როგორც გაირკვა, დედის რძე, რომლითაც ჩვილი სიცოცხლის პირველ თვეებში იკვებება, საჭირო საკვები ნივთიერებების გარდა (მინერალები, ვიტამინები და სხვა), ბაქტერიციდული მოქმედებით გამორჩეულ რამდენიმე ნივთიერებასაც შეიცავს, შესაბამისად, ახალშობილის იმუნური სისტემა ძლიერდება და ორგანიზმს იცავს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისაგან.
მეცნიერთა განცხადებით, დედის რძე აღნიშნულ მოქმედებას ჩვილის ორგანიზმზე პირველი ორი თვის განმავლობაში ახდენს. შესაბამისი კვლევებით დადგინდა, რომ რძეში შედის ცილა ლაქტორფერინი. ეს
ამ ეტაპზე კვლევები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ცილა ლაქტორფერინის საფუძველზე შესაძლებელია ჩვილებისათვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატის შექმნა. ამ უკანასკნელის გამოყენება შესაძლებელი იქნება ჩვილის სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზე, რაც მთავარია, პრეპარატს არ ექნება გვერდითი მოვლენები, რადგან ის მხოლოდ სამიზნე უჯრედებზე იმოქმედებს. Eამგვარად, ეს იქნება ეფექტური და უსაფრთხო ანტიბიოტიკი ახალშობილებისთვის.
თინათინ გოცაძე