რას ჰყვება ონკოქირურგი ილია გოცაძე სამედიცინო შეცდომების შესახებ - უნდა იმკურნალოს თუ არა ონკოპაციენტმა საქართველოში?
„ერთადერთი რეალურად ობიექტური გზა, რომლითაც ნებისმიერი სამედიცინო დარგში მკურნალობის შედეგები და ეფექტურობა ფასდება, არის სტატისტიკური ანალიზი! სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.ამიტომაც ერთი კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე ყველა ექიმზე მსჯელობა ( თან მტკიცებულობების გარეშე) — ეს არის უხეში მანიპულაციაა, რომლის უკან გარკვეული მიზნები და ინტერესები არსებობს.
ონკოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა. აქ ეფექტიანი მკურნალობა და პაციენტის გადარჩენა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი — არა იმიტომ, რომ ვინმე „ცუდად მუშაობს“, არამედ იმიტომ, რომ დაავადების ბიოლოგია და მისი გავრცელების მექანიზმები ხშირად უფრო კომპექსურია, ვიდრე თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები.
ობიექტური რეზულტატები და გადარჩენადობის პროცენტულობა ყველა ონკოდაავადების ცნობილია. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო სტატისტიკა რომელიც დღეს ყველასათვის ღიად მისაწვდომია. ამერიკაში, ევროპაში, იაპონიაში , სამხრეთ კორეაში ღიად ლაპარაკობენ გადაცდომებზე. ჩვენტან კი ექიმი ხშირად დაუცველია.
მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ პაციენტებმა იმკურნალონ სხვა ქვეყნებში — ზოგჯერ ეს მართლა საჭიროა. მაგრამ ერთი პირობა უნდა იყოს ურყევი: ეს უნდა ხდებოდეს ხარისხიანად, მიუხედავად იმისა, სად მკურნალობენ — აქ თუ უცხოეთში.
და აქ ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები:ვინ აკონტროლებს ჩვენი პაციენტების მკურნალობის ხარისხს საზღვარგარეთ როცა მკურნალობენ?
ვინ აკეთებს სტატისტიკურ ანალიზს, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ის რეკომენდაციები და მკურნალობა, რომელსაც პაციენტი საზღვარგარეთ იღებენ?და ასევე ვინ იცავს ჩვენი პაციენტების უფლებებს როცა ისინი საზღვარგარეთ მკურნალობენ?
რამდენად ეფექტურად იხარჯება ფინანსური რესურსები?კონტროლის და სტატისტიკური ანალიზის გარეშე ობიექტური მონაცემები უცნობია. შესაბამისად გაგრძელდება სპეკულაციები და პაციენტები ვერ იქნებიან უსაფრთხოებაში.როგორც მე ვიცი ესეთი ანალიზი არ ტარდება. ისევე, როგორც სისტემურად არ ფასდება საქართველოში ონკოლოგიური მკურნალობის შედეგებიც სხვა ქვეყნებთან შედარებით ან ჩვენი შიდა დინამიკის შასაფასებლად. ამის გარეშე წინსვლა არ იქნება.
მე დარწმუნებული ვარ: თუ ჩატარდება ობიექტური კვლევა და შედეგების რეალური სტატისტიკური შედარება, ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.ბევრ შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში პაციენტებს ხშირად სრულიად ნორმალურად და ადეკვატურად მართავენ და ვმკურნალობენ.
თან ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება ის მიმართულებებიც, სადაც ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო.და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც დიდი ალბათობით გამოვლინდება: ზოგადად, უცხოურ კლინიკებსა და საქართველოს შორის ონკოლოგიური შედეგები ისეთი რადიკალურად განსხვავებული არ იქნება, როგორც ამას ზოგჯერ წარმოგვიდგენენ.
