რუსეთში კიბო შიმშილით დაამარცხეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რუსეთში კიბო შიმშილით დაამარცხეს

სიმსივნური უჯრედების ზრდის შეჩერება შეძლეს. სპეციალისტებმა კიბოს შიმშილობა „აიძულეს“.

კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, სრულად დაითრგუნება თუ არა ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარება უჯრედებისათვის საკვებ ნივთიერებათა მიწოდების შეწყვეტის ხარჯზე.

“ცნობილია, რომ აუტოფაგია (თვითშანთქმა) შეიძლება გამოწვეული იყოს საკვებ ნივთიერებათა ნაწილობრივი შეზღუდვით. ჩვენ დავინტერესდით რა დგას ამის უკან და სწორედ ამის მექანიზმი შევისწავლეთ”, - აღნიშნა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა ბორის ჟივოტოვსკიმ.

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა გაზარდეს ”უკვდავი” სიმსივნური უჯრედების ორი კოლონია და მათ კვება შეუწყვიტეს. ამის შემდეგ ისინი აკვირდებოდნენ მოშიმშილე წარმონაქმნის ცვლილებებს უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე. ბიოლოგებმა შენიშნეს, რომ საკვებ ნივთიერებათა დეფიციტის პირობებში დნმ-ის გარკვეული უბნებისა და შესაბამისი ცილების აქტივობა მნიშვნელოვნად ქვეითდებოდა. უფრო კონკრეტულად, უჯრედის თვითგანადგურებისაგან დამცავი Mcl-1 გენის აქტივობა საგრძნობლად იკლებდა, სიმსივნური უჯრედები გარე გამღიზიანებელთა მიმართ მდგრადობის უნარს კარგავდნენ, სპეციალისტები კი ცდილობდნენ მათი დნმ-ჯაჭვების რღვევას.

ჟურნალ BBA General subjects-ში გამოქვეყნებულ შრომაში ხაზგასმულია ისიც, რომ ანალოგიური ეფექტის მიღება შეიძლება ისეთი ქიმიური პრეპარატის მოქმედებითაც, რომლებიც Mcl-1 გენის შესახებ ინფორმაციის მატარებელ მოლეკულებს სიმსივნისათვის უხილავს ქმნის. ბოლო წლების განმავლობაში მკვლევარებმა არაერთი ასეთი პრეპარატი შექმენს. ერთ-ერთი მათგანია პრეპარატი ABT-293, რომელმაც აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან შემოწმება უკვე გაიარა.

არსებული ანალოგები ბლოკავენ Mcl-1 გენის მუშაობას არა მხოლოდ დაზიანებულ, არამედ ჯანმრთელ უჯრედებშიც. რუს მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი მიგნება დაეხმარება სხვა აღმოჩენებს და კიბოს დამარცხებას ხელს შეუწყობს.

თინათინ გოცაძე