მედიკოსებმა კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს უჩვეულო სიმპტომები დაასახელეს
დიდი ბრიტანეთის ექიმებმა დაასახელეს ის სიმპტომები, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს კუჭუკანა ჯირკვლის კიბოზე.
ერთ-ერთი მათგანი არის სიყვითლე, რომლის დროსაც თვალის კაკლის სკლერა და კანის საფარველი იღებს მოყვითალო ფერს. ეს იმის გამო ხდება, რომ სისხლში გროვდება ბილირუბინის დაშლის პროდუქტები.
პანკრეასის კიბოს განვითარების ნიშანი შეიძლება იყოს მადის დაკარგვა, წონის აუხსნელი კლება, აპათია, დაღლილობის შეგრძნება და ენერგიის არქონა, სხეულის ტემპერატურის მომატება, სიცხის შეგრძნება, კანკალი, გულისრევა, შებერილობა მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჭამის დროს.
მსგავსი სიმპტომების აღმოჩენისას ბრიტანელი ექიმები გვირჩევენ დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ სათანადო გამოკვლევები.