რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის თაფლის მიცემა, რა დოზებია დაშვებული და რომელი თაფლია უკეთესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის თაფლის მიცემა, რა დოზებია დაშვებული და რომელი თაფლია უკეთესი

სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

თაფლის სასარგებლო თვისებები

  • თაფლი ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის აქტიურ ზრდასა და ზოგად განვითარებას.
  • თაფლი არის ასკორბინის მჟავისა და კაროტინის წყარო, ამდენად ის სასარგებლოა იმუნიტეტისთვის, თაფლის რეგულარული მოხმარებისას ბავშვები ნაკლებად ავადობენ და მათი ორგანიზმი მედგარ წინააღმდეგობას უწევს ვირუსების შემოტევას, რის შედეგადაც ბავშვი დაცულია სურდოს, ფარინგიტის და სხვა დაავადებებისგან. იმუნიტეტის სტიმულაციისთვის განსაკუთრებით ხშირად იყენებენ თაფლის, ლიმონისა და კოჭას ერთობლიობას.
  • თაფლი აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. მისი ზემოქმედებით იზრდება ჰემოგლობინის მაჩვენებელი და უმჯობესდება ანემიური ბავშვის ზოგადი მდგომარეობა.
  • თაფლს გააჩნია დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. გვეხმარება ძილის მოწესრგებაში.
  • ცნობილია თაფლის დადებითი გავლენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. ამ პროდუქტის მიღება ხელს უწყობს საკვების ათვისებასა და მონელებას, რაც ხელს უშლის ნაწლავში ლპობით პროცესებს.
  • ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედების გამო თაფლი სტომატიტის დროს გამოიყენება.
  • თაფლი საკმაოდ პოპულარულია ტემპერატურისას, რადგანაც მას ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება აქვს. ყველაზე ხშირად ტემპერატურული რეაქციით მიმდინარე მწვავე რესპირატორული დაავადებისას იღებენ თაფლიან ჩაის ან რძეს.
  • თაფლის წყალობით ბავშვის ორგანიზმი უკეთ ითვისებს კალციუმს და მაგნიუმს, რაც დადებითად აისახება ძვლებისა და კბილების მდგომარეობაზე, ასევე ახდენს მოსწავლეებში სქოლიოზის პრევენციას.
  • თაფლი აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს.
  • თაფლი აუმჯობესებს მოსწავლის ათვისების უნარს.
  • ტკბილეულის მაგივრად თაფლის მიღება ნაკლებად მავნებელია, შაქართან შედარებით.
  • ენურეზის შემთხვევაში თაფლის რეგულარული მიღებით შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა.
  • თაფლს ამოსახველებელი მოქმედება აქვს, რაც ხველის მკურნალობისას გამოიყენება.
  • მრავალრიცხოვანი დადებითი თვისებების გამო, თაფლი აუცილებელია როგორც ბავშვების, ისე მოზრდილებისთვის.
თუმცა თაფლი შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველი აღმოჩდნეს პატარასთვის

  • თაფლში არსებულმა აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება ბავშვში ალერგიული რეაქციის განვითარება გამოიწვიოს;
  • თაფლში არსებულმა ფრუქტოზამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და მოახდინოს კარიესის პროვოცირება, ამიტომ ამგვარი ტკბილი პროდუქტის მიღების შემდეგ საჭიროა პირის ღრუს გამოვლება;
  • რადგანაც თაფლი მარტივი ნახშირწყლების წყაროა, ჭარბი წონისას მისი მიღების შეზღუდვაა საჭირო.

ბავშვისთვის თაფლის მიცემისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

აუცილებელია თაფლი იყოს ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილიდიან მიღებული. წლამდე ასაკში მაღალი ალერგენობის გამო არ შეიძლება თაფლის მიცემა, ხოლო წლის შემდეგ რაციონში მისი შეტანა სიფრთხილით უნდა მოხდეს.

