ცხელ წყლებში კიბოს საწინააღმდეგო ვირუსი აღმოაჩინეს
შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის საფუძველი გახდეს. ახალი ვირუსის სახელწოდებაა Acidianus.
ვირუსის გამოსაკვლევად, მეცნიერებმა გამოიყენეს ორი მეთოდის - კრიოელექტრონული მიკროსკოპიისა და რენტგენული კრისტალოგრაფიის კომბინაცია. კვლევამ ვირუსის უნიკალური თავისებურება აჩვენა - მას შეუძლია კვერცხისმაგვარი ფორმიდან მომენტალურად გარდაიქმნას ცილინდრულად.
მეცნიერების აზრით, აღნიშნული ტრანსფორმაცია, სავარაუდოდ, ვირუსს სხვადასხვა უჯრედში ეფექტურად ჩანერგვის და საკუთარი დნმ-ისა და რნმ-ის კოპირების საშუალებას მისცემს. სწორედ ამ თავისებურების მედიცინაში გამოყენებაა აქტუალური. შესაძლებელია ვირუსი გადააქციონ წამლების გადამტანად, „დატვირთონ“ პრეპარატით ან აუცილებელი გენეტიკური ინფორმაციით და შემდეგ ჩანერგონ კიბოს უჯრედებში.
ლალი ჩხიკვაძე