საშიშია თუ არა ჰემანგიომა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

საშიშია თუ არა ჰემანგიომა

საშიშია თუ არა ჰემანგიომა
მეცნიერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰემანგიომა (ზოგადად ჰემანგიომატოზი) სისხლძარღვთა თანდაყოლილი დეფექტის (მანკის) საფუძველზე აღმოცენდება . კანის ჰემანგიომა მისი დერმოიდული შრის სისხლძარღვთა განვითარების მანკია. მისი ტრავმირება სახიფათოა ადამიანისათვის სისხლდენის განვითარების გამო. ჰემანგიომა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა ("ჰემა" _ სისხლი, "ანგეონ" _ ძარღვი) და სისხლძარღვის კედლიდან განვითარებულ კეთილთვისებიან სიმსივნეს აღნიშნავს. გავრცელების მიხედვით ჰემანგიომები კეთილთვისებიანი სიმსივნეების 25 %-ს, ხოლო რბილი ქსოვილების სიმსივნეთა 45 %-ს შეადგენს.

კანის კაპილარული ჰემანგიომა

კანის კაპილარული ჰემანგიომა (ლაქოვანი, მარტივი, ბრტყელი) ხასიათდება ბრტყელი ან კიდევ კანის ზედაპირიდან რამდენადმე წამოწეული ვარდისფერი, წითელი ან
მოლურჯო-მეწამული ფერის ლაქებით, რომლებიც ზეწოლისას ფერმკრთალდება და ნაწილობრივ ფერსაც იცვლის. დიასკოპიისას ანუ სპეციალური მინის ფირფიტით კანის უბნების დათვალიერებისას აღნიშნული ლაქები ზოგჯერ ქრება კიდეც. კაპილარული ჰემანგიომის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს ტელეანგიოექტაზიური (ვარსკვლავისებრი) ჰემანგიომა, რომელიც წარმოდგენილია თავისებური ლაქებით. ეს უკანასკნელი შედგება ცენტრალურად განთავსებული წერტილისაგან, რომლისგანაც რადიალურად მიემართება წვრილი,
გაფართოებული სისხლძარღვები.
ჰემანგიომას, რომელშიც ჭარბობს შემაერთებელ-ქსოვილოვანი კომპონენტები, განსხვავებულია კონსისტენციითა და სიმკვრივით, ეწოდება ანგიოფიბრომა. კაპილარული ჰემანგიომის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს აგრეთვე ანგიოკერატომა. კაპილარული ჰემანგიომა ხასიათდება ძირითადად ინფილტრაციული ზრდით.

შედარებით იშვიათია რაცემიული ჰემანგიომა, რომელიც შედგება სქელკედლიანი არტერიებისა და ვენური ძარღვების ტოტებისაგან. სიმსივნე ასეთ დროს თანდაყოლილ სიმახინჯეს გვაგონებს, ლოკალიზდება ძირითადად თავისა და კისრის არეში. კუნთშიდა ჰემანგიომა (კაპილარული, კავერნოზული ან არტერიოვენოზული) გამოირჩევა ინფილტრაციული ზრდით, აზიანებს არა მხოლოდ კუნთებსა და მყესებს, არამედ გარემომცველ ცხიმოვან ქსოვილსა და კანს. ჰისტოლოგიურად ჰემანგიომაში ზოგჯერ სისხლძარღვოვან წარმონაქმნებთან ერთად გვხვდება ცხიმოვანი, ფიბროზული და გლუვკუნთოვანი ელემენტები. არსებობს სისხლძარღვთა სისტემური ხასიათის სიმსივნური ზრდა _ ჰემანგიომატოზი, რომელიც უხშირესად აზიანებს მთელს კიდურს ან მის პერიფერიულ ნაწილს.

ჰემანგიომების მკურნალობა

ჰემანგიომების მკურნალობა სასურველია მათი აღმოჩენისა და დიაგნოზის დაზუსტებისთანავე დაიწყოს.
დღეისათვის ჰემანგიომების სამკურნალოდ შემდეგი მეთოდები გამოიყენება:
  • ქირურგიული,
  • კრიოთერაპია,
  • სკლეროთერაპია,
  • ელექტროკოაგულაცია,
  • სხივური თერაპია.
აღნიშნულ მეთოდებს შორის წამყვანი ქირურგიული მკურნალობაა. სწორად ჩატარებული ოპერაცია (ანუ სიმსივნის სრულფასოვნად ამოკვეთა) სრულ განკურნებას განაპირობებს. რეციდივი (ანუ დაავადების კვლავ შემობრუნება, თითქოს გამქრალი მოვლენის გამეორება) სიმსივნის ელემენტების არასრულ ამოკვეთაზე მიუთითებს და სრულებით არ ნიშნავს მის ავთვისებიან მიმდინარეობას.

ავტორი თინათინ გოცაძე


იხილეთ აგრეთვე ყველაფერი ჰემანგიომებზე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
უსაფრთხო პრენატალური ფორმულა -90აბი
ფასი: 74.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ლეიკემიის, მიელომისა და ლიმფომის წილად ონკოლოგიურ დაავადებათა 10 % მოდის. აღნიშნული და სხვა ბევრი სიმსივნე
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც კიბოს გამანადგურებელი
მუცლის ღრუს ორგანოების, ანუ აბდომინური ორგანოების პათოლოგიები აქტუალური პრობლემაა როგორც კაცებში,
უკვე დადგენილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ქალებთან სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი რამდენადმე
მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიბოთი თანამედროვე ადამიანების წინაპრები ავადობდნენ. ამ დაავადების კვალი აღმოაჩინეს
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად