საბავშვო ჩაის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საბავშვო ჩაის შესახებ

დღეს კი ყველაფერი ბევრად გაიოლებულია - მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ქარხნული წესით დამზადებული ჯანმრთელობის ელექსირი - საბავშვო ჩაი. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მზადდება სპეციალიზებული საბავშვო ჩაი.

ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით ჩაი იყოფა 2 ჯგუფად:

  • პროფილაქტიკური ჩაი. მას განეკუთვნება ვიტამინების ნაყენი. მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მოქმედი კომპონენტები: C ვიტამინი, ასკილის, ანისულის, ტყის კენკრის ექსტრაქტები.
  • სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაი. სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაის სპექტრი უფრო ფართოა.

-დიდ ჯგუფს შეადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე მოქმედი ჩაი. ის შეიცავს - კამას, გვირილა, პიტნას ან მის ნაირსახეობას - მელისს. იგი რეკომენდებულია მუცლის ხშირი კოლიკების (მეტეორიზმის), დიარეის, ცუდი მადის მქონე ბავშვებისთვის.

-სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაის შემდეგ ჯგუფში შედის დამამშვიდებელი ჩაი. იგი ინიშნება მომატებული ნერვული აგზნების, ცუდი ძილის მქონე ბავშვებისთვის. ამ ჩაის შემადგენლობაში ძირითადად შედის პიტნა. ამავე ჯგუფში შედის ხველების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი ნაყენები. მხოლოდ ხილისა და კენკრის ექსტრაქტებზე მომზადებული ჩაია რეკომენდებული ბავშვისთვის, როგორც სითხის დამატებითი წყარო. ზოგიერთი მათგანი კარგად კლავს წყურვილის გრძნობას და აქვს გამაგრილებელი ეფექტი, ამიტომ შეგიძლიათ მისცეთ პატარას ზაფხულის ცხელ დღეებში.

პაკეტები თუ გრანულები?

საბავშვო ჩაი გამოდის ორი ფორმით - პაკეტებში და გრანულებით. ორივე მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. პაკეტები არის ერთჯერადი მოხმარებისთვის. იგი დოზირებულია და იხსნება პაკეტზე მითითებულ სითხის რაოდენობაში. გრანულებით ჩაი კოლოფშია დაფასოებული და მოჰყვება დოზირებული კოვზი. არსებობს რამდენიმე ბალახისა თუ მცენარის კომპონენტისგან შემდგარი ჩაი და ასევე ერთკომპონენტიანი. ალერგიული ბავშვებისთვის პირველ მიცემაზე სჯობს ერთკომპონენტიანი ჩაი. ჩაის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური თავისებურება და ასაკი.

რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ ჩაის მიცემა?

ეს დაკავშირებულია პატარას ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასევე, კვების ტიპზე. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის წლის ცხელ პერიოდშიც კი არ არის რეკომენდებული დამატებითი სითხის მიღება სიცოცხლის პირველ თვეებში. დედის რძე სრულად აკმაყოფილებს პატარას ორგანიზმის სითხეზე მოთხოვნილებას. ჩაი შეგიძლიათ მისცეთ 5-6 თვიდან. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რეკომენდებულია ჩაის მიცემა 3-4 თვიდან. ჩაის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს. მასზე მითითებულია ჩაი 6 თვემდე და 6 თვის ზემოთ ასაკისათვის. მათ შორის არსებობს განსხვავება როგორც რაოდენობრივად, ისე შემადგენლობის მხრივ.

სიფრთხილით უნდა დაიწყოთ ჩაის პირველი ულუფების მიცემა. თავდაპირველად - 100-150 მლ დღე-ღამეში. ჩაის ყველა სახეობა შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ნახშირწყლებს, ამიტომ მისი გადაჭარბებული რაოდენობა შეიძლება გახდეს კარიესის, ალერგიული რეაქციების მიზეზი, ხელი შეუწყოს ნაწლავებში დუღილის პროცესების გაძლიერებას (გაზების დაგროვებას - მეტეორიზმს, მუცლის შებერვას, ტკივილს). გირჩევთ, ჩაის შეძენამდე მიიღოთ კონსულტაცია პირადი პედიატრისგან. ადრეული ასაკიდან - სიცოცხლის პირველი თვიდან შეიძლება მხოლოდ ორი სახეობის პროფილაქტიკური ჩაის გამოყენება. ესაა გვირილისა და კამის. ისინი ნაკლებად იწვევს ალერგიას.

საბავშვო ჩაის მოქმედების ეფექტიანობა დამოკიდებულია მის სწორად გამოყენებაზე. კერძოდ ჩაი, რომელიც ხელს უწყობს ნაღვლის გამომუშავებას და გამოყოფას, აუმჯობესებს მადას, გამოიყენება ჭამამდე; ხველების საწინააღმდეგო კი - საკვების მიღების შემდეგ.

სამკურნალო საბავშვო ჩაი თუ მცენარეული ნახარში?

თუ თქვენი პატარა ავადაა - გირჩევთ მისცეთ სამკურნალო, შესატყვისი ჩაი. იგი უფრო საიმედო და უსაფრთხო საშუალებაა, ვიდრე თქვენ მიერ მოხარშული სამკურნალო მცენარეული ნაყენი. თუ ასეთ ნაყენს პატარას 3 წლამდე მისცემთ, შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, კენჭების წარმოქმნა, უარყოფითად იმოქმედოს თირკმელების მუშაობაზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, სამ წლამდე პატარებისთვის პედიატრები რეკომენდაციას უწევენ საბავშვო ჩაის, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობა ბალახებითა და მცენარეული ნაყენებით უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა.