D ვიტამინის ყოველდღიურად მიღებამ შეიძლება 12%-ით შეამციროს სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობა
მიღება ხელს უწყობს სიმსივნისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რისკის შემცირებას 12% -ით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ D ვიტამინის ყოველდღიური მიღება განსაკუთრებით სასარგებლო იყო 70 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. სარგებელი ასევე უფრო დიდი იყო იმ ადამიანებში, რომლებმაც დაიწყეს D ვიტამინის ყოველდღიური მიღება პროფილაქტიკური მიზნით,სიმსივნის დიაგნოზის დასმამდე. ეს კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში - ,,Aging Research Reviews".
რატომ გვჭირდება D ვიტამინი?
D ვიტამინი აუცილებელია ადამიანის საერთო ჯანმრთელობისთვის. ის ხელს უწყობს:
- კალციუმის აბსორბციას;
- ძვლების სიძლიერეს;
- იმუნური სისტემის სწორად ფუნქციონირებას;
- ორგანიზმში ანთების შემცირებას;
- კუნთების ნორმალურ ზრდას;
- ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნებას
ადამიანი ჩვეულებრივ D ვიტამინს იღებს D ვიტამინით მდიდარი საკვების, დანამატის ან მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
D ვიტამინის ბუნებრივად მდიდარი საკვები მოიცავს:
- ზოგიერთი სახის ზღვის პროდუქტები, მათ შორის ორაგული;
- კვერცხის გული;
- ღვიძლი;
- რძის პროდუქტები
არსებობს D ვიტამინის ორი ძირითადი ტიპი:
D2 ვიტამინი - ძირითადად გვხვდება მცენარეულ საკვებსა და დანამატებში;
D3 ვიტამინი - ძირითადად გვხვდება ცხოველური წარმოშობის საკვებში, ასევე გამომუშავდება მზის სხივების ზემოქმედებით
D ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია:
- დაღლილობა;
- ძვლების ტკივილი;
- სისუსტე;
- დეპრესია;
- ძილის დარღვევები
მკვლევარებმა გამოიკვლიეს D ვიტამინის გამოყენების სარგებელი კიბოს რისკის შესამცირებლად. მკვლევართა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა D3 ვიტამინზე.
ამ კვლევისთვის მკვლევარებმა გააანალიზეს 14 კვლევის მონაცემები და შედეგები 105,000 მონაწილისთვის. ყველა მონაცემის განხილვის შემდეგ, მკვლევარმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ, როდესაც კვლევის მონაწილეებს პერიოდულად აძლევდნენ D3 ვიტამინის დიდ დოზებს, არ დაფიქსირდა გავლენა სიკვდილიანობის შემცირებაზე. თუმცა, როდესაც მონაწილეები ყოველდღიურად იღებდნენ ვიტამინ D3-ს, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიმსივნისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა.
პრევენციული ღონისძიებები კიბოს სიკვდილიანობის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ხდება რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი. ვინაიდან, კიბოს რისკი იმატებს 50 წლის ასაკიდან.
ეს ნიშნავს, რომ ძირითადად 50 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანს, მათ შორის ადამიანებს, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ სიმსივნის დიაგნოზი, შეუძლიათ ისარგებლონ D ვიტამინის დანამატებით.