როგორც შედეგი გამოიკვეთება თუ რა არის რეალურად გასაკეთებელი იმისათვის რომ პაციენტებმა იცოდნენ რომ მათი დაავადება სრორად იმართება.მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების ემოცია, რომლებმაც საქართველოში ვერ მიიღეს მკაფიო და გასაგები ახსნა, და ამის გამო საზღვარგარეთ წავიდნენ. მაგრამ აქ არის ერთი ფაქტორი, რომელიც პირადად მე ძლიერ მაფიქრებს: სადაც არ უნდა იყოს პაციენტი, უცხოურ კლინიკაში მისი უფლებების დაცვა ვერ ხორციელდება. პაციენტები და მათი ახლობლები ავტომატურად ენდობიან ყველაფერს, რასაც ეუბნებიან — მხოლოდ იმიტომ, რომ „ეს უცხოეთია“ და "მათ უკეთესად იციან". ვიდეორგოლში ცოტა სხვა რეალობაა ასახული. ყოველთვის ეს მასე არ არის.
ონკოლოგები ამას დაადასტურებენ: თითქმის ყველა ჩვენგანს ჰყავს უამრავი პაციენტის მაგალითები, რომელსაც საქართველოს გარეთ დაუსვეს არასწორი დიაგნოზი, ჩაუტარეს არადეკვატური მკურნალობა, ან ურჩიეს უკიდურესად ძვირადღირებული თერაპია, რომელიც თავიდანვე აშკარაა, რომ ეფექტიანი არ იქნება. ხშირად პაციენტებს უსაფუძვლოდ ამშვიდებენ და ზედმეტ იმედს აძლევენ. მე იშვიათად მხვდება პაციენტი, ვისაც ვინმე მშვიდად, პატიოსნად და სწორად აუხსნა დაავადების პროგნოზი — მათ შორის ისიც, რომ საბოლოო შედეგი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორსაც თავად ელოდებიან.
მე არ ვამბობ რომ ეს სისტემატურად ხდება. თუმცა არც ისე იშვიათია ესეთი ქეისები. ოღონდ ამაზე არ ლაპარაკობენ.ქართველ ონკოლოგებს ძალიან ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ დისკრედიტაციას უკეთებენ. და სამწუხაროდ თითქმის არავინ გვიცავს. ობიქტურობა იშვიათად ჟღერდება.დეზინფორმაცია, არასათანადო უპასუხისმგებლო რჩევები და ონკოლოგიის შესახებ არასწორი წარმოდგენები ზოგჯერ უფრო საშიშია, ვიდრე თვითონ ონკოლოგიური დაავადება. მე მჯერა, რომ პაციენტმა და მისმა ოჯახმა უნდა ეცადონ თავადაც გაერკვნენ დაავადებაში, რომ რეალისტურად დაინახონ თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები რათა უკეთ იყვნენ დაცულები. ონკოლოგიაში მეორე და მესამე აზრის მოსმენა — ეს აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა. მაგრამ თუ პაციენტი კონსულტაციაზე უფრო მომზადებული მივა, გაირკვევა საკუთარ დაავადებაში, უკეთ დაუსვამს შეკითხვებს და უკეთ მიხვდება პასუხებს, მისი მოტყუების და დეზინფორმირების ალბათობა მკვეთრად შემცირდება. შესაბამისად პაციენტებს და მათ ახლობლებს მეტი შანსი ექნებათ რომ სრორ გზას დაადგნენ.
გადაცდომები ხდება ყველა კლინიკაში — ეს თანამედროვე მედიცინაში კარგად შესწავლილი ფაქტია. ჩვენთან უყვართ დემონიზირება. საქართველოში ხშირად არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი. ან «მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს», ან «ჩვენმა ექიმებმა არაფერი არ იციან და დასახვრეტები არიან».საქართველოში ონკოლოგიის სფეროში რეფორმები და გამჭვირვალე ეროვნული სტრატეგიის შექმნა უკიდურესად აუცილებელია.
ონკოლოგიის დარგის გაუმჯობესება რეალისტურია — ბევრ მიმართულებაში საქართველო უკვე კარგ დონეზეა განვითარებული. მაგრამ არის სფეროებიც, სადაც ხარისხობრივი გაუმჯობესება საჭიროა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სპეციალისტების მოსმენა, შემდეგ კი 5–10 წლიან პერსპექტივაზე განვითარების გეგმის ჩამოყალიბება, მკაფიო მიზნებით: ყველა ონკოლოგიური მიმართულება მივიყვანოთ საერთო, ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ სტანდარტთან. ეს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია“.