ვიტამინები ბუნებრივი კვების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინები ბუნებრივი კვების დროს

D ვიტამინის დამატების გარეშე ყველა ბავშვს რაქიტი განუვითარდა. უკანასკნელი წლების სამედიცინო ლიტერატურაში ყურადღება ეთმობა ერთ მნიშვნელოვან მოვლენას: აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დიდი ხნის დავიწყებული რაქიტი ბრუნდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისი აღორძინება D ვიტამინის მიწოდების ნაკლებობას უკავშირდება. D ვიტამინი ორგანიზმს დიდი ოდენობით სჭირდება, განსაკუთრებით - კბილებისა და ძვლების ნორმალური ფორმირებისა და ზრდა-განვითარებისთვის.

 

ის ხელს უწყობს იმ კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, რომელსაც კუჭ-ნაწლავი საკვებიდან შეიწოვს, ამიტომ აუცილებელია, ბავშვს, განსაკუთრებით - ჩვილ (წლამდე) ასაკში, D ვიტამინი დამატებით მივცეთ. ჩვეულებრივი სურსათი D ვიტამინს ძალიან ცოტას შეიცავს. მაგრამ მზის სხივების ზემოქმედებით ორგანიზმი მას თავადაც გამოიმუშავებს, ასე რომ, თუ ადამიანი მზეზე საკმაო ხანს იმყოფება, ის სათანადო ოდენობის D ვიტამინს იღებს.

 

რა მოჰყვება D ვიტამინის ნაკლებობას?

დაავადებას, რომელსაც D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს, რაქიტი ეწოდება. იგი არა მარტო პედიატრიული, არამედ ზოგადად სამედიცინო-სოციალური პრობლემაც არის, რადგან შესაძლოა, ისეთი მძიმე შედეგები მოჰყვეს, როგორიც არის:

  • ავადობის მაღალი სიხშირე;
  • იმუნიტეტის დისფუნქცია;
  • კუნთთა ჰიპოტონია;
  • რესპირაციული ინფექციების მაღალი სიხშირე;
  • ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია (ძვლების დაშლა, დარბილება);
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • ძვლების დეფორმაცია;
  • კარიესი;
  • კუჭ-ნაწლავის მოტორიკის ცვლილება.

რაქიტი განპირობებულია იმ შეუსაბამობით, რომელიც იქმნება მზარდი ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის მოთხოვნასა და მის მიწოდებას შორის. მისთვის დამახასიათებელია ცილების ცვლის, ცხიმების ჟანგვის პროცესების დარღვევა, მიკროელემენტების: მაგნიუმის, სპილენძის, რკინის - და პოლივიტამინების უკმარისობა.

სად არის D ვიტამინი?

D ვიტამინის საუკეთესო წყაროა თევზის ქონი და სინთეზური პრეპარატები (ვიგანტოლი,  აკვადეტ-რიმი). მოიპოვება ეს ნივთიერება კვერცხსა და კარაქშიც. ჩვილი, რომელიც მზეზე ნაკლებ ხანს ატარებს, ამ ვიტამინს კონცენტრატის სახით ზამთარ-ზაფხულ უნდა იღებდეს, განურჩევლად იმისა, ბუნებრივ კვებაზე იმყოფება თუ ხელოვნურზე.

 

როგორ გადავურჩეთ რაქიტს

D ვიტამინის უკმარისობის არასასურველი შედეგები თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა როგორც ჩვილის, ასევე დედის კვებისა და დღის რეჟიმის სწორად ორგანიზება. ორსული და მეძუძური ქალის რაციონი უნდა იყოს ზომიერად მრავალფეროვანი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცილოვან პროდუქტებს. ასეთია ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ყველი, რძე, მაწონი, პური, კარტოფილი, ლობიო, ბარდა, ბურღული. აუცილებელია ცხიმებიც - ნაღები, კარაქი, არაჟანი, კვერცხის გული, ზეთი. მიზან-შეწონილია აგრეთვე ფიზიოლოგიური მოთხოვნისამებრ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრების გამოყენება. ჩვილ ასაკში როგორც დროულ, ჯანმრთელ, ასევე რისკჯგუფის პატარებს D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზას უნიშნავენ. რაქიტის პროფილაქტიკას განსაკუთრებით საჭიროებენ ტყუპები და ის ბავშვები, რომლებიც:

  • დაიბადნენ დღენაკლულები ან მცირე წონისანი;
  • დაიბადნენ ცნს-ის თანდაყოლილი დისფუნქციით - ასფიქსიით, სამშობიარო ტრავმით:
  • აქვთ მალაბსორბციის სინდრომი (ცელიაკია, ექსუდაციური ენეტროპათია);
  • აქვთ კრუნჩხვითი სინდრომი;
  • გადიან ანტიკონფუზიურ (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) თერაპიას;
  • აქვთ ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები;
  • ხშირად ავადმყოფობენ მწვავე რესპირაციული ინფექციებით;
  • იკვებებიან არაადაპტირებული რძის ნარევით.