ბავშვის კვება

ვაჭამოთ თუ არა ბავშვს ატამი

ვაჭამოთ თუ არა ბავშვს ატამი
ატამი, ისევე როგორც ზოგიერთი ტროპიკული ხილი, ვიტამინების სიუხვით ვერ დაიკვეხნის. 100 გრამი რბილობი მხოლოდ 10 მგC ვიტამინს შეიცავს. თუმცა მასში ბევრია კაროტინი (A პროვიტამინი) და პპ ვიტამინი (ნიკოტინის მჟავა), ასევე - ბ ჯგუფის ზოგიერთი ვიტამინი.

სამაგიეროდ, ატამი მდიდარია კალიუმით და რკინით. სწორედ კალიუმის უხვი შემცველობით აიხსნება ატმის შარდმდენი ეფექტი. ამიტომაც არის ატამი სასარგებლო გულის, თირკმელებისა და საშარდე გზების ცვლილებების დროს. ატამში რკინა ორჯერ მეტია, ვიდრე ვაშლში! ატმის ახალგამოწურული წვენი და ხილფაფა არ აღიზიანებს კუჭს, ხოლო შეკრულობის დროს სამკურნალოდაც გამოდგება. ამ მიზნით
ჩვილებს 8-9 თვიდან ურჩევენ 50 მლ ატმის ახალგამოწურულ წვენს ჭამამდე 15 წუთით ადრე.


მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
13-07-2019