მაგნიუმის დეფიციტი სახიფათოა ონკოპაციენტებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაგნიუმის დეფიციტი სახიფათოა ონკოპაციენტებისთვის

მათ შორის ინფექციებისა და კიბოსი. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ინდიცვიდებში, რომლებიც მაგნიუმის დაბალი შემცველობის საკვებს ღებულობდნენ, ავთვისებიანი უჯრედები უფრო სწრაფად ვრცელდებოდა ორგანიზში, ასევე ქვეითდებოდა გრიპის ვირუსის მიმართ დაცვა. თუმცა ზუსტად როგორ მოქმედებდა მაგნიუმი იმუნური სისტემის მუშაობაზე, აქამდე ცნობილი არ იყო.

როგორც ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, ორგანიზმში მაგნიუმის საკმარისი კონცენტრაცია აუცილებელია იმუნური Т-უჯრედებისათვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის. აღმოჩნდა, რომ Т-უჯრედები ეფექტურად უტევენ ანომალურ ან ინფიცირებულ უჯრედებს მხოლოდ მაგნიუმით მდიდარ გარემოში. მაგნიუმის დეფიციტისას, იმუნიური უჯრედების ეფექტურობა მნიშვნელოვნად ქვეითდება. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი აქტივობის განცხორციელებაში, უკავშირდება რა სპეციფიკურ ზედაპირულ ცილას.

ეს აღმოჩენა შეიძლება მნიშვენლოვანი იყოს კიბოს იმუნოთერაპიისთვის. მკურნალობის ამ თანამედროვე მეთოდის მიზანია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის მობილიზებით ავთვისებიანი უჯრედების გასანადგურებლად. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კიბოს უჯრედებზე იმუნური პასუხი ძლიერდება სიმსივნეში მაგნიუმის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად. ამჟამად მეცნიერები სწავლობენ ავთვისებიან სიმსივნეში მაგნიუმის დონის მიზნობრივად გაზრდაზე.

არჩეული გზის სისწორეს ადასტურებს ონკოლოგიური პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კვლევების მონაცემთა ანალიზი. მათთან, ვისაც დაბალი ჰქონდა ორგანიზმში მაგნიუმის დონე, იმუნოთერაპია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, შეიძლება თუ არა შეამციროს კიბოს განვითარების რისკი მაგნიუმის დანამატების რეგულარულმა მიღებამ. კვლევის შემდეგი ნაბიჯი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მოძებნა იქნება.