ბარდა, ლობიო და ოსპი კოლორექტალური კიბოს პრევენციისთვის
შემთხვევების უმეტესობის დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც ის მოწინავე ეტაპზეა.
ცხოვრების წესის გარკვეული ცვლილებები, როგორიცაა ჯანსაღი დიეტა, დაგეხმარებათ კოლორექტალური კიბოს თავიდან აცილებაში.
მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ კოლორექტალური კიბოსგან განკურნებულთა დიეტაში ლობიოს ან ბარდის დამატებამ ხელი შეუწყო მათი ნაწლავის მიკრობიომის გაუმჯობესებას, რაც შეიძლება დაეხმაროს კიბოს პროფილაქტიკასა და მკურნალობას.
კოლორექტალური კიბო, რომელიც აზიანებს მსხვილ ნაწლავს, სწორ ნაწლავს და არის მესამე ყველაზე გავრცელებული კიბო მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია კოლორექტალური კიბოს სრულად პრევენცია, წარსული კვლევები აჩვენებს რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და კვების არჩევანს შეუძლია რისკების შემცირება.
დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომელებიც მეტ ლობიოს მოიხმარდნენ, ჰქონდათ კოლორექტალური ადენომის რეციდივის დაბალი რისკი. ადენომა კიბოსწინარე და მაღალი რისკის პოლიპის ტიპია, რომელიც ძალიან სავარაუდოა, რომ გადაიზარდოს კოლორექტალურ კიბოში. თუ კოლონოსკოპიაზე დაფიქსირდა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მთლიანად ამოღება.
როგორ არის დაკავშირებული ნაწლავის ჯანმრთელობა კოლორექტალურ კიბოსთან
მნიშვნელოვანია მსხვილი ნაწლავის კიბოსგან განკურნებულებს ჰქონდეთ დაბალანსებული ნაწლავის მიკრობიომი, რადგან ის უშუალოდ ურთიერთქმედებს მსხვილი ნაწლავის ეპითელიუმთან, სადაც ვითარდება კოლორექტალური კიბო.
დამიანის უჯრედებსა და მიკრობებს შორის კომუნიკაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული იმუნურ სისტემასთან, რომელსაც შეუძლია თავიდან აგვაცილოს ან გამოიწვიოს ანთება, ისევე როგორც კიბოს განვითარება და პროგრესირება.
ლობიოს ყოველდღიური ჭამა აუმჯობესებს ნაწლავის მიკრობიომს
ამ კვლევისთვის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 30 წელზე უფროსი ასაკის 55 მამაკაცი და ქალი მონაწილე, რომლებსაც ჰქონდათ ნაწლავის დაზიანებების ისტორია, ჰქონდათ კოლორექტალური კიბოს ისტორია ან იყვნენ კიბოსწინარე პოლიპების მაღალი რისკის ქვეშ.
რვა კვირის განმავლობაში, მონაწილეებს სთხოვდნენ დაიცვან მხოლოდ მათი ჩვეულებრივი დიეტა, ან დაემატებინათ ყოველდღიურად მოხარშული თეთრი ლობიო დიეტაში.
ლობიო მდიდარია დიეტური ბოჭკოებით და მცენარეული ცილის შესანიშნავი წყაროა. ისინი კონკრეტულად შეიცავს მრავალ პრებიოტიკს, მიკრობიოტას მასტიმულირებელ საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის ოლიგოსაქარიდებს და ამინომჟავა ლიზინს. ლობიო ასევე შეიცავს სხვა ანთების საწინააღმდეგო მიკროელემენტებს და ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ფლავონოიდი აპიგენინი.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეებში, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ ლობიოს, შეინიშნებოდა პოზიტიური ცვლილებები ნაწლავის მიკრობიომში. ეს ცვლილებები მოიცავდა სასარგებლო ბაქტერიების Faecalibacterium-ის, Eubacterium-ის და Bifidobacterium-ის მრავალფეროვნებას და პათოგენური ან ოპორტუნისტული ბაქტერიების შემცირებას.
საკვების არჩევანი გავლენას ახდენს ნაწლავის ბაქტერიებზე
ადამიანს აქვს 2-დან 3 ტრილიონამდე ბაქტერია სხეულში და არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ეს ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში.
თუ ჩვენ შევძლებთ კარგი ბაქტერიების სტიმულირებას, რომ გავლენა მოახდინონ იმუნურ სისტემაზე, რათა თავიდან ავიცილოთ კიბო ან კიბოს რეციდივი დიეტის საშუალებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
გადამუშავებული საკვები და მსხვილი ნაწლავის კიბო
კარგად არის ცნობილი, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს მაღალი სიხშირეა პაციენტებში, რომლებიც იღებენ გადამუშავებულ საკვებს, წითელ ხორცს და შემწვარ პროდუქტებს. დამუშავებული საკვები, შეიძლება ასტიმულირებდეს მავნე ბაქტერიებს, ზრდიდეს კოლორექტალური კიბოს და კიბოს პროგრესირების რისკის.
ასე რომ, დიეტა და კვება უნდა იყოს საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც კოლორექტალური კიბოს პროფილაქტიკაში, ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც დაუსვეს კოლორექტალური კიბოს დიაგნოზი და გადიან მკურნალობას, რათა თავიდან აიცილონ მისი დაბრუნების შანსი.