როგორ მოვიქცეთ საახალწლო სუფრაზე, თუ ბავშვი ალერგიულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიქცეთ საახალწლო სუფრაზე, თუ ბავშვი ალერგიულია

პატარასთვის რამის აკრძალვა სისასტიკეა... როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ალერგიულია?

- თუ ბავშვი ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგია გამოიწვიოს. ჩვილებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა. თუ პატარა ძუძუს წოვს, დედის მიერ მიღებულმა რძემაც კი შეიძლება აწყინოს. ძროხის რძეს მოსდევს ფრინველის კვერცხი. მისი ცილაც ალერგენია. ის შეიცავს ნივთიერება ოკომუკოიდს, რომელიც ნაწლავებში დიდხანს ინარჩუნებს ანტიგენურ თვისებებს და ფერმენტ ტრიფსინს ბოჭავს. კვერცხის გულს ცილასთან შედარებით სუსტი ალერგიული თვისებები აქვს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი, ჩვილებს მოხარშული კვერცხის გული მივცეთ და არა ცილა. არცთუ იშვიათად ქათმის კვერცხის აუტანლობას ქათმის ხორცისა და ბულიონის აუტანლობაც ერთვის.

თევზი ალერგიული დაავადებების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მიიჩნევა, ამიტომ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კვებითი ალერგიის ნიშნები აქვთ, მას არ აძლევენ. თევზის ალერგენები თერმოსტაბილურია და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. ზღვის თევზის მიმართ ალერგია უფრო ხშირია, ვიდრე მდინარის თევზის მიმართ. ამასთანავე, თევზის ცილისადმი სენსიბილიზაცია ასაკის მატებასთან ერთად არ მცირდება და მოწიფულ ასაკშიც ნარჩუნდება. გარდა თევზისა, ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ხიზილალამ, კიბორჩხალამ და ზღვის სხვა პროდუქტებმა, ასევე - თევზის სუნმა.

წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა კვებითი ალერგენების მიმართ. შეინიშნება ჯვარედინი რეაქციებიც. ჯვარედინს უწოდებენ ალერგიულ რეაქციებს, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი პროდუქტები იწვევს. მათი ცოდნა აუცილებელია. მაგალითად, თუ ბავშვს ალერგიული რეაქცია აქვს სტაფილოზე, ჯვარედინ ალერგიულ რეაქციას გამოიწვევს ოხრახუში, ნიახური, A ვიტამინის, ბეტა-კაროტინის შემცველი სხვა პროდუქტები. ყურადღებით გაეცანით ალერგიისა და ჯვარედინი რეაქციების გამომწვევი პროდუქტების ნუსხას:

მარწყვი - მაყვალი, მოცხარი, ჟოლო;

კაკალი - ნებისმიერი ჯიშის თხილი, მანგო;

მზესუმზირა - მზესუმზირას ზეთი, ჰალვა, თაფლი, საზამთრო, ნესვი;

შოკოლადი - კოკა-კოლა, კაკაო;

ნებისმიერი ციტრუსი - გრეიპფრუტი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი;

ჭარხალი - შაქრის ჭარხალი, ისპანახი;

ატამი, გარგარი, ქლიავი, კენკრა - ასპირინი, ამიდოპირინი.

- ცნობილია, რომ ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვებდანამატებიც - საღებავები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები. ამ დანამატების გარეშე მომზადებულ პროდუქტს დღეს ალბათ ვერც ვიპოვით. რომელი მათგანია ყველაზე ძლიერი ალერგენი?

- საღებავებიდან შეიძლება გამოვყოთ ტარტრაზინი 102, რომელიც საკვებს მოყვითალო-ფორთოხლისფერს აძლევს. მას უმთავრესად შეიცავს ხილის წვენი, ლიმონათი, იოგურტი, ჯემი, საღეჭი რეზინი, კარამელი, დრაჟე, ბურბუშელა, საკონდიტრო ნაწარმი. ნატრიუმისა და კალიუმის ნაერთებს (E221-227), კონსერვანტებს (E210-219) და ანტიმჟანგავებს შეიცავს ხორცის პროდუქტები - ძეხვი, სოსისი და სხვა, ასევე - ხმელი ხილი, ლიმონისა და ფორთოხლის კანის ცუკატი, ჟელატინი. ბანანს, ვაშლს, ფორთოხალს, პომიდორს დამწიფების დასაჩქარებლად ზოგჯერ ნავთობპროდუქტებით ამუშავებენ. ალერგია ასეთმა პროდუქტმაც შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთ ნივთიერებას, რომელსაც სურსათი ბუნებრივად შეიცავს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს ალერგია.

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰისტამინს ბუნებრივად, თანაც საკმაო რაოდენობით შეიცავს. ასეთია ყველი, ტომატი, ისპანახი, მოხარშული ლორი, ძროხის სოსისი, მჟავე კომბოსტო, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი. თირამინი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ჰისტამინის წარმოქმნას. მას შეიცავს ლუდის საფუარი, დამარილებული ქაშაყი, შოკოლადი, ნუგა, თხილის კრემი, ციტრუსები, ძეხვი. სეროტონინი, ალერგიული რეაქციების მედიატორი, შედის ბანანის, ავოკადოს, კაკლის შემადგენლობაში. სალიცილატებს ბუნებრივი სახით შეიცავს ხმელი ხილი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კენკრა, ანანასი, გარგარი, ნუში, სოიის სოუსი. ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი - ბევრია ციტრუსებსა და მათ წვენებში, მჟაუნმჟავა - ტომატში, ისპანახში.

ამრიგად, თქვენ უკვე იცით, რომელი პროდუქტია სახიფათო ალერგიისადმი მიდრეკილი პატარებისთვის. გირჩევთ, საახალწლო სუფრაზე ბავშვისთვის განკუთვნილი საკვებიც დააწყოთ - ეს საკვებს სადღესასწაულო იერს მისცემს. პატარას კი შეექმნება ილუზია, რომ მისი კერძი ოჯახის დანარჩენი წევრების საკვებისგან არ განსხვავდება.