რას ნიშნავს იმუნოთერაპია, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი სტანდარტია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ნიშნავს იმუნოთერაპია, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი სტანდარტია

სიმსივნე მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის მეორე ყველზე ხშირი მიზეზია. არაერთი კვლევის, ახალი მედიკამენტების თუ მკურნალობის ახალი ტიპების დანერგვის მიუხედავად, სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევები მაინც ძალიან მაღალია. მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. მიზანი კი ხშირ შემთხვევაში არა საბოლოო განკურნება, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივებაა.

უკანასკნელ პერიოდში დაინერგა მკურნალობის ახალი მეთოდი – იმუნოთერაპია, რაც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. კლინიკა „ჰელსიკორის“ კლინიკური ონკოლოგის ეკატერინე არქანიას განმარტებით, კლინიკაში პაციენტების მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, რომ ახალი ტიპის, ადეკვატური მკურნალობა ჩაიტარონ. იმუნოთერაპიასა და სიმსივნეთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე ეკატერინე არქანია გვესაუბრება.

ყველაზე ხშირად რომელი ორგანოების სიმსივნით მომართავენ პაციენტები კლინიკას?

სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე მატულობს. წლიდან წლამდე იზრდება მომართვიანობა. ჩვენთან პაციენტები სხვადასხვა ორგანოს სიმსივნით მოდიან, თუმცა ყველაზე ხშირი ქალებში არის ძუძუს კიბო, მამაკაცებში კი – ფილტვის. არცთუ იშვიათია ნაწლავის სიმსივნეები, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კლინიკა ჩართულია კლინიკურ კვლევებში. ეს კი პაციენტებს საშუალებას აძლევს, რომ ახალი ტიპის მკურნალობა მიიღონ უფასოდ, თუკი კვლევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. საკმაოდ ეფექტურია იმუნოთერაპია, რომელიც ქიმიოთერაპაისთან შედარებით ახალი, უფრო ეფექტური და დამზოგველი მეთოდია და ჩვენთან ესეც ხელმისაწვდომია.

რას ნიშნავს ახალი ტიპის მკურნალობა?

შიეცვალა მკურნალობის ტაქტიკა და მიდგომა. სტანდარტული სამკურნალო სქემების და გაიდლაინების განახლება უწყვეტად მიმდინარეობს წლიდან წლამდე . ხდება პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების მახასიათებლების დეტალური შესწავლა. უნდა გამოვიკვლიოთ, სად გვაქვს დარღვევა, რომელი რეცეპტორია ექსპრესირებული, რა მოლეკულური ტიპია, რა ფენოტიპი და მხოლოდ ამის შემდეგ მულტიდისციპლინური გუნდის (კლინიკური ონკოლოგი, ქირურგი და რადიაციული ონკოლოგი) ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა დაინიშნოს მკურნალობის კურსი. გადაწყვეტილებას ერთი ექიმი არასოდეს იღებს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტირება და შემდეგ უკვე დიაგნოზზე მორგებული მკურნალობა. სწორი დიაგნოზი მკურნალობის ეფექტთან პირდაპირპროპორციულია.

ახალი ტიპის მკურნალობა რამდენიმე მეთოდს შეიძლება აერთიანებდეს, რაც საკმაოდ ეფექტურია.

mkurnali.ge

დაიგნოზის დასმის პროცესში რა კვლევები ტარდება?

აქაც ინდივიდუალური მიდგომა მოქმედებს. კვლევები უნდა ჩატარდეს შერჩევითად, რადგან ისინი საკმაოდ ძვირადღირებულია და პაციენტს ყველა სადიაგნოსტიკო კვლევა არ უნდა ჩავუტაროთ. მაქსიმალურად ისეთი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმაში დაგვეხმარება. კვლევების შემდეგ კი საჭიროა ბიოფსია და აღებული მასალის მორფოლოგიური კვლევა. შეიძლება კლინიკურად სურათზე სხვა ვითარება გვქონდეს და უჯრედულ დონეზე სხვა აღმოჩნდეს.

როგორც აღნიშნეთ, იმუნოთერაპია საკმაოდ ეფექტური ახალი მეთოდია. რას გულისხმობს ის?

