/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

ყველაფერი ჰემანგიომებზე

ყველაფერი ჰემანგიომებზე
ვარ 36 წლის. ღვიძლში აღმომაჩნდა მცირე ზომის კეთილთვისებიანი ჰემანგიომა. თუ გაიზარდა,

შეიძლება მკურნალობა ან ოპერაციის გაკეთება?

ვარ 42 წლის. 3 წელია, რაც დამიდგინეს ღვიძლის ჰემანგიომა (სრულიად შემთხვევით). ამ ხნის განმავლობაში თითქმის არ გაზრდილა, არ მაწუხებდა და არც ახლა მაწუხებს. არადა ამბობენ, სიმსივნეაო. იქნებ დაბეჭდოთ რამე ამ დაავადებაზე.შეგიძლიათ გვითხრათ, რა იწვევს კანის ჰემანგიომას? მართალია, რომ ზოგჯერ ჰემანგიომა თავისით ქრება?

ჰემანგიომა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (ჰემა - სისხლი, ანგეონ - ძარღვი) და სისხლძარღვის კედლიდან განვითარებულ კეთილთვისებიან სიმსივნეს აღნიშნავს. კეთილთვისებიან სიმსივნეთა 25 და რბილი ქსოვილების სიმსივნეთა 45 პროცენტი ჰემანგიომების წილად მოდის. ლოკალიზაციის მიხედვით ჰემანგიომები სამ ჯგუფად იყოფა:

  • მფარავი ქსოვილების (კანი, კანქვეშა ქსოვილი, ლორწოვანი გარსები) ჰემანგიომებად;
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (კუნთები, მყესები, ძვლები) ჰემანგიომებად;
  • პარენქიმულ ორგანოთა ჰემანგიომებად.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყველაზე მეტად მფარავი ქსოვილების ჰემანგიომებია გავრცელებული. ისინი უმეტესად სახის კანს აზიანებენ. ასეთი სიმსივნე უსწორმასწორო ლაქას ჰგავს, კანიდან წამოწეულია და მოწითალო-მოლურჯო ფერი აქვს. სიმსივნის შეფერილობა არტერიული და ვენური ქსელის განვითარების სიჭარბეზეა დამოკიდებული.

ღვიძლის ჰემანგიომა

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

ღვიძლის ჰემანგიომა ჯანმრთელი ადამიანების 7%-ს აქვს, ამასთანავე, ქალებს - 4-6-ჯერ ხშირად. საქმე ის არის, რომ ქალის სასქესო ჰორმონები პროვოცირებას უწევს ჰემანგიომების წარმოქმნასა და ზრდას.

ღვიძლის ჰემანგიომების უმრავლესობას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევისას. ისინი უმეტესად მცირე ზომისაა (შედარებით იშვიათია ისეთი ფორმები, რომელთა დიამეტრიც რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს), ჩივილებს არ იწვევს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. დიდი ზომის ჰემანგიომამ კი შესაძლოა სიმპტომთა წყება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ორგანოს მახლობლად მდებარეობს ან სანაღვლე გზებს აწვება. ასეთ დროს თავს იჩენს ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიდდება ღვიძლი. იშვიათად ჰემანგიომა სკდება. მაგალითად, ტრავმის, თრომბოზის დროს. გახეთქვას ძლიერი ტკივილი და მუცლის ღრუში სისხლდენა მოჰყვება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჰემანგიომაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია მისი დიფერენცირება ღვიძლის სხვა სიმსივნეებისგან, მათ შორის - ავთვისებიანი სიმსივნეებისგანაც. ამაში სპეციალისტებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია ეხმარება.

ჰემანგიომის დიაგნოსტიკისას ბიოფსიას არ მიმართავენ, რადგან მანიპულაციამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს.

