დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის ექსპერტები ბავშვის ძუძუთი კვებას 3-წლამდე გვირჩევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის ექსპერტები ბავშვის ძუძუთი კვებას 3-წლამდე გვირჩევენ

ჯირკვლის კიბოსა და მასტოპათიის პროფილაქტიკისთვის, სპეციალისტები ბავშვების 2-3 წლამდე ძუძუთი კვებას გვირჩევენ.

სტატისტიკის თანახმად, ჩვენთან, ქალების დაახლოებით 42% აწოვებს ძუძუს 3-თვემდე, რის შემდეგაც სამსახურში დედის გასვლის გამო კვების რეჟიმის შეცვლა ხდება. სხვა ქვეყნებში პრიორიტეტი ენიჭება ძუძუთი კვებას და ძირითადად 1-1,5 წლამდე კვებავენ. ჩვენთან ასე არ არის, რაც სამუშაო ადგილების სიმცირითა და ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული. ბევრი დედა მაშინვე გადის სამსახურში და არ ეძლევა ბავშვის ძუძუთი კვების საშუალება.

ძუძუთი კვება უპირობო ფსიქოლოგიური კომფორტია, იმუნოლოგიური დაცვაა, ანტიალერგიული, ბუნებრივი, უფასო პროდუქტია ბავშვისთვის, რომელიც მაქსიმალურად აძლევს აუცილებელს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, კოგნიტიურ და ფსიქომოტორულ განვითარებას.

ცნობილია, რომ დედის რძეს ბავშვის ინფექციისგან დაცვა შეუძლია. ამასთან, დედის რძეში არსებული ფერმენტების წყალობით, ის მომენტალურად აითვისება. რძის კომპონენტები დადებითად მოქმედებს აზროვნების განვითარებაზეც. ამიტომაც საჭიროა ძუძუთი კვება 2-3 წლამდე გაგრძელდეს.

ლალი ჩხიკვაძე