომელიც მზა საკვებს ემატება. ზეთი ცხიმის დღიური მოთხოვნილების 1/3-ს უნდა შეადგენდეს. მცენარეული ცხიმი ორგანიზმს ცხიმოვან მჟავებთან ერთად A და D ვიტამინებითაც ამდიდრებს. ნახშირწყლების მოთხოვნილება ასაკობრივ ნორმას შეესატყვისება. მათი სიჭარბე, განსაკუთრებით - უჯრედისის შემცველი პროდუქტების სახით, ორგანიზმს ვნებს - ნაწლავებში დუღილის პროცესი ძლიერდება, ეს კი მეტეორიზმს (მუცლის შებერვას) იწვევს, შედეგად დიაფრაგმა მაღლა იწევს და გულის მუშაობას აუარესებს.

რაციონი უნდა გავამდიდროთ თუთიის, A, B ჯგუფის, C, D ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველი საკვებით. მიკროელემენტებს შორის გულის კუნთის კვების გასაუმჯობესებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კალიუმია. მას შეიცავს ხილი და ბოსტნეული, ჩირი და მისი კომპოტი. განსაკუთრებით უხვად არის კალიუმი კარტოფილში, გარგარსა და  ბანანში. მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია კალციუმი, რომელიც საკმაოდ ბევრია რძესა და მის ნაწარმში. მაგნიუმის დეფიციტს კი ორგანიზმი სხვადასხვა მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის საკვებით შეივსებს. ნატრიუმის ოდენობა, პირიქით, უნდა შემცირდეს, რისთვისაც მარილიანი საკვების შეზღუდვაა მიზანშეწონილი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას ხშირად სდევს თან მუცლის ღრუს ორგანოების სისხლსავსეობა, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აფერხებს. ასეთ დროს ბავშვმა საკვები ჩვეულებრივზე მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად უნდა მიიღოს. უფრო ზუსტად, საკვების დღიური ნორმა უნდა გადანაწილდეს არა 4-5, არამედ 6-8 კვებაზე, უკანასკნელი ულუფა კი დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა მივაწოდოთ. გარდა ამისა, რაციონიდან უნდა ამოვიღოთ საკვები, რომელიც მუცლის შებერვას იწვევს. ასეთებია: პარკოსნები, კომბოსტო, ტკბილი ჩაი, წვენი, კომპოტი. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ოპტიმალურია ბუნებრივი კვება, დამატებით - ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხოლო 5-6 თვიდან - გახეხილი ხილი და ბოსტნეული, ხელოვნური კვებისას კი სრულფასოვანი ადაპტირებული ნარევებია მიზანშეწონილი.

გირჩევთ, რაციონიდან გამორიცხოთ:

  • ცხიმიანი, დაკონსერვებული და შემწვარი ხორცი, ძეხვი, სოსისი, შაშხი, ხორცის ნახარში;
  • შებოლილი, დაკონსერვებული თევზი;
  • მარილიანი ყველი;
  • ცხოველური ცხიმი, მარგარინი;
  • მწნილეული;
  • მჟაუნა, ისპანახი, ბოლოკი, წიწაკა, პირშუშხა, პარკოსნები;
  • ტკბილეული, გაფუებული ცომის ნაწარმი;
  • მაგარი ჩაი, კაკაო, ყავა.

რეკომენდებულია:

  • ნაკლებცხიმიანი მოხარშული ხორცი, ფრინველი, თევზი;
  • მოხარშული კვერცხი;
  • რძის ნაწარმი: ხაჭო, უმარილო ყველი, მაწონი;
  • ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი (უპირატესად უმი, მზა საკვებს დამატებული);
  • ბურღულეული, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ბურბუშელა (ჰერკულესი), ვერმიშელი;
  • ბოსტნეული: ქერქიანად მოხარშული კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მწვანე სალათა, მწვანილი;
  • ხილი და კენკრა (გარდა ყურძნისა, კომშისა, მსხლისა) ნებისმიერი სახით - უმი, ხმელი, კომპოტი, ჟელე, წვენი;
  • წინა დღის პური, ორცხობილა და ბლინები (უსაფუარო ცომისა);
  • ვეგეტარიანული სუპი და სოუსი არაჟნითა და ტომატით.

გახსოვდეთ: სწორად ორგანიზებული კვების რეჟიმი მკურნალობის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი რგოლია.