მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა გვერდით ეფექტებს ტრადიციულ ქიმიოთერაპიაზე იშვიათად იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა გვერდით ეფექტებს ტრადიციულ ქიმიოთერაპიაზე იშვიათად იწვევს

სიმსივნურ უჯრედებს იმუნური სისტემისთვის უფრო შესამჩნევს ხდის

როგორც იცით, იმუნური სისტემა ანადგურებს ორგანიზმში მოხვედრილ თუ წარმოქმნილ გენეტიკურად უცხო უჯრედებს, მაგრამ სიმსივნის დროს მას ყოველთვის არ შესწევს დაავადებული უჯრედების ამოცნობის უნარი. მონოკლონური ანტისხეულები მიემაგრება და ამით ერთგვარად მონიშნავს სიმსივნურ უჯრედებს, რის წყალობითაც იმუნურ სისტემას ამ უკანასკნელთა ამოცნობა უადვილდება.

მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი რიტუქსიმაბი (რიტუქსანი) უერთდება სპეციფიკურ ცილას (ჩD20), რომელიც მხოლოდ B ლიმფოციტებზე - სისხლის თეთრი უჯრედების განსაზღვრულ ტიპზეა აღმოჩენილი. ამავე დროს, ცნობილია, რომ ლიმფომების განსაზღვრული ტიპი სწორედ B უჯრედებისგან წარმოიშობა.

როცა რიტუქსიმაბი უერთდება მის ზედაპირზე არსებულ ცილა ჩD20-ს, B ლიმფოციტი უფრო იოლად ამოსაცნობი ხდება იმუნური სისტემისათვის და შეტევაც იწყება. რასაკვირველია, რიტუქსიმაბი ჯანმრთელი B უჯრედების დონესაც აქვეითებს, თუმცა ორგანიზმი მალევე წარმოქმნის ახალ, ჯანმრთელ B უჯრედებს, სიმსივნური B უჯრედების ხელახალი წარმოშობა კი ნაკლებსავარაუდოა.

აუმჯობესებს სიგნალის ბლოკირებას

ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ზრდის ფაქტორს უწოდებენ, უერთდება როგორც ნორმალური, ასევე სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს და მათ გამრავლებას აძლევს ბიძგს. განსაზღვრული სიმსივნური უჯრედები ზრდის ფაქტორების რეცეპტორების მრავალ ასლს ქმნიან, რის გამოც ჯანმრთელ უჯრედებზე გაცილებით სწრაფად მრავლდებიან.

მონოკლონური ანტისხეულები ბლოკავენ ამ რეცეპტორებს და თავიდან გვაცილებენ მათზე ზრდის სიგნალის ზემოქმედებას. ცეტუქსიმაბი (ერბიტუქსი), მსხვილი ნაწლავის, თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ ნებადართული მონოკლონური ანტისხეული, უერთდება სიმსივნური უჯრედის იმ რეცეპტორს, რომელზეც ზემოქმედებს ეპიდერმული ზრდის ფაქტორი.

ამ სიგნალის გავლენით სიმსივნური და ზოგიერთი ტიპის ჯანმრთელი უჯრედები მრავლდებიან. ეპიდერმული ზრდის ფაქტორის ბლოკირებით შესაძლოა შენელდეს ან შეწყდეს სიმსივნის ზრდა.

აფერხებს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას

სიმსივნურ უჯრედებს ზრდა-გამრავლებისთვის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები სჭირდება. მათი მიწოდება, ბუნებრივია, სისხლით, სისხლძარღვების გავლით ხდება. სისხლძარღვოვანი ქსელის განვითარებისთვის სიმსივნური უჯრედები ორგანიზმს ზრდის სიგნალს უგზავნიან. მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც ამ სიგნალს დაბლოკავს, შეუძლია შეაფერხოს სიმსივნური წარმონაქმნის სისხლმომარაგება, რის შედეგადაც სიმსივნის ზრდა წყდება.

თუ პაციენტს აქვს სიმსივნე უკვე კარგად განვითარებული სისხლმომარაგებით, ზრდის სიგნალის ბლოკირებამ შესაძლოა სისხლძარღვების რღვევა და სიმსივნის დაპატარავება გამოიწვიოს.

წაიკითხეთ სრულად