როგორია თირკმლის კიბოს სიმპტომები
თირკმლის კიბო ადრეულ სტადიაზე შეუმჩნეველია და, შესაბამისად, ჩვეულებრივ, არ იწვევს სიმპტომებს.
სიმსივნის ზრდისას, თირკმლის პირველადი სიმსივნე შეიძლება იგრძნობოდეს მუცლის პალპაციით.
მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური ცვლილებები.
შეიძლება გამოვლინდეს ჰემატურია (ერითროციტების არსებობა შარდში). ეს სიმპტომების კლასიკური ტრიადაა.
პაციენტებმა შეიძლება თავად შეამჩნიონ სიმსივნე მუცლის არეში. ასევე შეიძლება უჩიოდნენ:
- სისხლს შარდში,
- ტკივილს წელის არეში,
- ჰიპერტენზიას (მაღალი არტერიული წნევა).
ავთვისებიანი სიმსივნეების, მათ შორის თირკმლის კიბოს გამორიცხვის მიზნით გამოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუ აღინიშნება:
- სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მატება,
- ქვედა კიდურების შეშუპება,
- მუცლის კანქვეშა ვენების გაგანიერება (და მამაკაცებში, სათესლე პარკის ვენების),
- ხველა,
- ქოშინი,
- ძვლების ტკივილი,
- ძვლების მოტეხილობები,
- თავის ტკივილი ან ნევროლოგიური დარღვევები.
თირკმლის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და მდებარეობაზე. დროული მკურნალობის შემთხვევაში, ორგანოს გადარჩენა შესაძლებელია. თუ თირკმლის გადარჩენა შეუძლებელია, მეორე თირკმელი იღებს დაკარგული ორგანოს ფუნქციებს და შეუძლია სათანადოდ გაწმინდოს სისხლი აზოტოვანი ნარჩენებისგან და შეასრულოს თირკმლის სხვა ფუნქციები.