/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

სად და როგორ ვითარდება კანის სოკოვანი დაავადება და როგორია მისი კლინიკური ნიშნები

სად და როგორ ვითარდება კანის სოკოვანი დაავადება და როგორია მისი კლინიკური ნიშნები
კანის სოკოვანი დაზიანება ადამიანებისთვის აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა.

სოკოვანი ინფექცია საკმაოდ გადამდებია და განსაკუთრებით ხშირად დასნებოვნება ხდება მომატებული ტენიანობის საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა: საუნა, საცურაო აუზები, აბანო, სპორტული დარბაზები და ა.შ. სოკოვანი დაავადებების კლინიკურ ნიშნებზე, ლოკალიზაციასა და პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება დერმატოლოგი, ტრიქოლოგი, თამარ დაბრუნდაშვილი.

– ქალბატონო თამარ, რა არის კანის სოკოვანი დაავადება?

– კანის მიკოზები კანის სოკოვანი ინფექციებია, რომელთაც იწვევენ უმარტივესი მცენარეები, მიკროსკოპული სოკოები. მათ შემადგენლობაში არ შედის ქლოროფილი. ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს დასნებოვნებული ადამიანი ან ცხოველი.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს?

– სოკოები ჩვენს ორგანიზმში, კანზე, ლორწოვან გარსებზე ხვდებიან, არსებობენ, მაგრამ ყოველთვის დაავადებას არ იწვევენ. მაგალითად, საფუარა სოკოები თანაარსებობენ ადამიანის ორგანიზმში და მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში ხდებიან პათოგენურები. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გარემო ფაქტორებიდან: გადახურება, ოფლიანობა, უჰაერობა. დაავადებებიდან: შაქრიანი დიაბეტი, ანტიბიოტიკოთერაპია, კორტიკოჰორმონების ხანგრძლივი გამოყენება, იმუნიტეტის შელახვა ინფექციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. კანზე მოხვედრისას სოკო-პარაზიტები მრავლდებიან, ქმნიან კოლონიებს, რაც ვლინდება მზარდი მრგვალი ფორმის, მკვეთრად მოსაზღვრული ანთებითი უბნების სახით, ფრჩხილის ან თმის დაზიანებით.

– სხეულის რომელ ადგილებში გვხვდება, როგორია და რამდენად განსხვავდება სიმპტომები სოკოვანი ინფექციების ლოკალიზაციის მიხედვით?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– ფეხსაცმელში საუკეთესო სასათბურე პირობებია ინფექციისათვის: სითბო, ჩახურება, ოფლი, ცუდი ვენტილაცია. ამიტომაც ხშირია ტერფის მიკოზები, რაც თავიდან შეუმჩნეველია პაციენტისათვის (ეპიდემიოლოგიურად კი საშიში, რადგან თავად ხდებიან ინფექციის გამავრცელებლები), შემდგომ კი მას აწუხებს ქავილი, კანის გაღიზიანება ფეხის თითებშუა, ნახეთქის გაჩენა. ავადობენ უპირატესად ათლეტური აღნაგობის მამაკაცები, ჭარბწონიანები. ხშირია ოჯახური შემთხვევები. თანდათანობით ზიანდება საზარდულის ნაოჭები (ე.წ. ლაჯები, აქ კანი განსაკუთრებით ნაზია), სასქესო ორგანოების მიმდებარე მიდამოები. კანი იცვლის ფერს, ღიზიანდება, ერთვის ქავილისა და დისკომფორტის შეგრძნება. ხშირია ფრჩხილის დაზიანება (განსაკუთრებით ართულებს მდგომარეობას შილაკის მოხმარება, რომელიც ინფექციას დიდ ბიძგს აძლევს). ფრჩხილი შეიმღვრევა, ყვითლდება, სქელდება, ადვილად იფშვნება, ზოგჯერ სცილდება ფრჩხილის საწოლს.

ფართოდაა გავრცელებული ნაირფერი პიტირიაზი. ამ დროს ტანზე ჩნდება ოვალური, მრგვალი ფორმის ლაქები, ხან თეთრი, ხანაც ვარდისფერი ან ყავისფერი, ოდნავ შესამჩნევად აქერცლილი. ზოგჯერ ეს ლაქები ერთიანდებიან და ქმნიან უსწორმასწორო ფორმის ფიგურებს, კეფის მიდამოში კი იწვევენ მომატებულ ქერტლიანობას.

