შაქრის შემცველი სასმელები 50 წლამდე ქალებში ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს აორმაგებს. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრის შემცველი სასმელები 50 წლამდე ქალებში ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს აორმაგებს.

ქალბატონები, რომლებიც დღეში ორ, ან მეტ ქილა შაქრის შემცველ სასმელს (იგულისხმება როგორც გაზიანი, ასევე ენერგეტიკული სასმელები) მიირთმევენ, კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო) კიბოს განვითარების გაორმაგებული რისკი აქვთ.

13-18 წლის პერიოდში ყოველდღიურად გაზიანი სასმელების მიღება 32%-ით ზრდის ნაწლავის კიბოს განითარების რისკს.

კოლორექტალური კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა, ის გავრცელების თვალსაზრისით მესამე ადგილს იკავებს,  ხოლო  აშშ-ში სიკვდილიანობით მეორე პოზიციაზეა.

აშშ-ში 1950 წელს დაბადებულ მოზრდილებთან შედარებით, 1990 წელს დაბადებულებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების გაორმაგებული რისკი აქვთ,  ხოლო სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების 4-ჯერ მეტი ალბათობა.

დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბით შაქრის შემცველი, გაზიანი სასმელების მოხმარება გაზრდილია.

ასევე მნიშვნელოვნად იმატა ნაწლავური დაავადებების მაჩვენებელმა მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებში.