ვიტამინების დღესასწაული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინების დღესასწაული

გთავაზობთ ვიტამინებით გამდიდრებულ ყოველდღიურ მენიუს ბავშვებისათვის და გირჩევთ, ერთად მოამზადოთ. ჩვენი სტუმარია პედიატრი მანანა ანდღულაძე.

- რომელი პროდუქტებით უნდა იყოს გამდიდრებული ზამთრის მენიუ?

- ვიტამინებით მდიდარი საკვები ზამთარში იმუნიტეტის გასაძლიერებლად საჭიროა ბავშვებისათვისაც და მოზრდილებისთვისაც. მენიუში უნდა შედიოდეს:

  • ბოსტნეული, ხილი და ყველა ჯანსაღი პროდუქტი, რომლებიც ზამთარში კარგად ინახება. ასეთია - კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ბანანი, ვაშლი, ციტრუსი. ზამთრის განმავლობაში ისინი სასარგებლო ნივთიერებების 30%-ს კარგავენ, მაგრამ 70%-ს ხომ ინარჩუნებენ?
  • პარკოსნები, თხილი, კაკალი, ჩირები (ქიშმიში, კურაგა და ა.შ.) და ჩვენი ტრადიციული ჩურჩხელა.
  • რძემჟავა პროდუქტები და მათგან მომზადებული პროდუქტები.

- როგორ ვაქციოთ ყოველდღიური ოჯახური ტრაპეზი დღესასწაულად?

- მხიარულება უნდა დაიწყოთ სამზარეულოდან, ამისათვის ბავშვებიც დაიხმარეთ ტრაპეზის მომზადებაში. დაასაქმეთ მარტივი და ყველაზე მსუბუქი სამუშაოთი.

მწვანე სუპ-პიურე

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2ც კარტოფილი;
  • 200გ მწვანე ბარდა;
  • 1სადილის კოვზი ნაღები;
  • 1ც ლიმონი;
  • ოხრახუში, გემოვნებით მარილი.

ადუღებულ მარილიან წყალში ჩაუშვით ოთხად გაჭრილი გათლილი, გასუფთავებული კარტოფილი.

როცა მოიხარშება, დაამატეთ მწვანე ბარდა და ხარშეთ კიდევ 5 წთ.

დაუმატეთ ნაღები და მიიყვანეთ ადუღებამდე.

გაგრილებული მასა გადაიტანეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გადაიტანეთ ფიალებში და სუფრაზე მიტანამდე გააფორმეთ ოხრახუშის ღერებით. ფიალას გვერდით დაუდეთ ლიმონის ნაჭერი. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ლიმონი ჩააწუროთ სუპ-პიურეში ან დააყოლოთ სუპის დამთავრების შემდეგ.

ქათმის რაგუ

მის მოსამზადებლად საჭიროა:

  • 500გ ქათმის ფილე;
  • 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი;
  • 1 თავი ხახვი;
  • 2ც სტაფილო;
  • 200გ ბროკოლი;
  • 1ც წითელი და 1ც მწვანე ბულგარული წიწაკა;
  • 1სადილის კოვზი სიმინდის ზეთი;
  • წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა, გემოვნებით მარილი.

ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და 10 წთ ჩააწყვეთ ლიმონის წვენში.

ბროკოლი დააქუცმაცეთ ხელით კუნწულებად.

წვრილად დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა.

გასუფთავებული სტაფილო დაჭერით თხელ რგოლებად ან გახეხეთ მსხვილად.

გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაალაგეთ კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე, დააყოვნეთ 5წთ, გადააბრუნეთ ორივე მხარეს.

ტაფაზე დაამატეთ ბროკოლი, სტაფილო, ხახვი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა და ჩათუშეთ დაბალ ცეცხლზე.

უკვე მომზადებულ კერძს დაამატეთ მარილი და მწვანილი.

საბავშვო ვინეგრეტი

საჭიროა:

  • 300გ თეთრი კომბოსტო;
  • 2ც ვაშლი;
  • 2ც მოხარშული დიდი კარტოფილი;
  • 1ც ლიმონის წვენი;
  • 2 სადილის კოვზი ჭარხლის წვენი;
  • მცენარეული ზეთი, მარილი, წვრილად დაჭრილი კამა.

მოხარშული კარტოფილი დაჭერით კუბებად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და მსხვილად გახეხილი ვაშლი, მოასხით ჭარხლის წვენი, ლიმონის წვენი, ზეთი, ამოურიეთ კარგად. მოაყარეთ მარილი და კამა.

დაგვეთანხმებით, სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია დესერტის გარეშე. დესერტი აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი და ნაკლებ ტკბილი, გთავაზობთ მოამზადოთ ასეთი დესერტი.

ხაჭოს პუდინგი

საჭიროა:

  • 200გ ხაჭო;
  • 40გ მანანის ბურღული;
  • 100მლ ადუღებული წყალი;
  • 2ც კვერცხი;
  • 70გ შაქრის ფხვნილი;
  • 40გ ნაღების კარაქი;
  • 40გ ქიშმიში;
  • ვანილი, მწიკვი მარილი.

მანანის ბურღულს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ.

ხაჭო და ქიშმიში შეურიეთ ერთმანეთს.

გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გული ათქვიფეთ შაქართან ერთად და შეურიეთ ხაჭოსა და ქიშმიშის მასას.

გაადნეთ ნაღების კარაქი, შეურიეთ ვანილთან ერთად ხაჭოს მასას.

კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ ქაფის წარმოქმნამდე და სიფრთხილით შეურიეთ ხაჭოს მასას.

ცივ ზეთწასმულ ფორმაში გადაიტანეთ მიღებული მასა და ზემოდან თხლად გადაუსვით 1 სადილის კოვზი არაჟანი. შედგით ღუმელში 250 გრადუსზე 25-30 წთ.

იტრაპეზეთ, ისიამოვნეთ, იმხიარულეთ და მიირთვით გემრიელი, სასარგებლო კერძები ოჯახთან ერთად!