შეიძლება თუ არა მეტი ორგანული საკვების მიღებამ შეამციროს კიბოს განვითარების რისკი
ორგანული პროდუქტების მიღება რეალურად დაგვეხმაროს კიბოს განვითარების რისკის შემცირებაში? - ახალმა კვლევამ შეისწავლა 68,946 ადამიანი, რომელთაც აკვირდებოდნენ, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში, რათა მოეპოვებინათ ამ კითხვაზე პასუხი.
ადამიანები დაყვეს სამ ჯგუფად - ისინი, ვინც არასდროს იღებდნენ ორგანულ საკვებს, ისინი, ვინც მიირთმევდნენ მათ ხანდახან და ისინი, ვინც უმეტესად ორგანული საკვებით იკვებებოდნენ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტებში, რომლებიც ძირითადად ორგანულ საკვებს მიირთმევდნენ, ნაკლებად უვითარდებოდათ სიმსივნე - განსაკუთრებით სარძევე კირკვლის კიბო და ლიმფომა. ამის გარდა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც ორგანულ საკვებს ხშირად იღებდა, კანისა და კოლორექტალური კიბოს განვითარების ნაკლები რისკი ჰქონდათ.
იმ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ ორგანულ საკვებს, ასევე აქვთ მიდრეკილება უფრო ჯანსაღი კვებისკენ და მეტს ვარჯიშობენ (ეს ორივე თვისება დაკავშირებულია კიბოს რისკის შემცირებასთან) კიბოს განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რომ ორგანული საკვების მიღება პირდაპირ კავშირშია კიბოს რისკის შემცირებასთან, მეცნიერების თქმით, ყოველთვის კარგია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია კიბოს თავიდან აცილება - იქნება ეს მეტი სკრინინგის გზით თუ ჩვენი ცხოვრების წესის გაუმჯობესებით. მაგალითად, გულისთვის ჯანსაღი დიეტა სასარგებლოა კიბოს რისკის შესამცირებლად. ასევე, თუ მეტ ხილსა და ბოსტნეულს შეიტანთ რაციონში და დამუშავებულ საკვებს მინიმუმამდე შეამცირებთ, მით უკეთესია ჯანმრთელობისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ყურადღება გაამახვილონ ისეთ რისკ - ფაქტორებზე, რომლებიც მათ კონტროლს ექვემდებარება.