მედიკოსების რეკომენდაცია თაფლთან დაკავშირებით შემდეგია

  • წლამდე ამ პროდუქტის მიცემა არ შეიძლება
  • 1-3 წლამდე შესაძლებელია თაფლი გავასინჯოთ ბავშვს, თუმცა პედიატრების უმრავლესობა ამ რეკომენდაციას მაინც არ იზიარებს.
  • 3 წლის შემდეგ ექიმები ბავშვის რაციონში თაფლის ჩართვის ნებას გვრთავენ. ამასთან, ის უნდა მივცეთ მცირე დოზებით, საკმაოდ იშვიათად
  • 6 წლის ასაკიდან ალერგიის არარსებობის პირობებში ბავშვის მენიუში უფრო ხშირად შეგვიძლია თაფლის ჩართვა.
  • თაფლის პირველად დაგემოვნებისთვის საუკეთესო ასაკი 3 წელია, მინიმალური ულუფით.
  • 3 წლამდე ასაკში თაფლის მიცემა რისკებთანაა დაკავშირებული, რადგანაც პატარას ორგანიზმის მხრიდან აღნიშნულ პროდუქტზე რეაქციის განჭვრეტა შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მშობლებს ალერგია აქვთ თაფლზე და ფუტკრის ნაკბენზე. ძირითადად ამ ნატურალურ ტკბილეულს პატარები კარგად იტანენ, მაგრამ საპირისპირო სიტუაციებიც გვხვდება, როდესაც თაფლი ნამდვილ პრობლემად იქცევა.

ბავშვის მენიუში თაფლის შეტანისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები

  • ბავშვისთვის თავიდანვე სუფთა თაფლის მიცემა არარეკომენდებულია. პირველი დაგემოვნებისთვის პროდუქტი უმჯობესია კერძებს დავუმატოთ.
  • რამოდენიმე წვეთი თაფლი შეიძლება დავამატოთ ბავშვისთვის განკუთვნილს წყალს. თუ ამგვარ სასმელზე რეაქცია არ იქნება, შესაძლებელია დოზის გაზრდა;
  • ყველაზე ხშირად თაფლს ჩაის უმატებენ, მაგრამ ასეთი სასმელი არ უნდა იყოს ცხელი, რადგანაც თაფლის გაცხელება არ შეიძლება;
  • თაფლი შეგვიძლია დავუმატოთ ბავშვის ხაჭოს ან კეფირს;
  • თაფლის მიცემა ყოველდღიურად შესაძლებელია 1 თვის განმავლობაში, შემდეგ საჭიროა 2-3 კვირიანი შესვენება;
  • თუ ბავშვი უარს ამბობს თაფლის გასინჯვაზე, დაძალება დაუშვებელია.
რა რაოდენობითაა შესაძლებელი თაფლის მიცემა

  • 1-3 წლის ასაკში თაფლის ულუფა არ უნდა აღემატებოდეს დღეში ნახევარ ჩაის კოვზს. ამასთან, ის უნდა გადანაწილდეს 2-3 მიღებაზე;
  • 3-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის დასაშვებია დღეში 20 გრამი თაფლი (1 სუფრის კოვზზე ცოტა მეტი) რამოდენიმე მიღებაზე.
  • 6-9 წლის ასაკში თაფლის დღიური დოზის გაზრდა 50 გრამამდეა (3 სუფრის კოვზზე ცოტა მეტი) დასაშვები.
  • 9 წლის შემდეგ თაფლის რაოდენობა შეიძლება 80 გრამამდე გაიზარდოს (დაახლოებით 5 სუფრის კოვზი).

უკუჩვენებები

  • წლამდე ასაკი
  • ექსუდაციური დიათეზი;
  • პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა;
  • შაქრიანი დაიბეტი.

როგორ ვლინდება თაფლზე ალერგია

თაფლის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქციაა კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს წვრილი გამონაყარიც და მსხვილი ბუშტუკებიც. გარდა ამისა, შესაძლებელია გამოვლინდეს კანის სიწითლე, შეშუპება, ქოშინი, ხველება, ცემინება, გულმკერდის არეში ტკივილი ან სურდო, ენისა და ტუჩების შეშუპება, ჭარბი ცრემლდენა, თავბრუსხვევა, გულისრევა, დიარეა, სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი. ნებისმიერი ამ ჩივილის განვითრებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია და რაციონიდან თაფლის ამოღება.

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის თაფლი

  • თაფლი უნდა იყოს ნატურალური და ახალი
  • წაბლის თაფლი შეიძლება ბევრ ბავშვს არ მოეწონოს გემოთი, თუმცა იგი საუკეთესოა ანემიების და გაციების დროს;
  • ბავშვების უმრავლესობას მოსწონს აკაციის თაფლი, რადგანაც მას სასიამოვნო გემო და არომატი აქვს. აკაციის თაფლი მეტად ალერგიულად ითვლება, სხვა სახეობის თაფლთან შედარებით. ამასთან, მას მეტად აქვს გამოხატული ამოსახველებელი და დამამშვიდებელი ეფექტი.
  • ცაცხვის თაფლიც ბევრს მოსწონს რბილი გემოს და სასიამოვნო არომატის გამო. ბაქტერიოციდული თვისებების გამო მას ხშირად იყენებენ გაციების დროს.

ლალი ჩხიკვაძე