რომელი საკვები ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი საკვები ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს?

ცხოვრების წესი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რომელი საკვები დაგეხმარებათ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების პრევენციაში?

კალე, ისპანახი, ჭარხალი

შეიცავენ კაროტინოიდულ ანტიოქსიდანტებს, მათ შორის ბეტა-კაროტინს, ლუტეინს და ზეაქსანტინს. სისხლში ამ ანტიოქსიდანტების მაღალი დონე ასოცირდება კიბოს რისკის შემცირებასთან.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავა, B ვიტამინი, რომელიც კონცენტრირებულია ამ ბოსტნეულში, ხელს უწყობს კიბოს რისკის შემცირებას.

ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი

შეიცავენ გლუკოზინოლატის ნაერთებს, რომლებიც ორგანიზმში გარდაიქმნება იზოთიოციანატებად. მათ აქვთ კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.

თევზი

ორაგული, სარდინი და სკუმბრია განსაკუთრებით სასარგებლოა. მათში შემავალი ომეგა -3 ცხიმები, სელენი და ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ასტაქსანტინი, ორგანიზმს კიბოსგან იცავენ.

ომეგა -3 და ომეგა -6 თანაფარდობის დაბალანსება მეტი ცხიმიანი თევზის და ნაკლებად რაფინირებული ზეთებისა და ულტრა დამუშავებული საკვების მიღება, ასევე დაგეხმარებათ სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის შემცირებაში.

ფერმენტირებული საკვები

ფერმენტირებული საკვები შეიცავს პრობიოტიკებს და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ კიბოს რისკს.

ლობიო

ლობიო მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ხელს უწყობს კიბოსგან დაცვას.

მწვანილი და სანელებლები

მწვანილი და სანელებლები შეიცავს მცენარეულ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ სარძევე ჯირკვლის კიბოსგან დაცვას. მათ შორისაა ვიტამინები, ცხიმოვანი მჟავები და პოლიფენოლის ანტიოქსიდანტები.

მთლიანი მარცვლეული

მთლიანი მარცვლეული, როგორიცაა ხორბალი, ყავისფერი ბრინჯი, ქერი, ქინოა და ჭვავი, მდიდარია მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, მათ შორის ბოჭკოებით, ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით.

მათ შეიძლება ჰქონდეთ კიბოსთან ბრძოლის ძლიერი თვისებები.

კაკალი

კაკალს ბევრი სარგებელი აქვს და არის გულისთვის სასარგებლო ცხიმების, მათ შორის ალფა-ლინოლენის მჟავის კარგი წყარო.

ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კაკლის და სხვა სახის თხილეულის დამატება დიეტაში შეიძლება დაგვეხმაროს სარძევე ჯირკვლის კიბოსგან დაცვაშიც კი.

ციტრუსები

  • ფორთოხალი;
  • გრეიფრუტი;
  • ლიმონი;
  • მანდარინი

ციტრუსები და მათი კანი სავსეა ნაერთებით, რომლებიც იცავს ორგანიზმს კიბოსგან, მათ შორის:

  • ფოლატი;
  • C ვიტამინი;
  • კაროტინოიდები, როგორიცაა ბეტა-კრიპტოქსანტინი და ბეტა-კაროტინი;
  • ფლავონოიდური ანტიოქსიდანტები, როგორიცაა კვერცეტინი, ჰესპერეტინი და ნარინგენინი

კენკრა

კენკრის რეგულარულად მირთმევამ შეიძლება შეამციროს ზოგიერთი კიბოს რისკი.

კენკრაში შემავალი ანტიოქსიდანტები, მათ შორის ფლავონოიდები და ანთოციანინები, ნაჩვენებია, რომ იცავს უჯრედულ დაზიანებას და ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებასა და გავრცელებას.

ატამი, ვაშლი, მსხალი და ყურძენი

ანტიოქსიდანტური ნაერთების წყალობით, მნიშვნელოვნად უშლის ხელს კიბოს განვითარებას.

საკვები ნივთიერებებით მდიდარი დიეტის დროსაც კი, მაინც გჭირდებათ რეგულარული სკრინინგი. ადრეული გამოვლენა და დიაგნოზი მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის მაჩვენებელს.

საკვები და სასმელები, რომლებიც უნდა შეზღუდოთ

უმჯობესია შეამციროთ შემდეგი საკვებისა და სასმელების მიღება - ან საერთოდ მოერიდოთ მათ:

ალკოჰოლი

ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი.

სწრაფი კვება

სწრაფი კვების რეგულარულად მიღებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის გულის დაავადების, დიაბეტის, სიმსუქნისა და კიბოს გაზრდილი რისკი.

შემწვარი საკვები

კვლევებმა აჩვენა, რომ შემწვარი საკვების მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს კიბოს რისკი.

დამუშავებული ხორციდამუშავებულმა ხორცმა, როგორიცაა ბეკონი და ძეხვი, შეიძლება გაზარდოს კიბოს რისკი.

დამატებული შაქარი

შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი ანთებითი პროცესის გაზრდით და კიბოს ზრდასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული გარკვეული ფერმენტების გააქტიურებით.

რაფინირებული ნახშირწყლები

შეიძლება გაზარდოს კიბოს რისკი.

რეგულარული ვარჯიში, საკმარისი დასვენება, ნორმალური წონის შენარჩუნება ასევე დაგეხმარებათ რისკის შემცირებაში.

ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კანის მოვლის ზოგიერთმა პროდუქტმა შეიძლება გაზარდოს სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი.

მაგალითად, ბევრი დამატენიანებელი, კოსმეტიკა და თმის პროდუქტი შეიცავს პარაბენებს, ქიმიკატების ტიპს, რომელსაც შეუძლიათ როლი ითამაშონ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებაში. პარაბენები განიხილება ენდოკრინული სისტემის დამრღვევად, რაც ნიშნავს, რომ მათ შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ჰორმონებზე.

პესტიციდებთან ზემოქმედებამ, როგორიცაა ბისფენოლ A (BPA), რომლებიც გვხვდება პლასტმასის მასალებში, ასევე შეიძლება გაზარდოს სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი.

ამრიგად, კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების არჩევამ შეიძლება შეამციროს კიბოს განვითარების რისკი.