– როგორ დავსვათ დიაგნოზი?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მაინტერესებს ფორმიდრონის ხსნარი რომელიც განკუთვნილია ოფლის დასათრგუნად, მისი გამოყენება იღლიაში რამდენჯერ არის დაშვებული მაგალითად კვირაში. ან ყოველ დღე რომ გამოვიყენო რა გვერდითი ეფექტები ან უკუჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს, ვარ 33 წლის კაცი</p>

– საეჭვო მდგომარეობის დასაზუსტებლად მივმართავთ ლაბორატორიულ კვლევებს. კეთდება კანის, ფრჩხილის ანაფხეკი, ვიღებთ თმის ფრაგმენტებს და შევისწავლით მიკროსკოპული ან ბაქტერიოლოგიური მეთოდით. აღვნიშნავ, რომ სრულად უმტკივნეულო პროცედურაა. თავის თმიანი მიდამოს მიკოზების დროს, ტრიქომიკოზების დიაგნოზის დასაზუსტებლად, გვეხმარება ვუდის ნათურა. ტრიქომიკოზები ხშირია ბავშვებს შორის, თავის თმიან მიდამოში ჩნდება მკვეთრად შემოფარგლული, მეტ-ნაკლებად ანთებითი, აქერცლილი წრიული უბნები, რასაც ემატება დაზიანებულ უბნებზე თმის „აპარსვა“, კანის რამდენიმე მილიმეტრზე გადაკვეთა.

– რამდენად შესაძლებელია კანის სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა?

– მიკოზების თავიდან ასაცილებლად სასურველია გავითვალისწინოთ:

  1. ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია. დაიბანეთ ფეხის ტერფები ყოველდღიურად, გულმოდგინეთ შეიშრეთ კანი ფეხის თითებშუა მიდამოში.
  2. ჩაიცვით მხოლოდ ბამბის წინდები და საცვლები და ყოველდღიურად გამოიცვალეთ. ტრუსები არ უნდა იყოს ვიწრო, შემოჭერილი, რომ საზარდულის მიდამოში ნიავდებოდეს;
  3. ეცადეთ, იხმაროთ ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი. ტყავს აქვს უნარი ფორებით შეისრუტოს წარმოქმნილი ოფლი. ჩაიცვით მხოლოდ სეზონური ფეხსაცმელი, ზაფხულში მიზანშეუწონელია ჩექმის ხმარება. ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ვიწრო და მოჭერილი.
  4. აუზიდან ამოსვლის შემდეგ, იხმარეთ სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური აეროზოლები, რომლის შეძენა შეიძლება აფთიაქებში.
  5. ზაფხულში დამატებით გამოიყენეთ ანტიმიკოზური პუდრები ფეხის ტერფისათვის.
  6. ბანაობის შემდეგ თავდაპირველად ჩაიცვით წინდა და შემდეგ ტრუსები. ამით აირიდებთ ინფექციის ტერფიდან საზარდულში გადატანას.
  7. ყურადღება მიაქციეთ აბაზანის დასუფთავება-დეზინფექციას, რომ ოჯახში არ გავრცელდეს ინფექცია.

და თუ მაინც შეამჩნიეთ, რომ თავიდან ვერ აირიდეთ კანის სოკოვანი ინფექცია, ნუ დადარდიანდებით, მიმართეთ ექიმს. სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა განკურნების საწინდარია. უმეტეს შემთხვევებში შესაძლებელია რეინფექცია, ანუ ხელმეორედ დასნებოვნება, ამიტომ პრევენცია ძალზე მნიშვნელოვანია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა არის პენისის კიბოს მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის პენისის კიბოს მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორები

განაცხადა ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ხელმძღვანელის მოადგილემ, უროლოგმა კოლინ მინჩეიმ The Conversation-ში.

მინჩის თქმით, პენისის კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოზირებულია გვიან ეტაპებზე, რადგან მამაკაცები დაავადების პირველ ნიშნებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიმპტომებად თვლიან და ეუხერხულებათ, მიმართონ სამედიცინო დახმარებას. სამაგიეროდ, ისინი ამჯობინებენ თვითმკურნალობას, რაც შლის კლინიკურ სურათს და საბოლოოდ იწვევს დამღუპველ შედეგებს.

ექიმმა ასევე მიუთითა, რომ პენისის კიბოს ძირითადი რისკ-ფაქტორებია:

  • მოწევა,
  • ჰიგიენის ელემენტარული წესების შეუსრულებლობა,
  • ფიმოზი,
  • ასაკი.

მინჩიმ ამ ტიპის კიბოს პირველი ნიშნები დაასახელა, როგორც ხანგრძლივად შეუხორცებელი მეჭეჭისმაგვარი წარმონაქმნები და წყლულები სასქესო ორგანოებზე და შარდსადენიდან სისხლდენა. ასევე, მისივე თქმით, უსიამოვნო სუნის გამონადენი პენისიდან, გამონაყარი, სასქესო ორგანოს ფერის შეცვლა, საზარდულის ტკივილი, წონის დაკლება საყურადღებო ნიშნებია.

თუ ერთი ან მეტი სიმპტომი გამოჩნდება, ექიმი გვირჩევს, რაც შეიძლება მალე მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.