სტატისტიკის თანახმად, ჩვენთან, ქალების დაახლოებით 42% აწოვებს ძუძუს 3-თვემდე, რის შემდეგაც სამსახურში დედის გასვლის გამო კვების რეჟიმის შეცვლა ხდება. სხვა ქვეყნებში პრიორიტეტი ენიჭება ძუძუთი კვებას და ძირითადად 1-1,5 წლამდე კვებავენ. ჩვენთან ასე არ არის, რაც სამუშაო ადგილების სიმცირითა და ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული. ბევრი დედა მაშინვე გადის სამსახურში და არ ეძლევა ბავშვის ძუძუთი კვების საშუალება.
ძუძუთი კვება უპირობო ფსიქოლოგიური კომფორტია, იმუნოლოგიური
ცნობილია, რომ დედის რძეს ბავშვის ინფექციისგან დაცვა შეუძლია. ამასთან, დედის რძეში არსებული ფერმენტების წყალობით, ის მომენტალურად აითვისება. რძის კომპონენტები დადებითად მოქმედებს აზროვნების განვითარებაზეც. ამიტომაც საჭიროა ძუძუთი კვება 2-3 წლამდე გაგრძელდეს.
ლალი ჩხიკვაძე