С ვიტამინს მძლავრ ქიმიოთერაპიაზე უფრო ქმედითი ეფექტი აღმოაჩნდა
С ვიტამინი უტევს ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის შეცვლილ უჯრედებს და კლავს მათ.
С ვიტამინი, ორგანიზმში მოხვედრისას ახდენს სიმსივნისათვის საშიში ნაერთების გამომუშავების პროვოცირებას. მათ მიეკუთვნება წყალბადის ზეჟანგი. ნაერთები ბლოკავენ ფერმენტ GLUT1 მოქმედებას, რომელიც უჯრედებში გლუკოზის და სხვა შაქრების გადამტანია.
ექსპერიმენტის დროს, თაგვების მუცლის არეში შეჰყავდათ კანცეროგენული ნაერთები, რაც იწვევდა პოლიპების წარმოქმნას. ამის შემდეგ თაგვებს С ვიტამინის დიდ დოზებს (დაახლოებით 200 ფორთოხალში არსებული რაოდენობის იდენტური) აწვდიდნენ. ცხოველებს არა მარტო სიცოცხლე უნარჩუნდებოდათ, არამედ კიბოზეც იმარჯვებდნენ.
ლალი ჩხიკვაძე