კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნები – რა ნიშნებია საყურადღებო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნები – რა ნიშნებია საყურადღებო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ზოგიერთი მათგანი სრულიად უწყინარი წარმონაქმნია, ზოგიერთი კი, შესაძლოა, გაუფრთხილებლობითა და უყურადღებობით გართულდეს ან უკვე მიანიშნებდეს რაიმე დაავადებაზე.

რა უნდა ვიცოდეთ კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნებზე, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ შეიძლება ადრეულ ეტაპზევე ავიცილოთ თავიდან მათი გამწვავება? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად თოდუას კლინიკის კანის, ძვლებისა და რბილი ქსოვილების ონკოპათოლოგიათა განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს ალექსანდრე ჩირინაშვილს დავუკავშირდით.

კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების რა სახეობები არსებობს? რა ნიშნებია განსაკუთრებით საყურადღებო?

კანის საფარი წარმოადგენს ვიზუალურ ლოკალიზაციას, ანუ ჩვენ მას ვხედავთ და შეგვიძლია დავაკვირდეთ ცვლილებებს, რომლებიც კანის წარმონაქმნებზე აისახება, რაც ექიმთან დროული ვიზიტის საფუძველი უნდა გახდეს, მათ სამ სახეობად ვყოფთ. ესენია: კეთილთვისებიანი, გარდამავალი და ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მათი მკურნალობა მარტივადაა შესაძლებელი ძირითადში ქირურგიული მეთოდით. გარდამავალს ვუწოდებთ მათ, რომლებიც, შესაძლოა, ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს. ავთვისებიანში კი კანის კიბოს მოვიაზრებთ. ყველაზე გავრცელებული მისი ორი ტიპი – ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაა. გამოვყოფთ კიდევ ერთ ვერაგ დაავადებას – მელანომას. ის, ძირითადად, კანის საფარზე არსებულ ხალზე ვითარდება და ვრცელდება მეტასტაზებით, როგორც ლიმფურ ჯირკვლებში, ისე, სხვადასხვა ორგანოებში ( ფილტვები, ღვიძლი, ძვლები და სხვაა ) . მელანომა უმეტესად ხალის ადგილას წარმოიქმნება. ხალის ზომაში ზრდა, კონფიგურაციის შეცვლა ასიმეტრიისკენ და ინტენსიური გამუქება, არასასურველი პროცესების დაძვრაზე მიანიშნებს და ასეთი ნიშნების დროს ექიმთან დროული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი საბოლოო პოზიტიური შედეგის მისაღწევად

პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ წარმონაქმნის კეთილთვისებიანად და ავთვისებიანად დაყოფას ის თავად ვერ შეძლებს. ეს სპეციალისტის კომპეტენციაა და მხოლოდ სათანადო დიაგნოსტირების შემდეგაა შესაძლებელი. ამიტომ, ექიმს კანზე ნებისმიერი უჩვეულო ცვლილებების დროს უნდა მიმართოთ.

როგორ ხდება კანისა და რბილის ქსოვილების წარმონაქმნების დიაგნოსტირება? რა პროცედურები ტარდება ამ დროს?

პირველ რიგში, დიაგნოსტიკას ფიზიკალური გასინჯვით ვიწყებთ. შემდეგ კი მივმართავთ დერმატოსკოპიას. ის კანის კვლევის არაინვაზიური ანუ არატრავმული მეთოდია, რომლის დროსაც წარმონაქმნის მრავალჯერადი გადიდება და მისი შესწავლა ხდება. დერმატოსკოპია, ძირითადად, ზუსტი დიაგნოზის დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს.

კვლევის ინვაზიურ მეთოდებს მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა ეჭვები მაინც გვრჩება. სხვა შემთხვევაში მათ ვერიდებით, რადგან ასეთი ჩარევით არ მოვახდინოთ საშიში პროცესების პროვოცირება და დაჩქარება, ეს ძირითადში მელანომას ეხება. ინვაზიური მეთოდებიდან ჯერ ციტოლოგიური კვლევას მივმართავთ – ვიღებთ ანაბეჭდს და ქსოვილებს მიკროსკოპის ქვეშ ვნახულობთ. თუ ვერც მან მოგვცა საკმარისი ინფორმაცია, ბიოფსიას ვატარებთ, რომლის დროსაც წარმონაქმნის ნაწილს ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე ვაგზავნით, თუ აქაც ერთმნიშვნელოვნად დიაგნოზს ვერ ვადასტურებთ ვატარებთ იმუნოჰისტოქიმიურ კვლევას.

მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებას უკვე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებისა და ზუსტი დიაგნოზის დადგენის შემდეგ ვიწყებთ.

მკურნალობის რა მეთოდებს მიმართავთ და რამდენად წარმატებულად სრულდება ხოლმე ის?

გააჩნია დიაგნოზს და სტადიას ამიტომ მივმართავთ, როგორც ქირურგიულ ასევე სხივურ და მედიკამენტოზურ თერაპიას. თუ საქმე კანის კიბოსთან გვაქვს, ვატარებთ ქირურგიულ ოპერაციას ან მივმართავთ სხივურ თერაპიას. მელანომას შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობასა და იმუნოთერაპიას. ვატარებთ ონკოგენეტიკურ ტესტირებასაც – ის გვეხმარება წინასწარ დავადგინოთ როგორი ეფექტი ექნება ამა თუ იმ პრეპარატს მკურნალობის ეფექტურობისათვის.

თოდუას კლინიკა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა ტექნიკურ საშუალებას ფლობს. წარმატებით ტარდება ნებისმიერი ტიპისა და სირთულის ოპერაცია, ანუ რადიკალური ოპერაციები შერწყმულია აღდგენით-რეკონსტრუქციულ ეტაპებთან თუმცა, ტექნოლოგიური წინსვლებისა და კომპეტენტური ჩარევის მიუხედავად, გადამწყვეტია ის, თუ საიდან ვიწყებთ მკურნალობას, როგორია სასტარტო ვითარება ანუ რომელ სტადიაში მოგვმართავს პაციენტი. ადრეულ სტადიებზე ჩარევა ( I - II სტადია ) წარმატებული მკურნალობის საწინდარია და უმეტესად სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, ხოლო მესამე სტადიაში სიცოცხლის გახანგრძილებისათვის გვიწევს ბრძოლა.

რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები ან ეფექტურად ვუმკურნალოთ კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებებს?

კანზე ხალის ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარების ძირითადი მაპროვოცირებული ფაქტორი, ულტრაიისფერი სხივები და ხალის ტრავმატიზაცია. პრევენცია კი გამომწვევი მიზეზებისთვის თავის არიდებაა, ვისაც მსგავსი ტიპის ხალები აქვს.

თუმცა, ყველაზე დიდ მნიშვნელობას მე მაინც პროფილაქტიკურ-პრევენციულ შემოწმებას ვანიჭებ, რომელიც სასურველია პაციენტმა 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროს. თუკი ის ინფორმირებულია საკუთარი კანის საფარზე, ცვლილებების შემჩნევასაც მარტივად და დროულად შეძლებს. პაციენტს შეუძლია ოჯახის ექიმს მიმართოს, რომელიც ეჭვის შემთხვევაში მას შესაბამის სპეციალისტთან გადაამისამართებს და მათთან ერთად გააგრძელებს დაკვირვებას.

ჩვენთან სამწუხაროდ დაახლოებით 70% მაშინ მოგვმართავს, როდესაც პროცესი უკვე შორსწასულია, და საქმე მესამე ან მეოთხე სტადიასთან გვაქვს, ევროპაში კი პირიქით 70% ექიმს მიმართავს I – II სტადიის დროს, ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან ადრეული დიაგნოსტირება, ხილული და ხელშესახები ნიშნების გამო, ძალიან მარტივია. დროული მკურნალობა კი, უმეტესად, ძალიან წარმატებული.