პროდუქტები, რომლებსაც ძლიერად გამოხატული ანტისიმსივნური მოქმედება გააჩნია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროდუქტები, რომლებსაც ძლიერად გამოხატული ანტისიმსივნური მოქმედება გააჩნია

დროთა განმავლობაში ქსოვილთა განახლების პროცესში უამრავი მუტანტი უჯრედი წარმოიქმნება. ისინი მკვეთრად განსხვავდება ჯანმრთელი უჯრედებისაგან. ორგანიზმის იმუნური სისტემა ამოიცნობს და ანადგურებს მუტანტ უჯრედებს. ასაკთან ერთად იმუნური სისტემა უფრო და უფრო სუსტდება. სუსტ და დაუძლურებულ იმუნურ სისტემას კი აღარ შესწევს მუტანტი უჯრედების ამოცნობისა და განადგურების უნარი. შესაბამისად, "მახინჯი", პათოლოგიური უჯრედები სულ უფრო მრავლდება. ასე აღმოცენდება სიმსივნური წარმონაქმნი ორგანიზმში.

სამწუხაროდ, სიმსივნური პათოლოგია დედამიწის მოსახლეობის 40 %-ს აღენიშნება.

ბუნებრივია იბადება კითხვა - როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ არ მივცეთ მას დასუსტება-დაბერების საშუალება?

საყურადღებოა ერთი დეტალი - მცენარეთა ორგანიზმს ადამიანის ანალოგიური იმუნური სისტემა არ გააჩნია, თუმცა გარემოს მავნე ზემოქმედებისგან მცენარეები მაინც დაცულნი არიან. დაცვას უზრუნველყოფს მათ შემადგენლობაში შემავალი სპეციალური ნივთიერებები:

სულფორაფანი - ბროკოლში

ლიკოპინი - პომიდორში

კვერცეტინი - ვაშლში

ანტოციანები - შავ ქლიავში

ელაგის მჟავა - ბროწეულში

კურკუმინი - კურკუმაში

ლუითეოლინი - პიტნასა და ბეგქონდარაში

აპიგენინი - კამასა და ოხრახუშში

კაპსაიცინი - წითელ წიწაკაში

ყველა ჩამოთვლილ ნივთიერებას აქვს ძლიერად გამოხატული ანტისიმსივნური მოქმედება. ბოლო პერიოდში ამ ნივთიერებათა საფუძველზე სიმსივნის საწინააღმდეგო არაერთი პრეპარატი შეიქმნა. სიმსივნური პათოლოგიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, იმუნური სისტემის გაძლიერება. ამისათვის ყოველდღიურად უნდა მიირთვათ უმი ხილი და ბოსტნეული, თანაც უხვად!

თინათინ გოცაძე