ახალი მიდგომები ფილტვის კიბოს მკურნალობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი მიდგომები ფილტვის კიბოს მკურნალობაში

ახალი ცოდნა გაჩნდა იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება და ვრცელდება კიბო ორგანიზმში, როგორ ურთიერთქმედებს სიმსივნე იმუნურ სისტემასთან და რა მოლეკულური მექანიზმები ასრულებენ მთავარ როლს ამ პროცესებში.

ბევრად ეფექტური გახდა ფილტვის კიბოსთან ბრძოლა დაავადების მოგვიანო სტადიებზეც. ახლა ონკოლოგებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, გაუხანგრძლივონ სიმსივნის მქონე პაციენტებს სიცოცხლე და გაათავისუფლონ ისინი მტანჯველი სიმპტომებისგან.

მინიინვაზიური ქირურგია

სადღეისოდ, გულმკერდის ქირურგები აქტიურად იყენებენ ვიდეოასისტირებულ თორაკალურ ქირურგიას – შემოკლებით VAთშ (ვიდეო-ასსისტედ ტჰორაციც ოპერატიონ). ეს არის პრაქტიკულად ვიდეოკონტროლით მიმდინარე გულმკერდის ქირურგია. მისი გამოყენება შესაძლებელია გულმკერდის სხვადასხვა ორგანოზე ოპერაციული ჩარევისას, მათ შორის, ფილტვის კიბოს დროს. დიდი ჭრილობის ნაცვლად ექიმი აკეთებს რამდენიმე პუნქციას (მცირე ზომის ხვრელს), რომლითაც შეჰყავს ორგანიზმში მინიატურული ვიდეოკამერა და სპეციალური ინსტრუმენტები.

მინიინვაზიური ქირურგიის უპირატესობები აშკარაა:

  • გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება;
  • ოპერაციის შემდეგ პაციენტი უფრო სწრაფად განიცდის რეაბილიტაციას;
  • პაციენტებს გაცილებით ნაკლებად აწუხებთ პოსტოპერაციული ტკივილი;
  • ბევრად სწრაფად უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უფრო მეტიც, ასეთი ოპერაციები არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ღია წესით მიმდინარე და არ ახლავს რეციდივის მაღალი რისკი.

თარგეტული (მიზნობრივი) თერაპია

მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის სწრაფმა განვითარებამ უამრავი ახალი შესაძლებლობა მისცა ონკოლოგებს. შეისწავლეს გენთა მუტაციები და მოლეკულები, რომლებიც მნიშვნელოვანია კიბოს უჯ­რედების გადარჩენისთვის, პროლიფერაციისთვის (გამრავლებისთვის), იმუნური სისტემისგან მათი თავდაცვისა და მეტასტაზირებისთვის. შეიქმნა წამლები, რომლებსაც შეუძლიათ ამ მოლეკულების დაბლოკვა. ასეთ მედიკამენტებს მიზნობრივი ანუ თარგეტული პრეპარატები ეწოდებათ. ისინი უფრო კონკრეტულად, მიზანმიმართულად მოქმედებენ კლასიკურ ქიმიოპრეპარატებთან შედარებით.

პერსონალიზებული ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის ოპტიმალური სქემის შემუშავება ძალიან რთული ამოცანაა. ფაქტობრივად, არ არსებობს ორი იდენტური პაციენტი, ორი იდენტური ავთვისებიანი სიმსივნე. წამლების ერთი და იგივე კომბინაციამ შეიძლება კარგად იმოქმედოს ერთ პაციენტზე და საერთოდ არ ჰქონდეს ეფექტი მეორესთან. ძნელია წინასწარ იმის განსაზღვრა და პროგნოზირება, რა ეფექტი ექნება მკურნალობის ამა თუ იმ სქემას კონკრეტულ შემთხვევაში.

ამ პრობლემის მოგვარებაში ექიმებს ეხმარება მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები. ისინი ხელს უწყობენ „კიბოს მოლეკულური პორტრეტის“ შექმნას და იმის გაგებას, თუ რომელი მედიკამენტების კომბინაციები იქნება ოპტიმალური მოცემულ შემთხვევაში. ამ მიდგომის მიხედვით დანიშნულ ქიმიოთერაპიას პერსონალიზებული ქიმიოთერაპია ეწოდება.

ამ დროისთვის ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომია უცხოეთის, მათ შორის, რუსეთის ზოგიერთ კლინიკაში. სწორედ პერსონალიზებული ქიმიოთერაპიის თემაზე ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა ჩვენი ჟურნალის მაისის ნომერში. ციფრული ონკოლოგიის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრა ჩვენი თანამემამულე (თბილისში დაბადებული და გაზრდილი), ქ. მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის პერსონალიზებული ონკოლოგიის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი (კლინიცისტი-მკვლევარი), ქ. თბილისის სამედიცინო ცენტრ „Medi-მედი“-ს კლინიკური ონკოლოგი-კონსულტანტი – ალექსანდრე ბოროდა.

ამრიგად, პერსონალიზებული მიდგომა ხელს უწყობს ქიმიოთერაპიის ეფექტურობის გაზრდას და მედიკამენტების სწორად შერჩევას, თუ ადრე გამოყენებულმა პრეპარატებმა შეწყვიტეს მოქმედება.

იმუნოთერაპია

თანამედროვე ექიმებმა იციან, როგორ ებრძოლონ კიბოს იმუნური სისტემის რესურსების გამოყენებით. ამ მიმართულებას ონკოლოგიაში იმუნოთერაპია ეწოდება და ის სადღეისოდ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეთოდად ითვლება.

ფილტვის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდია საკონტროლო წერტილების ბლოკატორების ჯგუფიდან მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება.

საკონტროლო წერტილებად იწოდებიან მოლეკულები, რომლებიც, ნორმის დროს ხელს უშლიან იმუნურ უჯრედებს ჯანსაღ ქსოვილებზე შეტევაში. არსებითად ეს არის ორგანიზმის თავდაცვა მძიმე აუტოიმუნური დარღვევებისგან. სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს მოლეკულები თავიანთი მიზნებისათვის, ანუ იმუნური აგრესიისგან თავის დასაცავად.

საკონტროლო წერტილების ბლოკატორები აშორებენ ბლოკს იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც ის იწყებს კიბოს უჯრედების ამოცნობას და განადგურებას. ფილტვის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება ამ ჯგუფის ზოგიერთი პრეპარატი.

იმუნოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან ერთად, საგრძნობლად გაიზარდა ფილტვის კიბოს მკურნალობის ეფექტურობა გვიან სტადიებზეც.