ღვიძლის ჰემანგიომა, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ თუ მეტისმეტად გაიზარდა და შემაწუხებელი სიმპტომები გამოიწვია, დღის წესრიგში დგება მისი ოპერაციული მკურნალობის საკითხი. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის პარალელურად რეკომენდებულია:

  • შვრიის ნახარში. აიღეთ ერთი ჭიქა შვრია, კარგად გარეცხეთ და დაასხით 1 ლიტრი ოთახის ტემპერატურის გამოხდილი (დისტილირებული) წყალი. გააჩერეთ 10 საათი. შემდეგ შემოდგით ნელ ცეცხლზე და 30 წუთი ადუღეთ. გაზქურიდან გადმოდგმისთანავე შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 12 საათი, შემდეგ გადაწურეთ და საწყის მოცულობამდე (ანუ 1 ლიტრამდე) შეავსეთ გამოხდილი წყლით. მიიღეთ 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის ერთი კურსი 1-1,5 თვეს მოიცავს, მაგრამ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ უნდა გაიმეოროთ ერთთვიანი შესვენებებით.
  • სამკურნალო ნაყენი. დაგჭირდებათ 40 გ კრაზანა, 30 გ ველური ვარდკაჭაჭა, 20 გ ჩვეულებრივი მატიტელა, 10 გ გვირილის ყვავილი და 30 გ ხეჭრელის ფესვი. საღამო ხანს აიღეთ 20 გრამი ნარევი, დაასხით 400 მლ ონკანის წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით 5-7 წუთი ადუღეთ და შემდეგ 20 წუთით დააყენეთ. მიღებული ნახარში რამდენიმე ულუფად უნდა გაანაწილოთ და მთელი დღე სვათ. კურსი 1,5 თვე გრძელდება. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
  • ხახვი, მომზადებული შემდეგი წესით: 2 კგ ხახვი წვრილად დაჭერით, შეურიეთ 4 ჭიქა შაქრის ფხვნილი და შედგით ღუმელში ყვითელი სითხის წარმოქმნამდე. ღუმლიდან გამოღებული მასა კარგად გაწურეთ დოლბანდში და დღეში სამჯერ 1 სადილის კოვზი მიირთვით. მკურნალობის კურსი 4 თვეა.

კანის ჰემანგიომა

მეცნიერთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჰემანგიომა სისხლძარღვთა თანდაყოლილი დეფექტის (მანკის) საფუძველზე აღმოცენდება. კანის ჰემანგიომა კანის დერმოიდული შრის სისხლძარღვთა განვითარების მანკია. მისი ტრავმირება სახიფათოა, ვინაიდან სისხლდენას იწვევს.

კომენტარები (3)
სალომე
დაუხურავ ყიფლიბანდზე აქვს ჰემანგიომა და რა სახის მკურნალობით იქნება შესაძლებელი? ან შეუქმნის თუ არა საფრთხეს ყიფლიბანდის დახურვას?
თარიღი : 22-03-2019
lazeroterapiaze ra azris xart?
ლაზეროთერაპია რამდენად ეფექტურია კანის ჰემანგიომის დროს?თბილისში თუ კეთდება ეს პროცედურები?და თუ შეგიძლიათ მითხრათ სად?რომელ კლინიკაში?
თარიღი : 30-01-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყველაფერი ჰემანგიომებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი ჰემანგიომებზე

შეიძლება მკურნალობა ან ოპერაციის გაკეთება?

ვარ 42 წლის. 3 წელია, რაც დამიდგინეს ღვიძლის ჰემანგიომა (სრულიად შემთხვევით). ამ ხნის განმავლობაში თითქმის არ გაზრდილა, არ მაწუხებდა და არც ახლა მაწუხებს. არადა ამბობენ, სიმსივნეაო. იქნებ დაბეჭდოთ რამე ამ დაავადებაზე.შეგიძლიათ გვითხრათ, რა იწვევს კანის ჰემანგიომას? მართალია, რომ ზოგჯერ ჰემანგიომა თავისით ქრება?

ჰემანგიომა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (ჰემა - სისხლი, ანგეონ - ძარღვი) და სისხლძარღვის კედლიდან განვითარებულ კეთილთვისებიან სიმსივნეს აღნიშნავს. კეთილთვისებიან სიმსივნეთა 25 და რბილი ქსოვილების სიმსივნეთა 45 პროცენტი ჰემანგიომების წილად მოდის. ლოკალიზაციის მიხედვით ჰემანგიომები სამ ჯგუფად იყოფა:

  • მფარავი ქსოვილების (კანი, კანქვეშა ქსოვილი, ლორწოვანი გარსები) ჰემანგიომებად;
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (კუნთები, მყესები, ძვლები) ჰემანგიომებად;
  • პარენქიმულ ორგანოთა ჰემანგიომებად.

