ცხენისწაბლას გელის დახმარებით სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიებზე იქნება შესაძლებელი
ფლუორესცენცული გელის შესაქმნელად გამოიყენეს. ასეთი გელი ამარტივებს სიმსივნის გამოვლენას მაგნიტო-რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ულტრასონოგრაფიის დროს.
სიმსივნის ვიზუალიზაციის პროცესში, სინათლის სხივი იფანტება და შთაინთქმება ქსოვილების მიერ. ესკულინის გელს გააჩნია ფლუორესცენტული და სცინტილაციური თვისებები (შეუძლია მაიონიზირებელი გამოსხივების შთანთქმისას სინათლის გამოსხივება). მას შეუძლია იმოქმედოს სიმსივნეში სინათლის გამოსახულებაზე. სპეციალისტების აზრით, სიმსივნე, რომელიც გელის გარეშე ძნელად შესამჩნევია, მისი გამოყენების შემდეგ, ლურჯად ანათებს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცხენისწაბლას ფოთლები ეფექტურია ეგზემით გამოწვეული, მოტეხილობასთან, დაჭიმვასთან, ართრიტთან დაკავშირებული ანთების, სახსრების ტკივილის დროს. მკვლევარების აზრით, ახალი გელის დახმარებით, სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიებზე იქნება შესაძლებელი.
ლალი ჩხიკვაძე
ცხენისწაბლა თრომბოზების და გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