ტვინის კიბოს 7 ადრეულ შესაძლო სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტვინის კიბოს 7 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მარტივად შეიძლება გამოგრჩეთ

უმეტეს შემთხვევაში, ეს მომენტები სრულიად უვნებელია და გამოწვეულია სტრესით, დაღლილობით ან უბრალოდ გადატვირთული გონებით. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, ასეთი სიმპტომები შეიძლება ბევრად უფრო სერიოზულ დაავადებაზე — ტვინის სიმსივნეზე — მიუთითებდეს.

თავის ტვინის სიმსივნე ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინში უჯრედები უკონტროლოდ მრავლდებიან. სიმსივნის ხარისხები და ტიპები დამოკიდებულია ამ უჯრედთა ზრდასა და განვითარებაზე. ზოგადად, პირველი და მეორე სტადიის სიმსივნე დაბალი ხარისხისაა და მისი მკურნალობაც, შედარებით, მარტივია. ხოლო მესამე და მეოთხე ტიპის სიმსივნეები უკვე მაღალი ხარისხის სიმსივნეთა ჯგუფს განეკუთვნება.

როგორ უნდა გავარჩიოთ ტვინის სიმსივნის ნიშნები ჩვეულებრივი ტკივილებისგან? ონკოლოგიური დიაგნოსტირების სპეციალისტმა, ლაურა სტენდენმა, გააზიარა კვლევის შედეგები, რომლებიც ტვინის სიმსივნის ადრეულ გამოვლენას ეხებოდა. მკვლევარმა დააჯგუფა ის ადრეული სიმპტომები, რომლებსაც პაციენტები ხშირად ასახელებდნენ, ხოლო მოგვიანებით კი, ამ ადამიანებს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდათ.

ბუნებრივია, ამ სიმპტომებიდან ერთის ან რამდენიმეს არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ტვინის სიმსივნე გაქვთ. მაგრამ თუ იგრძენით, რომ რაღაც მუდმივად არ არის წესრიგში ან თქვენს სხეულს ცვლილებებს ამჩნევთ, მიზანშეწონილია, მიმართოთ ექიმს. სტატიაში კი ტვინის კიბოს 7 ადრეულ შესაძლო სიმპტომს გიზიარებთ:

1. სიტყვების გახსენების გაძნელებ

კვლევის ფარგლებში, ზოგიერთმა ადამიანმა ტვინის სიმსივნის განვითარების ადრეულ ეტაპზე შეამჩნია, რომ უჭირდა კონკრეტული სიტყვების გახსენება, სრულყოფილი წინადადებების ფორმირება ან საუბარში ჩართვა დაყოვნების გარეშე. ერთმა პაციენტმა თქვა, რომ ეს გამოცდილება არაბუნებრივად და უცნაურად ჩათვალა, თუმცა იმ დროს ყურადღება არ მიაქცია. სიტყვების პოვნის სირთულე ზოგჯერ შეიძლება დაღლილობის, სტრესის ან შფოთვის შედეგი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს სიმპტომი გრძელდება ან უეცრად ჩნდება, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

2. გონების დაბინდვა

რამდენიმე პაციენტმა აღწერა გონების ზოგადი დაბინდულობა — ფოკუსირების, მკაფიო აზროვნებისა და ინფორმაციის დამახსოვრების გაძნელება. მაგალითად, ერთ-ერთმა პაციენტმა ოჯახის ექიმთან ვიზიტი დაჯავშნა, მაგრამ იმ დროისთვის, როცა შეხვედრის დღე დადგა, საერთოდ დაავიწყდა, რატომ ჰქონდა ჩანიშნული ვიზიტი. გონების დაბინდვას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს — მენოპაუზა, ცუდი ძილი, სტრესი და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ გონების დაბინდვას სხვა ნევროლოგიური ცვლილებებიც ერთვის, მაგალითად, მეტყველების ან მხედველობის გაძნელება, ეს სერიოზული სიმპტომებია და ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

3. დაბუჟება ან ჩხვლეტა

ზოგი პაციენტი აღწერდა ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნებას, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში იგრძნობოდა. ჩამოთვლილ სიმპტომებს შორის იყო სახის, ენის და პირის შიდა მხარის ნახევრად დაბუჟება. რეალურად ეს სიმპტომები მაშინ მჟღავნდება, როცა სიმსივნე ზემოქმედებს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილთან სენსორულ და მოტორულ სიგნალებს გზავნიან ან იღებენ.

4. მხედველობის დარღვევა

მხედველობის ცვლილებები ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი ადრეული ნიშანია. კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი პაციენტი ტელევიზორის ყურებისას მიხვდა, რომ კადრს გაორებულად ხედავდა და ჩათვალა, რომ უბრალოდ ახალი სათვალე სჭირდებოდა. მხედველობის ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს მრავალი მიზეზი: თვალების გადაღლა, მიგრენი და სხვა. თუმცა უეცარი ან უჩვეულო ცვლილებები განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს სხვა ნევროლოგიურ სიმპტომებს, როგორებიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეტყველების გაძნელება, სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ერთ მხარეს, აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო შემოწმებას.

5. არეული ხელწერა

რამდენიმე პაციენტმა შენიშნა, რომ მათი ხელისა და თვალის კოორდინაცია შეიცვალა. ერთ-ერთმა გაიხსენა, რომ შეხვედრის დროს ჩანაწერებს აკეთებდა და უცებ მისი ხელწერა ძალიან არეული გახდა. კოორდინაციის მცირე ცვლილებები ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს დაღლილობით ან ყურადღების გაფანტვით, მაგრამ თუ ხელწერა, წვრილი მოტორიკა ან ბალანსი თანდათანობით უარესდება, ეს შეიძლება მიუთითებდეს ტვინის იმ უბნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლებიც მოძრაობას აკონტროლებენ — მათ შორის წერას ან თუნდაც პერანგის ღილების შეკვრას.

6. პიროვნული ცვლილებები

ქცევის ან განწყობის ცვლილებები შეიძლება იყოს შეუმჩნეველი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანიც. ერთმა პაციენტმა იფიქრა, რომ გაღიზიანება და მოტივაციის დაკარგვა უბრალოდ გადაღლის შედეგი იყო და შესაბამისად, არც ყურადღება მიაქცია. პიროვნების ცვლილება შეიძლება ბუნებრივად მოხდეს ცხოვრების მოვლენების ან სტრესის ფონზე, თუმცა უეცარი ან მკვეთრი ცვლილებები განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა სიმპტომებიც თან ახლავს, შეიძლება უფრო სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს.

7. თავის ტკივილი

თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია და უმეტეს შემთხვევაში, არ წარმოადგენს საფრთხეს. თუმცა კვლევაში მონაწილე რამდენიმე პაციენტმა აღნიშნა, რომ ტკივილს მუდმივი ხასიათი ჰქონდა და კვირების განმავლობაში არ ქრებოდა. ზოგჯერ შეიძლება სიმპტომები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა განვითარდეს, ამიტომ თუ თავის ტკივილი აუტანელია და დროშიც გახანგრძლივდა, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

თუ მსგავსი თემებით დაინტერესებული ხართ, შემოგვიერთდით ჯგუფში მკურნალი.