ყველაზე მეტად მფარავი ქსოვილების ჰემანგიომებია გავრცელებული. ისინი უმეტესად სახის კანს აზიანებენ. ასეთი სიმსივნე უსწორმასწორო ლაქას ჰგავს, კანიდან წამოწეულია და მოწითალო-მოლურჯო ფერი აქვს. სიმსივნის შეფერილობა არტერიული და ვენური ქსელის განვითარების სიჭარბეზეა დამოკიდებული.

ღვიძლის ჰემანგიომა

ღვიძლის ჰემანგიომა ჯანმრთელი ადამიანების 7%-ს აქვს, ამასთანავე, ქალებს - 4-6-ჯერ ხშირად. საქმე ის არის, რომ ქალის სასქესო ჰორმონები პროვოცირებას უწევს ჰემანგიომების წარმოქმნასა და ზრდას.

ღვიძლის ჰემანგიომების უმრავლესობას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევისას. ისინი უმეტესად მცირე ზომისაა (შედარებით იშვიათია ისეთი ფორმები, რომელთა დიამეტრიც რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს), ჩივილებს არ იწვევს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. დიდი ზომის ჰემანგიომამ კი შესაძლოა სიმპტომთა წყება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ორგანოს მახლობლად მდებარეობს ან სანაღვლე გზებს აწვება. ასეთ დროს თავს იჩენს ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიდდება ღვიძლი. იშვიათად ჰემანგიომა სკდება. მაგალითად, ტრავმის, თრომბოზის დროს. გახეთქვას ძლიერი ტკივილი და მუცლის ღრუში სისხლდენა მოჰყვება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჰემანგიომაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია მისი დიფერენცირება ღვიძლის სხვა სიმსივნეებისგან, მათ შორის - ავთვისებიანი სიმსივნეებისგანაც. ამაში სპეციალისტებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია ეხმარება.

ჰემანგიომის დიაგნოსტიკისას ბიოფსიას არ მიმართავენ, რადგან მანიპულაციამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს.

ღვიძლის ჰემანგიომა, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ თუ მეტისმეტად გაიზარდა და შემაწუხებელი სიმპტომები გამოიწვია, დღის წესრიგში დგება მისი ოპერაციული მკურნალობის საკითხი. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის პარალელურად რეკომენდებულია:

  • შვრიის ნახარში. აიღეთ ერთი ჭიქა შვრია, კარგად გარეცხეთ და დაასხით 1 ლიტრი ოთახის ტემპერატურის გამოხდილი (დისტილირებული) წყალი. გააჩერეთ 10 საათი. შემდეგ შემოდგით ნელ ცეცხლზე და 30 წუთი ადუღეთ. გაზქურიდან გადმოდგმისთანავე შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 12 საათი, შემდეგ გადაწურეთ და საწყის მოცულობამდე (ანუ 1 ლიტრამდე) შეავსეთ გამოხდილი წყლით. მიიღეთ 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის ერთი კურსი 1-1,5 თვეს მოიცავს, მაგრამ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ უნდა გაიმეოროთ ერთთვიანი შესვენებებით.
  • სამკურნალო ნაყენი. დაგჭირდებათ 40 გ კრაზანა, 30 გ ველური ვარდკაჭაჭა, 20 გ ჩვეულებრივი მატიტელა, 10 გ გვირილის ყვავილი და 30 გ ხეჭრელის ფესვი. საღამო ხანს აიღეთ 20 გრამი ნარევი, დაასხით 400 მლ ონკანის წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით 5-7 წუთი ადუღეთ და შემდეგ 20 წუთით დააყენეთ. მიღებული ნახარში რამდენიმე ულუფად უნდა გაანაწილოთ და მთელი დღე სვათ. კურსი 1,5 თვე გრძელდება. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
  • ხახვი, მომზადებული შემდეგი წესით: 2 კგ ხახვი წვრილად დაჭერით, შეურიეთ 4 ჭიქა შაქრის ფხვნილი და შედგით ღუმელში ყვითელი სითხის წარმოქმნამდე. ღუმლიდან გამოღებული მასა კარგად გაწურეთ დოლბანდში და დღეში სამჯერ 1 სადილის კოვზი მიირთვით. მკურნალობის კურსი 4 თვეა.