მკურნალობის ეს მეთოდი რამდენიმე წლის წინ შემოვიდა. ის აქტიურად ანაცვლებს მკურნალობის ძველ მეთოდებსა და სტანდარტებს. განსხვავებით ტრადიციული მკურნალობის (ქიმიოთერაპია, სხივიური თერაპია) მეთოდებისგან, ის არ ახდენს პირდაპირ ზეგავლენას ავთვისებიან პროცესზე. დროთა განმავლობაში ჩვენი იმუნური სისტემა ტოლერანტული ხდება სიმსივნის მიმართ სხვადასხვა მიზეზების გამო; იმუნოთერაპიის მეშვეობით ჩვენ ვაღვიძებთ იმუნურ სისტემას ისე, რომ მან თავად ამოიცნოს და შეუტიოს მისთვის უცხო და არა-სასურველ პროცესს. ქიმიოთერაპიის მსგავსად, უმეტესწილად ესეც ინტრავენური გადასხმაა.

არის ისეთი ტიპის სიმსივნეები, რომლებზეც ქიმიოთერაპია არ მოქმედებს და სწორედ ამ შემთხვევებში არის იმუნოთერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მას ნაკლები გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს. ორგანიზმი უფრო ადვილად იტანს, არ იწვევს თმის ცვენას და რაც მთავარია, არ აქვეითებს იმუნურ სისტემას. თუმცა იმუნოთერაპიის წამლები საკმაოდ ძვირადღირებულია და სამწუხაროდ, პაციენტებს ხშირად მათზე ხელი არ მიუწვდებათ.

როგორია იმუნოთერაპიის ხანგრძლივობა?

ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ინდივიდუალურია; დაავადების გავრცელებისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით; უმეტესწილად ხანგრძლივი პროცესია. როდესაც პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უცხო უჯრედები აღარაა ორგანიზმში, მკურნალობა წყდება და მუდმივი მონიტორიგის რეჟიმში გადადის.

ქიმიოთერაპია რატომ არის ასეთი რთული პროცესი და რატომ ახასიათებს ბევრი გვერდითი მოვლენა?

ქიმიოთერაპიის დროს ინტრავენური გზით გადასხმული მედიკამენტი უჯრედის გარკვეულ ფაზებზე მოქმედებს. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ წამალს ან წამლების კომბინაციას ვასხამთ.

ზოგადად, სიმსივნე ეს არის უჯრედის უკონტროლო ზრდა და უფუნქციო მასის წარმოქმნა, რომელიც ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხება. ქიმიოთერაპიის მედიკამენტები კი სწრაფად მზარდ უჯრედებზე მოქმედებენ და ამიტომ სიმსივნურ უჯრედებთან ერთად მათი მოქმედების ქვეშ ექცევა ორგანიზმში არსებული სხვა სწრაფად მზარდი უჯრედებიც. მაგალითად, ესაა სისხლის თეთრი უჯრედები ლეიკოციტები და სწორედ ამიტომ ხდებ ქიმიოთერაპიის შემდგომ ლეიკოციტების დავარდნა. შედეგად კი ორგანიზმს აღარ აქვს უნარი, შეებრძოლოს ინფექციას, ბაქტერიას, ვირუსს. თმაც სწრაფად იზრდება და სწორედ ამიტომ ზოგიერთი მედიაკმენტი იწვევს თმის ცვენას.

რა შემთხვევაში ინიშნება ქიმიოთერაპია ოპერაციამდე და რა შემთხვევაში ოპერაციის შემდეგ?

ოპერაციამდე იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ წარმონაქმნი დიდია და ოპერაციის დროს ორგანოს დაზიანების დიდი შესაძლებლობაა. თუ გვსურს შევინარჩუნოთ ორგანო და არ მოგვიწიოს მისი ამოკვეთა, ჯერ ქიმიოთერაპიის საშუალებით მისი ზომა უნდა შევამციროთ. ოპერაციის შემდეგ კი იმ შემთხვევაში ხდება საჭირო, თუ უჯრედების მცირე რაოდენობა მაინც დარჩა ან მისი განვითარების შანსი არსებობს. ეს კი ამოკვეთილი მასალის მორფოლოგიური შესწავლის შედეგად დგინდება.

mkurnali.ge

მკურნალობის ეფექტურობაში ემოციურ განწყობას თუ აქვს მნიშვნელობა?

მკურნალობის დროსაც და დაავადების პრევენციისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს სტრესის არარსებობას. სტრესში ყოფნა, რომ ყველაფერი მოვასწროთ, ყველაფერი კარგად გავაკეთოთ, საბოლოოდ იწვევს ორგანიზმის გადაღლას და სხვადასხვა დაავადების აღმოცენებას. თუ მუდმივად ვნერვიულობთ, ეს საბოლოოდ ქრონიკულ დაავადებაში იჩენს თავს. ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ზედმეტი ნერვიულობისა და სტრესის გარეშე. ყველაფერი მარტივად გამოგვივა, როდესაც კარგად ვართ.

განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროსაც. როცა პაციენტი გვენდობა, მშვიდადაა და სჯერა, რომ ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება, ასეც ხდება ხოლმე.