დღენაკლულ ბავშვთა კვების თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღენაკლულ ბავშვთა კვების თავისებურებანი

ნაადრევად დაბადებულ ბავშვს ათავსებენ დახურულ კიუვეზში, სადაც მისთვის ოპტიმალური ტემპე-რატურა და ტენიანობაა. ასეთი რეჟიმის წყალობით ბავშვის ორგანიზმი მინიმალური ოდენობით კარგავს სითბოსა და წყალს. ზოგიერთ დღენაკლულს დაბადებისთანავე სჭირდება რეანიმაციული ჩარევა, ამიტომ ძუძუსთან მისი მაშინვე მიყვანა გაუმართლებელია. ძუძუ მდგომარეობიდან გამოყვანის შემდეგაც კი დიდი სიფრთხილით უნდა მივცეთ. წოვის ან ყლაპვის რეფლექსის სისუსტის შემთხვევაში ბავშვს საკვებს აძლევენ ზონდით, რომელსაც 2-3 დღე ტოვებენ კუჭში. რძე ზონდში შპრიცით შეჰყავთ. დღენაკლული ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. ბუნებრივი კვება ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მის ნორმალურ განვითარებას.

პირველ დღეებში ბავშვს თითო ჯერზე 5-დან 10 მლ-მდე რძეს აძლევენ, შემდგომ ულუფას თანდათან ზრდიან. აუცილებელი ულუფის გამოსათვლელად გამოიყენება ფორმულა, რომლის მიხედვით სხეულის მასის ყოველ 100 გრამზე საჭიროა იმდენი რძე, რამდენი დღისაც არის ახალშობილი, პლუს 10. დღენა-კლული ბავშვის ულუფა იანგარიშება კალორიების ოდენობით კილოგრამ წონაზე, იმის გათვალისწი-ნებით, რომ 100 მლ ქალის რძე 70 კილოკალორიას შეიცავს. უკეთ გასაგები რომ იყოს, მოვიყვანთ მაგა-ლითს: 10 დღემდე ასაკის დღენაკლულ ბავშვს, რომელიც 2000 გრამი წონისა დაიბადა, ესაჭიროება 100 კკალ კილოგრამ წონაზე, ე.ი. 200 კკალ დღე-ღამეში. 100 მლ დედის რძე 70 კკალ-ს შეიცავს. შესაბამისად, 200 კილოკალორია 285 მლ-ია. ახლა ეს რიცხვი გავყოთ შვიდზე - იმდენზე, რამდენჯერაც უნდა ვკვებოთ ბავშვი დღე-ღამის განმავლობაში. გამოდის, რომ 10 დღის დღენაკლულმა ახალშობილმა თითოეულ ჯერზე უნდა მიიღოს 40 მლ დედის რძე.

 

კვების რაციონი

დღენაკლული ბავშვის რაციონში უნდა ჩავრთოთ ცილა, თუმცა არა უადრეს სამი კვირისა. დამატებითი ცილის მიცემა რეკომენდებულია მაწვნის ან კეფირის სახით, რომელსაც ამატებენ დედის რძეს - 5 მლ-ს დღეში 2-3-ჯერ. თანდათანობით შეიძლება, მისი ოდენობა 10 მლ-მდე გავზარდოთ და ბავშვს დღეში 4-5-ჯერ მივცეთ. 1 თვიდან დასაშვებია, პატარას მივცეთ ხაჭოც, თავდაპირველად - 2-5 გრამი (1/2-1 ჩაის კოვზი), შემდეგ კი - 10-15 გრამი დღეში. ხაჭო უნდა შევურიოთ დედის რძეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ: რაციონში ნებისმიერი პროდუქტის შეტანამდე პედიატრს უნდა შეუთანხმდეთ! ნაადრევი მშობიარობის დროს დედას ხშირად უვითარდება ჰიპოგალაქტია ან გალაქტია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის გადაყვანა შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე - ადაპტირებულ რძემჟავა ნარევებზე.

მე-4 თვიდან დღენაკლულ ბავშვებს დამატებით საკვებს აძლევენ. მის მიცემას იწყებენ სიფრთხილით, ძალიან პატარა ულუფებით და ეტაპობრივად. პირველი დამატებითი საკვები, ჩვეულებრივ, ბოსტნე-ულის პიურე ან შვრიის ფაფაა, რომელსაც ნახევრად რძეზე ამზადებენ. დღენაკლული ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონში ვიტამინების დროულ ჩართვას. პატარას პირველსავე დღეებში უნიშნავენ 0,05გ ჩ ვიტამინს და 0,001გ B6 ვიტამინს, 2-3-ჯერ. 2 თვიდან აძლევენ ხილისა და ბოსტნეულის ნატურალურ წვენს, თავდაპირველად - 2-3 წვეთს. 3 თვიდან შეიძლება 15-20 მლ-მდე წვენის მიცემა, 6 თვიდან - 40-50მლ-ისა.

სითხეზე დღენაკლული ბავშვის მოთხოვნილება პირველ თვეებში ასეთია: 200 მლ წონის ყოველ კილო-გრამზე. ამ ოდენობაში შედის რძეც. 100 მლ რძეში 87 მლ-მდე წყალია. დამატებითი სითხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად საჭიროა განისაზღვროს იმ სითხის ოდენობა, რომელსაც იგი სვამს და ეს რიცხვი გამოაკლდეს სასურველს. დანაკლისის ასანაზღაურებლად შეიძლება მივცეთ ჩაი. 1 თვის ბავშვს, რომლის წონა 2000 გრამია, დღე-ღამეში 400 მლ წყალი სჭირდება. რძესთან ერთად იგი 350მლ-ს იღებს. ესე იგი, დამატებით 50მლ სჭირდება. დამატებით სითხეს ვაძლევთ უმთავრესად კვებათა შორის არსებულ ინტერვალში ან ღამით, გაღვიძებისას. ჩვილის, მით უმეტეს, დღენაკლული ჩვილის კვება სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. აუცილებელია, რაციონში ყოველი ახალი პროდუქტის შეტანა პირად პედიატრთან იყოს შეთანხმებული. ამით თავიდან ავიცილებთ არასასურველ გართულებებს, რომლებთან გამკლავებაც უმწიფარ ორგანიზმს გაცილებით მეტად უჭირს.