სატაცური ანუ ასპარაგუსი - შეიძლება თუ არა შევთავაზოთ ის ბავშვს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

სატაცური ანუ ასპარაგუსი - შეიძლება თუ არა შევთავაზოთ ის ბავშვს

სატაცური ანუ ასპარაგუსი - შეიძლება თუ არა შევთავაზოთ ის ბავშვს
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
უკვე რამდენიმე წელია, ბლოგერობა დაიწყო და საკმაოდ ბევრი მკითხველის მოწონებაც დაიმსახურა. პერიოდულად შემოგთავაზებთ მის პუბლიკაციებს.

ამჯერად პედიატრი სატაცურის ბავშვთა კვებაში გამოყენების შესახებ გვიამბობს:

ვარაუდობენ, რომ ამ მცენარეს ადამიანთან სამიათას წლიანი ისტორია აკავშირებს.
ძველეგვიპტურ სურათებზე ხშირად ჩანს მისი გამოსახულება. ძველი ბერძნები მისი ტოტებით აფროდიტეს ქანადკებას ამკობდნენ, ახლადდაქორწინებულთა სარეცელს რთავდნენ, რაც მათი აზრით, ნაყოფიერებას და ოჯახის ბდნიერებას უწყობდა ხელს.
შუა საუკუნეებში ევროპაში აფროდიზიაკად მონათლეს და ეკლესიამ მისი საკვებად გამოყენება აკრძალა.
თუმცა შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მრავალი ქვეყნის სამზარეულოში დაიკვიდრა ადგილი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულმა.

დღეს სატაცურზე მოგითხრობთ.
საკვებად მისი 2 ფორმა გამოიყენება - თეთრი და მწვანე, ეს უკანასკენლი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში.

რატომ არის სასარგებლო სატაცური?

  • სატაცური მდიდარია A, B, C, PP ვიტამინებით.
  • შეიცავს დიდი
    რაოდენობით ამინომჟავებს, რაც აუცილებელია ცილების სინთეზისათვის. შეგასენებთ, ცილები უჯერდების მთავარი საშენი მასალაა და აუცილებელია მზარდი ორგანიზისათვის. სხვათაშორის, სწორედ ასპარაგუსის წვენიდან გამოყვეს პირველად ცილა ასპარაგინი.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს და კალციუმს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისათვის.
  • შეიცავს ქლოროფილს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლწარმოქმნისათვის.
  • შეიცავს უჯრედისს და ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედებას, სასარგებლოა შეკრულობის პროფილაქტიკია და მკურნალობისათვის.
  • აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, ხელს უწყობს შარდოვანას, ნიტრატების, თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან, რის გამოც აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების პოფილქტკისათვის, ✔️სასარგებლოა საშარდე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. შეუცვლელია ორგანიზმის გამწმენდი დიეტების შემადგენლობაში.

როგორ ავარჩიოთ სატაცური?

  • მიაქციეთ ყურადღება, რომ სატაცუირის ღეროები იყოს მყარი, გადატეხვისას ტკაცუნა.
  • შეარჩიეთ დაახლოებით 15-18 სმ სიგრძის ღეროები
  • ღეროს ბოლოში არსებული ყვავილოვანი წანაზარდები არ უნდა იყოს რბილი.
  • სატაცური ინახება მაცივარში, სჯობს შეახვიოთ სუფთა ნოტიო ტილოში და ასე შეინახოთ არაუმეტეს 2 დღისა.

mkurnali.geრა ასაკიდან შეიძლება შევთავაზოთ ბავშვს?


სატაცურის შეტანა ჩვილის რაციონში დასაშვებია 9-10 თვიდან.
ყოველდღიურ რაციონში მისი ჩართვა რეკომენდებული არ არის, რადგან სატაცურს შეუძლია გამოიწვიოს გაზების დაგროვება და დისკომფორტი შეუქმნას პატარა მუცელს, გარდა ამისა, დიდი რაოდენობით სატაცურის მიღება ორგანიზმში მჟაუნაჟავა მარილების დაგროვებას იწვევს.

სისტემატური გამოყენებისას შეიძლება შენიშნოთ შარდის გამუქება და სპეციფიური სუნი.

როგორ მოვამზადოთ?


გარეცხეთ სატაცური. მოათავსეთ ქვაბში ისე, რომ ვიტამინებით განაკუთრებით მდიდარი "ყვავილებიანი" თავები წყლის ზემოთ დარჩეს და ორთქლზე მოიხარშოს. საკმარისია ხარშვა 10 წუთის მანძილზე. ხანგრძლივი ხარშვა სატაცურს ზედმეტად დაარბილებს და სასარგებლო ნივთიერებებს დაშლის.
მოხარშული ღეროები დაჭერით, მოათავსეთ ბლენდერში და აქციეთ ერთგვაროვან მასად, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
პიურეს შეგძლიათ დაუმატოთ მოხარშული ქათმის ხორცი.
მოზრდილი ბავშვისათვის სატაცურის მოსახარშ წყალში ჩაუმატეთ ლიმონის წვენი, რაც მას განსაკუთრებულ არომატს მისცემს. მოხარშვის შემდეგ ღეროებს ცივი წყალი გადაავლეთ -ასე ღეროები ხასხასა ფერსაც შეინარჩუნებენ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
რეკონვალესცენციის პერიოდში-14აბი
ფასი: 38.6
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.9
მსგავსი სიახლეები
ვიცით, რომ ბოსტნეული სასარგებლოა, თუმცა, ყველამ როდი იცის მისი მომზადება ისე, რომ სასარგებლო ნივთიერებები არ დაიშალოს. მაგალითისთვის, ზოგიერთი ბოსტნეული ხარშვისას მასში არსებულ С, В ვიტამინებსა და ფოლიუმის მჟავას კარგავს.
09-08-2017
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
კატეგორიის სხვა სტატიები
საახალწლო სუფრა სავსეა სურსათ-სანოვაგით და ტკბილეულით, ლიმონათითა და ხილით. ასეთ დროს
რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ რაციონის შედგენისას, როცა პატარას გულის კუნთის დაზიანება აქვს?-
თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და
პარატროფია - კვების ქრონიკული დარღვევაა, რომლის შედეგიც ბავშვის ზედმეტი წონაა. ეს ტერმინი წლამდე ბავშვებთან
იცით, რომ 100 გრამი იოგურტი 10 გრამ შაქარს შეიცავს და თუ მას ბავშვი რეგულარულად მიირთმევს, წონის
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.
იაპონიაში, ყველა მოქალაქე 40-დან 75 წლამდე, ვალდებულია წელის გარშემოწერილობის ზომა განისაზღვროს.
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