კიბოთი დაავადებულებისთვის ახალი მკურნალობის მეთოდები იქმნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კიბოთი დაავადებულებისთვის ახალი მკურნალობის მეთოდები იქმნება

კიბოთი დაავადებულებისთვის ახალი მკურნალობის მეთოდები იქმნება
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მედიკოსების მთელი ძალისხმევა მიმართულია
კორონავირუსთან საბრძოლველად, ადამინები ავადდებიან კიბოთი და მათ ესაჭიროებათ შესაბამისი მკურნალობა. მთელ მსოფლიოში აღინიშნება ონკოლოგიური დაავადებების მატების ტენდენცია.

მკურნალობის ახალი ეფექტური მეთოდების შემუშავება მეცნიერებისათვის აქტუალურ ამოცანად რჩება. ყოველწლიურად ჩატარებული კვლევები და აღმოჩენები კიდევ უფრო მეტად ხვეწავს კიბოსთან ბრძოლის მეთოდებს.

დღეისათვის დიდ იმედებს ამყარებენ ორ შედარებით ახალ და საკმაოდ პერსპექტიული მიმართულებაზე, რომელიც წარმატებით გამოიყენება ონკოლოგიის მკურნალობაში: იმუნოთერაპია და რადიოფარმთერაპია (ტარგეტული თერაპია).

ნებისმიერი სიმსივნის მკურნალობის პრობლემა იმაშია, რომ სიმსივნის უჯრედებს შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელი უჯრედების მიმიკრირება,
რის შედეგადაც თავიდან იცილებენ იმუნური სისტემის შეტევას.

იმუნოთერაპიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პრეპარატების საშუალებით ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედები "სწავლობენ" კიბოს უჯრედების "ამოცნობას" და უტევენ მათ.

ონკოლოგიის მკურნალობისას დადებითი შედეგები აჩვენა რადიოფარმთერაპიამ. ის გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობისათვის.

რადიოფარმპრეპარატებს აქვთ სიმსივნურ უჯრედებში დაგროვების უნარი,
რის გამოც შესაძლებელი ხდება სიმსივნის აღმოჩენა რენტგენის სურათზე და მისი მოშორება მაქსიმალური სიზუსტით.

ორივე მეთოდის პლიუსი კიბოს უჯრედებზე დამიზნებითი მოქმედებაა, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანების გარეშე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც მკურნალობის სხვა მიდგომებს აღენიშნება ბევრი გვერდითი ეფექტი და მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და დონეს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
სწორი ნაწლავის პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ნაწლავის კედლიდან სანათურისკენ იზრდება.
იმუნური სისტემა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, იგი ერთგვარი დამცავი ბარიერია,
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით,
მსოფლიო ონკოსტატისტიკის თანახმად, რამდენიმე ათეულ წელიწადში კიბოთი ავადობის 70%
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად