/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში

იმუნური სისტემა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, იგი ერთგვარი დამცავი ბარიერია,

რომელიც ადამიანს დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედებისგან იცავს.

იმუნოთერაპია კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდად ითვლება, თუმცა იმუნური სისტემის სტიმულაცია ავთვისებიანი სიმსივნის დასამარცხებლად ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე 2600 წლით ადრე არსებობდა. მაგალითად, ეგვიპტელი ექიმი იმჰოტეპი სიმსივნურ წარმონაქმებს გამიზნულად აინფიცირებდა, იწყებოდა ანთებითი პროცესი, რაც სიმსივნის ზრდის შეჩერებას და ხშირად გაქრობასაც იწვევდა.

ეს მეთოდი XVIII-XIX საუკუნეშიც აქტიურად გამოიყენებოდა - ოპერაციის ჩატარების შემდეგ ექიმები ქირურგიულ ჭრილობას შეგნებულად არ ხურავდნენ, შეჭრილ ინფექციასთან ბრძოლას კი იმუნური სისტემა იწყებდა, რის შედეგადაც, ხშირად, სიმსივნური უჯრედებიც ნადგურდებოდნენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თანამედროვე იმუნოთერაპიის ფუძემდებლად ამერიკელი ონკოქირურგი უილიამ კოლი ითვლება, რომელმაც ამ საკითხზე პირველი ნაშრომი ჯერ კიდევ 1891 წელს გამოაქვეყნა. უილიამ კოლმა ბაქტერიების ნაზავისგან "კოლის ტოქსინი" შექმნა, რისი საშუალებითაც სიმსივნურ ქსოვილებს ასნებოვნებდა და ანთებით პროცესს იწვევდა, იმუნური სისტემის გააქტიურების შემდეგ კი კიბოს რეგრესია იწყებოდა. ამ მეთოდით, მიუხედავად ბევრი გვერდითი მოვლენისა, უამრავი ადამიანი იკურნებოდა. თუმცა, იმავე პერიოდში ქიმიო და სხივური თერაპიის განვითარებამ იმუნოთერაპიული მიდგომა თითქოს დაჩრდილა.

დღეს იმუნოთერაპიის მეთოდები საკმაოდ დაიხვეწა და განვითარდა. ამ საკითხზე დაწვრილებით ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი მაკა აბულაძე გვესაუბრა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

– რა არის იმუნოთერაპია და როგორ ხდება იმუნოპრეპარატებით ორგანიზმის იმუნური სისტემის კიბოს უჯრედებთან ბრძოლაზე მიმართვა?

თანამედროვე იმუნოთერაპია - მკურნალობის ინოვაციური მეთოდია, რომლის დროსაც ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება, რის შედეგადაც, იმუნური სისტემა უკეთ ამოიცნობს და ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს.

ციტოტოქსიური თ ლიმფოციტი, ჩვენი იმუნური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია კიბოსთან ბრძოლაში. მას სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეუძლია. ამ უნარის მიუხედავად, ხშირად ლიმფოციტი სიმსივნურ უჯრედს ვერ ცნობს და სიმსივნე არსებობას აგრძელებს. მიზეზების ძიება, თუ რატომ ხდება ასე - მეცნიერების უწყვეტი კვლევის სფეროა.

2018 წელს , სიმსივნის იმუნოთერაპიული მკურნალობის ახალი მეთოდის აღმოჩენისათვის მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია მეცნიერებს -ჯეიმს ელისონს და ტასუკუ ჰონძიოს გადაეცათ. მათ მიერ შემუშავებულმა იმუნურმა საკონტროლო წერტილოვანმა თერაპიამ (Iმმუნე ცჰეცკპოინტ ტჰერაპყ) ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში ახალი სიტყვა თქვა.

ტასუკუ ჰონძიომ იმუნური სისტემის უჯრედის — Т-ლიმფოციტის ზედაპირზე — აღმოაჩინა ცილა PD-1, ხოლო— სიმსივნურ უჯრედზე მისი მოკავშირე ცილა — PD-L1 . ამ ორი ცილის ურთიერთშეკავშირება თრგუნავს იმუნური სისტემის პასუხს და სიმსივნურ უჯრედს ზრდისა და გამრავლების საშუალება ეძლევა. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, შეიქმნა სამკურნალო პრეპარატები (საკონტროლო წერტილოვანი თერაპია) - ეს მედიკამენტები PD-1-სა და PD-L1-ის კავშირს ბლოკავენ და ადამიანის იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევენ სიმსივნის წინააღმდეგ იბრძოლოს.

მკურნალობის ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, იმუნოთერაპიის მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ ყველაზე წარმატებული მეთოდია. სხვა გავრცელებული საშუალებებიდან ზოგიერთი ეძებს და ანადგურებს იმ მექანიზმებს, რომლებიც თ უჯრედების აქტივობას ამცირებენ, ზოგი კი იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს.

– იმუნოთერაპიის რა მეთოდს იყენებთ თოდუას კლინიკაში და როგორია გამოჯანმრთელების სტატისტიკა?

– აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში იმუნოთერაპიისთვის "ჩექ ფოინთების" ინჰიბიტორებს ვიყენებთ, რომლებიც იმუნურ სისტემის თ უჯრედებს ააქტიურებენ, ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების ამოცნობასა და დამარცხებაში ეხმარებიან. მრავალი იმუნოთერაპიული პრეპარატი დღეს აქტიური კვლევისა და შესწავლის ფაზაშია, სხვადასხვა სიმსივნეების მიმართულებით. იმუნოთერაპია ძირითადად გამოიყენება დაავადების შორეული გავრცელების დროს, ამიტომ გამოჯანმრთელებაზე მეტად ჩვენი მიზანი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც ხშირად მიღწევადია.

– რა შემთხვევებში ნიშნავთ იმუნოთერაპიას და არის თუ არა მხოლოდ იმუნოპრეპარატებით მკურნალობა ეფექტური?

იმუნოთერაპიის ეფექტურობა დადასტურებულია ფილტვის, შარდის ბუშტის, მელანომას,ღვიძლის, ძუძუს , მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს მიმართულება დღეს ონკოლოგიაში ყველაზე აქტიურად შესწავლადია, კვლევები გრძელდება და ეს ჩამონათვალი მომავალში აუცილებლად გაიზრდება.

აღნიშნული მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის , ასევე კომბინირებული სახით მკურნალობის სხვა მეთოდებთან, ძირითადად ქიმიოთერაპიასთან ერთად.

– რამდენად განვითარებული და ხელმისაწვდომია იმუნოთერაპია საქართველოში?

საქართველოში იმუნოთერაპიის თითქმის ყველა პრეპარატი ფიზიკურად ხელმისაწვდომია , მოთხოვნა და საჭიროებაც ძალიან დიდია.

– რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს ონკოპაციენტებისთვის იმუნოთერაპიას?

– ონკოპაციენტებში იმუნოთერაპიის გვერდითი მოვლენებია: დაღლილობა, სისუსტე, იშვიათად ღებინება, ტემპერატურის მატება და ტკივილი. ამის მიუხედავად, უმეტესწილად, პაციენტების მკურნალობა გაურთულებლად მიმდინარეობს და გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.

იმუნოთერაპიის გამოყენება არ შეიძლება:

• ორსულობის დროს;

• გარკვეული ასაკის ჯგუფებში;

• არაკონტროლირებადი ასთმის დროს;

• აუტოიმუნური დაავადებების დროს;

• არაკონტროლირებადი გვერდითი მოვლენების დროს;

• ალერგიული რეაქციების დროს, თუმცა ეს პაციენტების მხოლოდ 1%-ში გვხვდება.

– ექიმის რა ინტენსივობის ზედამხედველობას საჭიროებენ პაციენტები და რამდენად ხანგრძლივია ამ მეთოდით მკურნალობის პროცესი?

– თოდუას კლინიკაში ონკოპაციენტების ზედამხედველობა განუწყვეტელია. ექიმმა ყოველთვის უნდა იცოდეს პაციენტის მდგომარეობა. მკურნალობის პროცესი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა წამალზე გვაქვს საუბარი და როგორ რეგულირდება მისი მიღების სიხშირე. რადგან იმუნურ სისტემას ვააქტიურებთ, იზრდება შანსი, რომ აუტოიმუნური გამოვლინებები დაფიქსირდეს და ამას საკმაოდ დიდი ყურადღებით ვაკონტროლებთ. ძირითადად, ვიზიტს თვეში ერთი-ორჯერ ვნიშნავთ, დანარჩენ პერიოდში კი პაციენტი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები