/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

პროფესორ მორიარტის მემკვიდრენი

პროფესორ მორიარტის მემკვიდრენი
ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილმა მთელი მსოფლიო ჯერ თალიუმზე, შემდეგ პოლონიუმ-210-ზე, მათი მიღებისა და გამოყენების გზებზე აალაპარაკა.

მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორ ელემენტს მომწამვლელთა მენიუში განსაკუთრებული ადგილი სულაც არ უკავია.

დარიშხანი და კალიუმის ციანიდი, რიცინი თუ ზარინი, დიოქსიდი თუ კოლხიციდი - ეს ის შხამებია, რომელთა უმცირესი დოზაც კი ადამიანის ორგანიზმში ისეთ ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ადრე თუ გვიან სიკვდილით მთავრდება. არსებობს ისეთი ნივთიერებებიც, - ძირითადად რადიოაქტიური, - რომლებთანაც ნებისმიერი სახის კონტაქტი გარდა სხივური დაავადებისა (ხანგრძლივი კონტაქტი ან დიდი დოზებით დასხივება) ავთვისებიან სიმსივნეებს - კანისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, სისხლის გათეთრებას და სხვა - წარმოშობს.

ოცდამეერთე საუკუნეში შხამების მოყვარული მარტოხელა მანიაკების შესახებ აქა-იქ თუ გაიჟღერებს ინფორმაცია; სამაგიეროდ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება არასასურველი პიროვნების მწყობრიდან გამოსაყვანად სპეცსამსახურების ერთ-ერთი კარგად დამუშავებული მეთოდია. თუ პირველ შემთხვევაში საქმის გახსნასა და დამნაშავის დაკავებას მეტ-ნაკლებად ახერხებენ, სპეცსამსახურების მოქმედების დროს, როგორც წესი, საქმე არ იხსნება, ხშირად მხოლოდ კვალი ჩანს, რომელსაც ამ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციამდე მივყავართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი რამ ვარაუდების დონეზე რჩება. აი რამდენიმე მაგალითი:

ლიტვინენკოს მკვლელი კვდება?!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პოლონიუმ 210-ით მოწამლული ლიტვინენკოს ისტორია ჯერ კიდევ არ მისცემია დავიწყებას. სავარაუდო მკვლელი, ყოველ შემთხვევაში, მთავარი ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგავოი, რომლის ინგლისში ექსტრადირებაზე რუსეთმა უარი თქვა და რომელიც სპეცსამსახურების მუშაკი გახლდათ, ამ ამბიდან არცთუ ისე მცირე ხნის შემდეგ კრემლის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დააწვინეს და საზოგადოებისათვის უცნობი სახის გამოკვლევები ჩაუტარეს. როგორც ოლეგ გორდიევსკიმ განაცხადა, - საბჭოთა დაზვერვის ეს ყოფილი პოლკოვნიკი ამჟამად ინგლისის დაზვერვა მი-6-ში მუშაობს, - "ლუგავოის აქვს შანსი 5 წლის შემდეგ სისხლის კიბოთი, უფრო სწორად, სისხლის გათეთრებით მოკვდეს. სწორედ ამ დაავადებას იწვევს პოლონიუმ 210-თან შეხება. ამით ყველა კვალი წაიშლება". ლიტვინენკოს მკვლელობიდან ჯერ სამი წელია გასული...

პროფესორ მორიარტის სიურპრიზი

ყველაზე ცნობილ პათოლოგიურ მომწამვლელად შეიძლება პროფესორი მორიარტი ჩაითვალოს. მადლობა ღმერთს, რომ ის სინამდვილეში არ არსებობდა. არტურ კონან დოილის წიგნების ეს კოლორიტული პერსონაჟი თავის მსხვერპლთ უძველესი, მაგრამ კარგად ნაცადი საშუალებით - დარიშხანით წამლავდა. ეს ნივთიერება პლანეტის უძველეს შხამად შეიძლება ჩაითვალოს. მისი საშუალებით წამლავდნენ ეგვიპტის ფარაონებს მრავალი ათასი წლის წინ. ის მას შემდეგაც მრავალჯერ გამოუყენებიათ სხვადასხვა ეპოქასა თუ ქვეყანაში - რომის იმპერიიდან დაწყებული პურიტანული ინგლისით დამთავრებული.

კალიუმის ციანიდი გრიგორი რასპუტინისთვის

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოწამვლად უდავოდ შეიძლება მივიჩნიოთ ახალგაზრდა თავად იუსუპოვის მიერ გრიგორი რასპუტინის მოწამვლა. თავადმა მეფის კარის მოძღვარი სტუმრად მიიწვია და კალიუმის ციანიდით უხვად შეზავებული ფუნთუშებით გაუმასპინძლდა, მაგრამ შხამმა არ იმოქმედა და თავადმა - ან შეთქმულთა ჯგუფმა (ეს ჯერ კიდევ არ არის დადგენილი) - რასპუტინს ნაჯახით მოუღო ბოლო, მერე კი ნევაში ჩააგდო. სხვა შემთხვევებში კალიუმის ციანიდი ყოველთვის მოქმედებდა.

მთელი შხამი - საბჭოებს!

საბჭოთა რუსეთს მრავალი მტერი ჰყავდა, ამიტომ სახელმწიფოს დამსჯელმა ორგანოებმა შეიარაღებაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შხამებიც შეიტანეს. ადმირალი ვრანგელი ყირიმიდან ბოლო გემს გაჰყვა თურქეთში, რათა წითელი არმიისთვის თავი დაეღწია. ბუდიონის ცხენოსნებს კი გაასწრო, მაგრამ 1928 წელს ჰოლანდიაში მიაგნეს და დღემდე უნცობი შხამით მოუღეს ბოლო. სტეფან ბანდერა დიდხანს დასეირნობდა მშობლიური უკრაინის ველებზე და წითელარმიელთა ტყვიები ვერაფერს აკლებდა. 1959 წელს საიდუმლო აგენტმა მას მოწამლული ტყვია ესროლა. რამდენიმე დღის საშინელი ტანჯვის შემდეგ ბანდერა გარდაიცვალა. ეს ისტორია დღემდე გაუხსნელი იქნებოდა, თავად მკვლელი რომ არ მისულიყო გერმანიის პოლიციაში და ამ ამბის დეტალები არ მოეყოლა.

გეორგი მარკოვი: ჩხვლეტა რიცინიანი ქოლგით

სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეცოპერაცია ბულგარელი დისიდენტის გეორგი მარკოვის ლიკვიდაციაა. აეროპორტში ბულგარელს უცხო ადამიანი დაეჯახა და ქოლგის წვერი "შემთხვევით" უჩხვლიტა ფეხში. ქოლგის წვერში რიცინი იყო მოთავსებული. ის ძალიან ძლიერმოქმედი შხამია, მაგრამ მსხვერპლის გაკვეთისას მას ადვილად აღმოაჩენენ. ასეც მოხდა, ყველაფერი მალე გამოაშკარავდა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პროფესორ მორიარტის მემკვიდრენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროფესორ მორიარტის მემკვიდრენი

მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორ ელემენტს მომწამვლელთა მენიუში განსაკუთრებული ადგილი სულაც არ უკავია.

დარიშხანი და კალიუმის ციანიდი, რიცინი თუ ზარინი, დიოქსიდი თუ კოლხიციდი - ეს ის შხამებია, რომელთა უმცირესი დოზაც კი ადამიანის ორგანიზმში ისეთ ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ადრე თუ გვიან სიკვდილით მთავრდება. არსებობს ისეთი ნივთიერებებიც, - ძირითადად რადიოაქტიური, - რომლებთანაც ნებისმიერი სახის კონტაქტი გარდა სხივური დაავადებისა (ხანგრძლივი კონტაქტი ან დიდი დოზებით დასხივება) ავთვისებიან სიმსივნეებს - კანისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, სისხლის გათეთრებას და სხვა - წარმოშობს.

ოცდამეერთე საუკუნეში შხამების მოყვარული მარტოხელა მანიაკების შესახებ აქა-იქ თუ გაიჟღერებს ინფორმაცია; სამაგიეროდ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება არასასურველი პიროვნების მწყობრიდან გამოსაყვანად სპეცსამსახურების ერთ-ერთი კარგად დამუშავებული მეთოდია. თუ პირველ შემთხვევაში საქმის გახსნასა და დამნაშავის დაკავებას მეტ-ნაკლებად ახერხებენ, სპეცსამსახურების მოქმედების დროს, როგორც წესი, საქმე არ იხსნება, ხშირად მხოლოდ კვალი ჩანს, რომელსაც ამ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციამდე მივყავართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი რამ ვარაუდების დონეზე რჩება. აი რამდენიმე მაგალითი:

ლიტვინენკოს მკვლელი კვდება?!

პოლონიუმ 210-ით მოწამლული ლიტვინენკოს ისტორია ჯერ კიდევ არ მისცემია დავიწყებას. სავარაუდო მკვლელი, ყოველ შემთხვევაში, მთავარი ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგავოი, რომლის ინგლისში ექსტრადირებაზე რუსეთმა უარი თქვა და რომელიც სპეცსამსახურების მუშაკი გახლდათ, ამ ამბიდან არცთუ ისე მცირე ხნის შემდეგ კრემლის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დააწვინეს და საზოგადოებისათვის უცნობი სახის გამოკვლევები ჩაუტარეს. როგორც ოლეგ გორდიევსკიმ განაცხადა, - საბჭოთა დაზვერვის ეს ყოფილი პოლკოვნიკი ამჟამად ინგლისის დაზვერვა მი-6-ში მუშაობს, - "ლუგავოის აქვს შანსი 5 წლის შემდეგ სისხლის კიბოთი, უფრო სწორად, სისხლის გათეთრებით მოკვდეს. სწორედ ამ დაავადებას იწვევს პოლონიუმ 210-თან შეხება. ამით ყველა კვალი წაიშლება". ლიტვინენკოს მკვლელობიდან ჯერ სამი წელია გასული...

პროფესორ მორიარტის სიურპრიზი

ყველაზე ცნობილ პათოლოგიურ მომწამვლელად შეიძლება პროფესორი მორიარტი ჩაითვალოს. მადლობა ღმერთს, რომ ის სინამდვილეში არ არსებობდა. არტურ კონან დოილის წიგნების ეს კოლორიტული პერსონაჟი თავის მსხვერპლთ უძველესი, მაგრამ კარგად ნაცადი საშუალებით - დარიშხანით წამლავდა. ეს ნივთიერება პლანეტის უძველეს შხამად შეიძლება ჩაითვალოს. მისი საშუალებით წამლავდნენ ეგვიპტის ფარაონებს მრავალი ათასი წლის წინ. ის მას შემდეგაც მრავალჯერ გამოუყენებიათ სხვადასხვა ეპოქასა თუ ქვეყანაში - რომის იმპერიიდან დაწყებული პურიტანული ინგლისით დამთავრებული.

კალიუმის ციანიდი გრიგორი რასპუტინისთვის

რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოწამვლად უდავოდ შეიძლება მივიჩნიოთ ახალგაზრდა თავად იუსუპოვის მიერ გრიგორი რასპუტინის მოწამვლა. თავადმა მეფის კარის მოძღვარი სტუმრად მიიწვია და კალიუმის ციანიდით უხვად შეზავებული ფუნთუშებით გაუმასპინძლდა, მაგრამ შხამმა არ იმოქმედა და თავადმა - ან შეთქმულთა ჯგუფმა (ეს ჯერ კიდევ არ არის დადგენილი) - რასპუტინს ნაჯახით მოუღო ბოლო, მერე კი ნევაში ჩააგდო. სხვა შემთხვევებში კალიუმის ციანიდი ყოველთვის მოქმედებდა.

მთელი შხამი - საბჭოებს!

საბჭოთა რუსეთს მრავალი მტერი ჰყავდა, ამიტომ სახელმწიფოს დამსჯელმა ორგანოებმა შეიარაღებაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შხამებიც შეიტანეს. ადმირალი ვრანგელი ყირიმიდან ბოლო გემს გაჰყვა თურქეთში, რათა წითელი არმიისთვის თავი დაეღწია. ბუდიონის ცხენოსნებს კი გაასწრო, მაგრამ 1928 წელს ჰოლანდიაში მიაგნეს და დღემდე უნცობი შხამით მოუღეს ბოლო. სტეფან ბანდერა დიდხანს დასეირნობდა მშობლიური უკრაინის ველებზე და წითელარმიელთა ტყვიები ვერაფერს აკლებდა. 1959 წელს საიდუმლო აგენტმა მას მოწამლული ტყვია ესროლა. რამდენიმე დღის საშინელი ტანჯვის შემდეგ ბანდერა გარდაიცვალა. ეს ისტორია დღემდე გაუხსნელი იქნებოდა, თავად მკვლელი რომ არ მისულიყო გერმანიის პოლიციაში და ამ ამბის დეტალები არ მოეყოლა.

გეორგი მარკოვი: ჩხვლეტა რიცინიანი ქოლგით

სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეცოპერაცია ბულგარელი დისიდენტის გეორგი მარკოვის ლიკვიდაციაა. აეროპორტში ბულგარელს უცხო ადამიანი დაეჯახა და ქოლგის წვერი "შემთხვევით" უჩხვლიტა ფეხში. ქოლგის წვერში რიცინი იყო მოთავსებული. ის ძალიან ძლიერმოქმედი შხამია, მაგრამ მსხვერპლის გაკვეთისას მას ადვილად აღმოაჩენენ. ასეც მოხდა, ყველაფერი მალე გამოაშკარავდა.


ბანკირი ივან კიველიდი: სასიკვდილო ზარი

მკვლელობის კიდევ ერთი სენსაციური საშუალება ცნობილი ბანკირის ივან კიველიდის მკვლელობამ გასცა. 1994 წელს უცნობმა პირებმა მისი ტელეფონი შხამით დაამუშავეს. მომწამვლელი ნივთიერების წვეთი ყურმილის შემაერთებელი ერთ-ერთი ხრახნის ღრმულში იყო მოთავსებული. შხამის ზუსტი შემადგენლობა ვერ გაარკვიეს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი მიეკუთვნებოდა ზარინის მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური შხამების ჯგუფს. ეს იმდენად ძლიერი შხამი გახლდათ, რომ ბანკირთან ერთად მისი მდივანიც მოიწამლა (გარდაიცვალა საავადმყოფოში), ხოლო ამ ისტორიიდან თვენახევრის შემდეგ გარდაიცვალა ის პათოლოგანატომიც, რომელიც კიველიდის გაკვეთისას მის ღვიძლზე მუშაობდა.

რომან ცეპოვი: კოლხიციდი საუზმეზე

შარშან, სექტემბერში, გარდაიცვალა ცნობილი პეტერბურგელი მეწარმე რომან ცეპოვი, რომლის გავლენაზეც ლეგენდები დადიოდა. საუზმის შემდეგ ცეპოვმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მალე ექიმმა მოწამვლის ყველა ნიშანი დააფიქსირა. ცეპოვი შეუჩერებლად აღებინებდა, მაგრამ არც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და არც ამცივნებდა. თავიდან ორგანიზმში ვერც სტაფილოკოკები აღმოუჩინეს და ვერც მძიმე ლითონები, მაგრამ ლეიკოციტების დონე ძალიან მაღალი იყო. სამდღიანი აქტიური მკურნალობის შემდეგ პაციენტი უკეთ გახდა და სახლში გაეწერა. მანქანის საჭეს თავად უჯდა. მეორე დღეს სახლში მისულმა ექთანმა შეამჩნია, რომ პაციენტის ვენები ნემსის მიკარებისთანავე სკდებოდა. მალე ცეპოვს პირი და ენა წყლულებით დაეფარა. ერთი დღის შემდეგ ის გარდაიცვალა.

ცეპოვის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არ არსებობს. კულუარებში ექიმებმა ფრთხილად გამოთქვეს ჰიპოთეზა: მოხდა მოწამვლა რომელიღაც რადიოაქტიური ნივთიერებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეამოწმეს გვამი. გარდაცვლილის მიერ მიღებული რადიაციის დოზა დასაშვებს მილიონჯერ აღემატებოდა. მკურნალმა ექიმმა ივარაუდა, რომ რომან ცეპოვი შეიძლება გარდაცვლილიყო მის ორგანიზმში კოლხიცინის - ლეიკოზის სამკურნალო ნივთიერების - სასიკვდილო დოზის მოხვედრით. ამასთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ ცეპოვის მოწამვლის სიმპტომებს არაფერი აქვს საერთო ლიტვინენკოს მოწამვლის სიმპტომებთან, მაინც ჩნდება აზრი, რომ რადიაქტიური ნივთიერებები როგორც შხამები პირველად არ გამოიყენება.

ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, რადიოაქტიური ნივთიერებით მოსაწამლავად აუცილებელი არ არის, მსხვერპლთან კონტაქტი გქონდეთ. სამშენებლო მრეწველობაში არსებობს რადიოიზოტოპებზე მომუშავე თანამედროვე ხელსაწყოები, რომლებიც ბეტონში არსებული სიცარიელის გამოსავლენად იხმარება. ადამიანისთვის სრულიად უვნებელი ეს ხელსაწყო შეიძლება იარაღადაც გამოიყენონ. მაგალითად, გარკვეული ხნის განმავლობაში მიმართონ ის "დასამუშავებელი" პირისკენ დაბურულმინებიანი მანქანიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ მსხვერპლის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები დაიწყება ან მეტად იშვიათი სახეობის სიმსივნე განვითარდება.

ვიქტორ იუშჩენკო: დიოქსინით დამახინჯებული სახე

და მაინც, მომწამვლელები მოწამვლის პრიმიტიულ მეთოდებს დღემდე იყენებენ. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს მოწამვლის ყველაზე ცნობილი, მაგრამ ამასთანავე ჯერ კიდევ სრულიად გაუგებარი შემთხვევა - უკრაინის პრეზიდენტის იუშჩენკოს პრეცედენტი, რომელსაც შხამი, სავარაუდოდ, საკვებში ჩაუყარეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს თავად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი. უკრაინელ ექიმებს მიაჩნიათ, რომ ეს შხამი დიოქსინი იყო, რომელმაც იუშჩენკოს სახის დაწყლულება გამოიწვია. საბედნიეროდ, მოწამლული სიკვდილს გადაურჩა.

ტერორისტი ხატაბი: უცნობი შხამი

საკმაოდ ხმაურიანი მოწამვლა განხორციელდა ორიოდე წლის წინ ჩეჩნეთში: უცნობი შხამით იქნა მოწამლული ცნობილი ტერორისტი ხატაბი, რომელმაც მრავალი საშინელება ჩაიდინა. ფედერალური სამსახური დიდხანს დასდევდა "შავ არაბს", მაგრამ ის ახლოს არავის იკარებდა. ამ დაქირავებულ მებრძოლზე გასვლა მხოლოდ მასთან გაგზავნილი წერილის საშუალებით მოხერხდა. ბაქოდან კურიერმა ტერორისტს "არაბი შეიხის" წერილი მიუტანა. შეუმოწმებელი ინფორმაციით, წერილი უახლესი შხამით იყო გაჯერებული. ხსნარი, რომლითაც ქაღალდი იყო დამუშავებული, უვნებელი იყო იმისთვის, ვინც ამ წერილს გულგრილად წაიკითხავდა. წერილის ტექსტს ადრესატი უნდა აეღელვებინა, რათა თითები ოფლით დასცვარვოდა. ასეც მოხდა, შხამი ოფლთან რეაქციაში შევიდა და ტერორისტი ორი დღის შემდეგ ისე გარდაიცვალა, ვერც კი გაიგო, რომ მოწამლეს.

აგატა კრისტის რჩევა: როგორ გამოვიყენოთ თალიუმი

ოფიციალურად თალიუმი ინგლისელმა მეცნიერმა კრუკსმა აღმოაჩინა 1863 წელს. სანთურას ალში კრუკსმა დაინახა კაშკაშა მწვანე ხაზი, რომელიც სწრაფად ქრებოდა (როგორც შემდეგ გაირკვა, ნაერთის სწრაფი აქროლადობის გამო) და წარმოიქმნებოდა ყოველი ახალი ცდის დროს. კრუკსი დარწმუნდა, რომ საქმე სრულიად ახალ ელემენტთან ჰქონდა და მას თალიუმი უწოდა, რაც ბერძნულად "ნორჩ, მწვანე რტოს" ნიშნავდა. ახალი ნივთიერება შენელებული მოქმედების საშიში შხამი აღმოჩნდა, რამაც მისი კრიმინალური მიზნით აქტიურ გამოყენებას შეუწყო ხელი. საინტერესოა, რომ მისი პოპულარიზაცია აგატა კრისტიმ მოახდინა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანით "ვილა "თეთრი რაში", სადაც სიუჟეტი თალიუმით გამოწვეული მოწამვლების ირგვლივ ტრიალებს (შხამებს მწერალი ზედმიწევნით იცნობდა - პირველი მსოფლიო ომის დროს ის ჰოსპიტალში მედდად მუშაობდა).

აგატა კრისტისთვის არაერთხელ დაუდვიათ ბრალად, რომ სწორედ მან დანერგა ეს შხამი პრაქტიკაში, როდესაც ნამდვილ დამნაშავეებს თალიუმის მარილებით მოწამვლის მეთოდები უკარნახა.