კანის ჰემანგიომა

მეცნიერთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჰემანგიომა სისხლძარღვთა თანდაყოლილი დეფექტის (მანკის) საფუძველზე აღმოცენდება. კანის ჰემანგიომა კანის დერმოიდული შრის სისხლძარღვთა განვითარების მანკია. მისი ტრავმირება სახიფათოა, ვინაიდან სისხლდენას იწვევს.


კანის კაპილარული ჰემანგიომა

კანის კაპილარულ (ლაქოვან, მარტივ, ბრტყელ) ჰემანგიომას ახასიათებს ბრტყელი ან კანის ზედაპირიდან რამდენადმე წამოწეული ვარდისფერი, წითელი ან მოლურჯო-მეწამული ლაქები, რომლებიც ზეწოლისას ფერმკრთალდება და ნაწილობრივ ფერსაც იცვლის. დიასკოპიისას ანუ სპეციალური მინის ფირფიტით კანის უბნების დათვალიერებისას ეს ლაქები ზოგჯერ ქრება კიდეც.

კაპილარული ჰემანგიომის ნაირსახეობაა ტელეანგიოექტაზიური (ვარსკვლავისებრი) ჰემანგიომა: ლაქის ცენტრში არსებული წერტილიდან რადიალურად მიემართება წვრილი, გაფართოებული სისხლძარღვები.

ჰემანგიომას, რომელშიც ჭარბობს შემაერთებელქსოვილოვანი კომპონენტი, ანგიოფიბრომა ეწოდება. კაპილარული ჰემანგიომის ნაირსახეობაა ანგიოკერატომაც. კაპილარულ ჰემანგიომას ძირითადად ინფილტრაციული ზრდა ახასიათებს.

ცალკე გამოყოფენ კავერნოზულ ჰემანგიომას, რომელიც ერთმანეთისგან ძგიდეებით გამიჯნული სხვადასხვა ფორმისა და ზომის სისხლძარღვოვანი ღრუებისგან შედგება. ამ ღრუებში სისხლი ზოგჯერ დედდება, წარმოქმნილ თრომბოზულ მასებში კი შემაერთებელი ქსოვილი ჩაიზრდება და თრომბები წარმოიქმნება. კავერნოზული ჰემანგიომა ზოგჯერ მრავლობითია. ეს წარმონაქმნები უმთავრესად კვანძოვანი, გლუვი ან ხორკლიანზედაპირიანია. დაძაბვის, გაჭინთვისა და ხველებისას კავერნოზული ჰემანგიომა შესაძლოა გაიზარდოს. საერთოდ, მისი ზომები ფართო საზღვრებში მერყეობს - ქინძისთავისოდენადან მუჭისოდენამდე და უფრო მეტადაც. თითით ზეწოლისას ჰემანგიომა, განსაკუთრებით კი კავერნოზული, ფერმკრთალდება, პატარავდება და მკვრივდება, ხოლო ზეწოლის შეწყვეტისთანავე თავდაპირველ იერს იბრუნებს. სიმსივნის შედარებით მსხვილ არტერიასთან შეერთების შემთხვევაში ზოგჯერ პულსაცია შეიგრძნობა და ძარღვოვანი შუილი ისმინება.

კავერნოზული ჰემანგიომა ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა. დაბადებისას თუ უმნიშვნელო წერტილად მოჩანს, წლის ბოლოსთვის შესაძლოა მოზრდილ წარმონაქმნად გადაიქცეს.

შედარებით იშვიათია რაცემიული ჰემანგიომა, რომელიც სქელკედლიანი არტერიებისა და ვენური ძარღვების ტოტებისგან შედგება. ასეთი სიმსივნე თანდაყოლილ სიმახინჯეს მოგვაგონებს, ლოკალიზდება უმთავრესად თავსა და კისერზე.

კუნთშიგა (კაპილარული, კავერნოზული ან არტერიოვენოზური) ჰემანგიომა გამოირჩევა ინფილტრაციული ზრდით, აზიანებს არა მხოლოდ კუნთებსა და მყესებს, არამედ გარემომცველ ცხიმოვან ქსოვილსა და კანსაც.

ჰემანგიომაში სისხლძარღვოვან წარმონაქმნებთან ერთად ზოგჯერ ცხიმოვანი, ფიბროზული და გლუვკუნთოვანი ელემენტებიც გვხვდება.

არსებობს აგრეთვე სისხლძარღვთა სისტემური ხასიათის სიმსივნური ზრდა - ჰემანგიომატოზი, რომელიც უმეტესად მთელ კიდურს ან მის პერიფერიულ ნაწილს აზიანებს.

ანგიოკერატომაც იშვიათი დაავადებაა. ამ დროს ჩნდება 1-5 მმ დიამეტრის წითელი, ზოგჯერ კი მოშავო ფერის კვანძები, რომლებსაც ზედაპირზე რქოვანა წანაზარდები აქვს. ისინი ზოგჯერ ერთმანეთს ერწყმის და ფოლაქისმაგვარ წარმონაქმნებად იქცევა. ანგიოკერატომა ყველაზე ხშირად მტევნებსა და ტერფებზე ლოკალიზდება, იშვიათად - იდაყვისა და მუხლის სახსრებთან, ყურის ნიჟარებზე. უჩნდებათ უმთავრესად ახალგაზრდებს, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებით არიან დასუსტებულნი.

ლორწოვანი გარსების ჰემანგიომები ლოკალიზდება ტუჩებზე, ენისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ზოგჯერ მიმდებარე ქსოვილებში ჩაიზრდება.

მკურნალობა

ჰემანგიომის მკურნალობა სასურველია მისი აღმოჩენისა და დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს. დღეს ჰემანგიომების სამკურნალოდ გამოიყენება:

  • ქირურგიული ოპერაცია;
  • კრიოთერაპია;
  • სკლეროთერაპია;
  • ელექტროკოაგულაცია;
  • სხივური თერაპია.

აღნიშნულ მეთოდებს შორის წამყვანი ქირურგიული მკურნალობაა. სწორად ჩატარებული ოპერაცია (ანუ სიმსივნის სრულფასოვნად ამოკვეთა) სრულ განკურნებას განაპირობებს.

რეციდივი (ანუ დაავადების შებრუნება, გამეორება) სიმსივნის ელემენტების არასრულ ამოკვეთაზე მეტყველებს და სრულიადაც არ ნიშნავს მის ავთვისებიან ბუნებას.

კრიოთერაპია სიმსივნური წარმონაქმნის ნახშირმჟავათი მოცილებას გულისხმობს. მას კანის შედარებით მცირე ზომის ჰემანგიომების სამკურნალოდ, აგრეთვე ქირურგიული ჩარევის შემდეგ დარჩენილი სიმსივნის ნაწილების მოსაშორებლად და რეციდივის შემთხვევაში იყენებენ.

კრიოთერაპიის მეთოდი ეფუძნება ასეპტიკური (არაინფექციური ბუნების) ანთების განვითარებას და ამ უკანასკნელის შედეგად სისხლძარღვოვანი ქსოვილის ობლიტერაციას (წაშლას, მოსპობას).

სკლეროთერაპია სიმსივნური წარმონაქმნის გამკვრივებაა მისი ელემენტების დაღუპვისა და შემაერთებელი ქსოვილით მათი ჩანაცვლების გამო. მასკლეროზებელ ნივთიერებად უმთავრესად გამოიყენება 70-გრადუსიანი ეთილის სპირტი, რომელიც სიმსივნის ძირში და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში შეჰყავთ. მასკლეროზებელი სითხის კანქვეშ შეყვანა არ შეიძლება - შესაძლოა, კანის ნეკროზი (კვდომა) გამოიწვიოს.

ელექტროკოაგულაცია მაღალი სიხშირის დენის გატარებით სიმსივნის ქსოვილის დესტრუქციას (რღვევას) გულისხმობს. ის მეტად მარტივი, თუმცა რამდენადმე მტკივნეული მეთოდია, ამიტომაც ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება.

სხივური თერაპია როგორც დამოუკიდებელი მეთოდი გამოიყენება კავერნოზული, კავერნოზულ-კაპილარული და კაპილარული ჰემანგიომების სამკურნალოდ, როცა სიმსივნური წარმონაქმნი სახეზეა ლოკალიზებული და სხვა მეთოდების გამოყენება კოსმეტიკური თვალსაზრისით არარეკომენდებულია.