ცოტა რამ მეტასტაზური მელანომის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოტა რამ მეტასტაზური მელანომის შესახებ

მელანოციტები, ზოგადად, პიგმენტ მელანინის წარმოქმნაში მონაწილეობენ და ისინი კანს იცავენ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ასევე მონაწილეობენ ხალების წარმოქმნაში.

მელანომის წარმოქმნა შესაძლოა დაიწყოს ნორმალურ კანზე ახალი, პატარა პიგმენტირებული ზრდით (ხშირად ეს ის ადგილებია, სადაც ხშირად ხვდება მზის სხივები) ან განვითარდეს უკვე არსებული ხალებიდან.

მელანომა შესაძლოა იყოს ყავისფერი, შავი მოვარდისფრო, კანის ფერი, ლურჯი ან წითელი.

ნორმალურ ხალსა და სიმსივნურ წარმონაქმნს შორის განსხვავების ცოდნა, რეგულარულად კანის შემოწმება და დერმატოლოგთან ვიზიტი სასიცოცხლოდ აუცილებელია კანის დარღვევების ადრეული გამოვლენისა და დაავადებების პრევენციისთვის.

რითი განსხვავდება მეტასტაზური მელანომა ჩვეულებრივისგან?

მეტასტაზური მელანომისას, სიმსივნური უჯრედები ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, როგორებიცაა: ლიმფური კვანძები, ღვიძლი, ფილტვები, ძვლები და თავის ტვინი.

არსებობს მელანომის განვითარების გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • ულტრაიისფერი გამოსხივება - ამ ტიპის სხივები აზიანებს მელანოციტების იმ გენებს, რომელიც მათ ზრდას აკონტროლებს. ხდება გენების მუტაცია და უჯრედი დიდი სისწრაფით იწყებს გაყოფას. რა დროსაც იზრდება სიმსივნური უჯრედების განვითარების რისკი. განსაკუთრებით საშიშია მზისგან დამწვრობა, სოლარიუმის გამოსხივება;
  • ხალი - ატიპური ხალები(დისპლასტიური ხალები), რომლებსაც გამოარჩევთ დიდი ზომა, ატიპური ფორმა ან ფერი;
  • გენეტიკა - მელანომით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 10%- ში ფიქსირდება მემკვიდრული დატვირთვა;
  • სუსტი იმუნური სისტემა - იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა(მაგალიათად აივ ვირუსის მატარებლები)

იმ პირებს, ვისაც ერთხელ უკვე ჰქონდათ მელანომა, აქვთ მისი ხელახლა განვითარების რისკი.

რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს თან მელანომას?

ძირითადად, მელანომაზე ეჭვის მიტანა შეიძლება მაშინ, როდესაც ხალი არის მტკივნეული, იწყება ქავილი და სისხლდენა.

ris-mixedvit-svams-ekimi-diagnozs-1667843440.png

მეტასტაზურ მელანომას თან ახლავს დაღლილობის და სისუსტის შეგრძნება. ახასიათებს სხვა სპეციფიკური ნიშნები გავრცელების არეალიდან გამომდინარე.

ლიმფურ კვანძებში გავრცელებულ მელანომას ახასიათებს:

oip-1667841910.jpg

  • მყარი, მაგარი წარმონაქმნები კანქვეშ;
  • ყლაპვის გაძნელება(ყელის არეში გადიდებული ლიმფური კვანძის გამო);
  • შეშუპება კისრის და სახის არეში

ფილტვებში:

oip-1-1667841987.jpg

  • მუდმივი ხველა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • სისხლიანი ხველა;
  • ხშირი რესპირატორული ინფექციების;
  • სითხის დაგროვება გულ-მკერდის კედელსა და ფილტვებს შორის

ღვიძლში:

istock-911340738-1667842405.jpg

  • დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის ღრუს მარჯვენა მხარეს;
  • მადის დაქვეითება, წონაში კლება;
  • მუცლის შეშუპება;
  • კანსა და თვალებში სიყვითლე;
  • კანის ქავილი

ძვლებში:

r-3-1667842506.jpg

  • ძვლების ტკივილი;
  • ზურგის ტკივილი;
  • ძვლების სისუსტე (ხდება ადვილად მტვრევადი);
  • სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება(ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის გამო)

თავის ტვინში:

r-2-1667842628.jpg

  • თავის ტკივილი;
  • კუნთების სისუსტე;
  • გულყრა;
  • ხასიათის ცვლილება;
  • მხედველობის დარღვევა;
  • გონების დაბინდვა

მეტასტაზური მელანომის სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება ქიმიოთერაპია. დაავადების მიმდინარეობა სხვადასხვა ინდივიდში განსხვავებულია და გარკვეულწილად დამოკიდებულია იმუნური სისტემის სიძლიერეზე.