კიბოს გამომწვევი ბაქტერია, რომელიც კოვზით, ფინჯნით, კოცნით ვრცელდება
ჰელიკობაქტერიის მტარებელია. ამ პრობლემაზე, საზოგადოდ, ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა, კვლევები ვერაგი, ონკოგენური ბაქტერიის (რომელიც მუდმივად განიცდის მუტაციას) შესასწავლად კვლავინდებურად არ წყდება.
სულ უფრო მეტად იხვეწება ამ ბაქტერიით დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა თუ პროფილაქტიკის მეთოდები.
Helicobacter pylori გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მთავარი მიზეზია. კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო სააგენტომ (IARC) Helicobacter pylori პირველი კლასის კანცეროგენად განსაზღვრა (დააკლასიფიცირა). ამ ბაქტერიას შეუძლია აუტოიმუნურ რეაქციათა მთელი კასკადის გაშვება. ინფექციის გადაცემა ხდება საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით, კოვზით, ფინჯნით, კოცნით, ასევე ფეკალურ-ორალური გზით (ე.წ. ჭუჭყიანი ხელების დაავადება).
საყურადღებოა ისიც, რომ კანისა და არა მარტო კანის ბევრ პათოლოგიას სწორედ ჰელიკობაქტერიას უკავშირებენ, კერძოდ, ატოპიურ დერმატიტს, როზაცეას, აკნეს, ფსორიაზს, სხვადასხვა დერმატოლოგიურ და სისტემურ პათოლოგიებს.
თინათინ გოცაძე